Difference between revisions 2049791 and 2049794 on kawiki{{კოპივო |url=https://docs.google.com/document/d/1QcrVJxLnkXKqDkRWeyOyviD4Fh4SnsIvR-TggqGXY5g/edit?pli=1}} == '''წარმოშობის ისტორია''' == ჯიშის წარმოშობის [[ისტორია]] საკმაოდ ბუნდოვანია და ძირითადად თეორიებსა და ვარაუდებზეა დაფუძვნებული. ადგილობრივ ფოლკლორთან ერთად [[არქეოლოგია|არქეოლოგების]] მიერ მოპოვებული მასალებიც მოწმობენ, რომ ამ [[ჯიში]] წინაპრები [[მექსიკა|მექსიკის]] ტერიტორიაზე [[ქრისტეფორე კოლუმბი|კოლუბამდეც]] ბინადრობდნენ. აქედან გამომდინარე ჩიხუახუა უძველესია ამერიკულ ჯიშთა შორის. (contracted; show full) ევროპაში ჯიში პოპულარული ცნობილი მომღერლის-ადელინა პატის წყალობით გახდა: [[1890]] წელს მექსიკის პრეზიდენტმა მას ყვავილების უზარმაზარი თაიგული აჩუქა, რომელშიც ჩიხუახუა იყო ჩამალული. == '''ტემპერამენტი:''' == ჩიხუახუას საკმაოდ მყარი [[ფსიქიკა]] აქვს და მინიატურული ძაღლებისათვის ჩვეული ისტერიულობა მათ არ ახასიათებთ. მიიჩნევა, რომ გრძელბეწვიანი ჩიხუახუა უფრო დამყოლი ხასიათით გამოირჩევა, მოკლებეწვიანი კი_უფრო აქტიური და [[ტემპერამენტი|ტემპერამენტიანია]]. ნამდვილიჩიხუახუა ანტიკურ ღმერთებს არა მხოლოდ სილამაზით, არამედ სიამაყითაც ჰგავს. ის სულაც არ მიიჩნევს, რომ ჩვენზე პატარაა და ყველას და ყველაფერს ზემოდან უყურებს. ჩიხუახუას თავდავიწყებით უყვარს პატრონი. ეჭვიანობს არა მარტო სხვა ძაღლებზე, არამედ ადამიანებზეც. სიამოვნებისგან დნება, როცა გრძნობს, რომ მას ანიჭებენ უპირატესობას. იმისთვის, რომ ყურადღება მიიქციოს ჩიხუახუას შეუძლია იყეფოს საცოდავი ხმით, თავს დაესხას თქვენი ყურადღები ობიექტს და ა.შ. თუ შედეგს ვერ მიაღწია განაწყენებული მოძებნის განმარტოებულ კუთხეს და იქ დაგელოდებათ მწუხარე სახით, სანამ არ მიაკითხავთ და ისიც მაშინვე ყველაფერს გაპატიებთ. არიან ძალიან ცნობისმოყვარეები, ძალიან დაკვირვებულები. თქვენი ტანსაცმლის მიხედვით ადვილად ხვდებიან სასეირნოდ მიდიხართ, საყიდლებზე თუ სტუმრად. ისინი თითქოს თქვენს აზრებს კითხულობენ. შეუცდომლად ხვდებიან როდის არის სასურველი მისი გამოჩენა და როდის_არა. სწრაფად პოულობენ [[პატრონი|პატრონის]] სუსტ მხარეებს და ამ აღმოჩენით მოხერხებულად სარგებლობენ. == '''გარეგნობა:''' == არსებობს ჩიხუახუას ორი სახესხვაობა: გლუვბეწვიანი და მოკლებეწვიანი. ბლუვბეწვიანს "სამეფო მინიატურას" ეძახიან, გრძელბეწვიანებს კი_"მზის ძაღლებს". სიმაღლე მინდაოში: 15-25 სმ; წონა_1,5-3 კგ. აქვს კვადრატული ფორმატი, თუმცა ძუებში დასაშვებია