Difference between revisions 854167 and 854168 on incubatorwiki* ... მელქისედეკ I არის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პირველი მეთაური, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქად იწოდება. * ... ისლანდიის პარლამენტი ალთინგი, რომელიც პირველად 930 წელს შეიკრიბა, ჩვენს დრომდე მოღწეულ პარლამენტებს შორის უძველესია. * ... ხანძთის ზუსტ ლოკალიზაციამდე საყოველთაოდ იყო აღიარებული ნიკო მარის მოსაზრება, რომელმაც ხანძთა კარჩხლის ხეობაში მდებარე ნუკას საყდართან გააიგივა. * ... ძველად საქართველოში რიცხვების ჩასაწერად ქართული ანბანის ასოებს გამოიყენებდნენ; არაბული ციფრების გამოყენება ქართულ მწერლობაში X საუკუნიდან იწყება, თუმცა მათმა საყოველთაოდ ხმარებამ უფრო გვიან მოიკიდა ფეხი. * ... 1103 წლის რუის-ურბნისის საეკლესიო კრებამ აკრძალა მანამდე გავრცელებული წარმომადგენლობითი ქორწინება, რომლის დროსაც, უკიდურეს შემთხვევაში, დაშვებული იყო გვირგვინის კურთხევისას ერთ-ერთი მეუღლის წარმომადგენლით შეცვლა.⏎ ⏎ <noinclude>[[Category:Wp/oge]]</noinclude> All content in the above text box is licensed under the Creative Commons Attribution-ShareAlike license Version 4 and was originally sourced from https://incubator.wikimedia.org/w/index.php?diff=prev&oldid=854168.
![]() ![]() This site is not affiliated with or endorsed in any way by the Wikimedia Foundation or any of its affiliates. In fact, we fucking despise them.
|