ოდნავ გაწელილი ფორმატიც. თავს აქვს დამახასიათებელი, ვეშლის ფორმა. [[დრუნჩი]] მოკლეა, ცხვირისკენ ზომიერად შევიზროვებული. აქვს დიდი, მრგვალი, მუქი ფერის [[თვალები]] და აცქვეტილი ყურები. კუდი გრჩელია, ნამგალივით მოხრილი. ბეწვის შეფერილობაში დასაშვებია ნებისმიერი ფერი და ელფერი. ყველაზე იშვიათია ცისფერი, ვეფხვისებრი და შოკოლადისფერი შეფერილობა. == ჯანმრთელობის პრობლემები: == უკანა კიდურების [[სახსარი|სახსრების]] პრობლემები. ხშირია მოტეხილობა, ყბის ამოვარდნა, რევმატიზმი, გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიები, მხედველობისა და კბილებისა და ღრძილების პრობლემები. ჯიშის თავისებურებაა ის, რომ [[ლეკვი|ლეკვები]] ხშირად იბადებიან ღია ყიფლიბანდით, რომელიც უმეტეს შემთხვევებში ბოლომდე არ იხურება. ცოცხლობენ საშუალოდ 13-15 წელი. == '''რესურსები ინტერნეტში''' == http://planeta.ge/topic/1503-%E1%83%A9%E1%83%98%E1%83%AE%E1%83%A3%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%A3%E1%83%90/ https://docs.google.com/document/d/1QcrVJxLnkXKqDkRWeyOyviD4Fh4SnsIvR-TggqGXY5g/edit?pli=1 http://forum.ge/?f=72&showtopic=33957225 [[კატეგორია:ძაღლის ჯიშები]] [[ar:شيواوا (كلب)]] [[be:Чыхуахуа]] [[bg:Чихуахуа (куче)]] [[br:Chihuahua (ki)]] [[ca:Chihuahua (gos)]] [[ceb:Tsiwawa]] [[cs:Čivava]] [[da:Chihuahua (hund)]] [[de:Chihuahua (Hunderasse)]] [[en:Chihuahua (dog)]] [[et:Chihuahua]] [[es:Chihuahueño (perro)]] [[eo:Ĉivava hundo]] [[fa:شیهواهوا]] [[fr:Chihuahua (chien)]] [[ga:Sí-abhabha]] [[gl:Chihuahua (can)]] [[ko:치와와 (개)]] [[hi:चिहुआहुआ (कुत्ता)]] [[hr:Chihuahua (pas)]] [[id:Chihuahua (anjing)]] [[it:Chihuahua (cane)]] [[he:צ'יוואווה]] [[jv:Chihuahua (asu)]] [[kk:Чихуахуа]] [[lt:Čihuahua (šuo)]] [[hu:Csivava]] [[ml:ചിഹ്വാഹ]] [[nah:Techichi]] [[nl:Chihuahua (hond)]] [[ja:チワワ]] [[no:Chihuahua (hund)]] [[pnb:چی ہواہوا (کتا)]] [[pl:Chihuahua (rasa psów)]] [[pt:Chihuahua (cão)]] [[ro:Chihuahua (rasă canină)]] [[ru:Чихуахуа]] [[simple:Chihuahua (dog)]] [[sk:Čivava]] [[sl:Čivava]] [[sh:Čivava (pas)]] [[fi:Chihuahua (koira)]] [[sv:Chihuahua (hundras)]] [[tl:Tsiwawa]] [[te:చువావా (కుక్క)]] [[th:ชีวาวา (พันธุ์สุนัข)]] [[tr:Chihuahua (köpek)]] [[tk:Çihuahua]] [[uk:Чихуахуа]] [[vi:Chihuahua (chó)]] [[zh-yue:芝娃娃]] [[zh:吉娃娃]] All content in the above text box is licensed under the Creative Commons Attribution-ShareAlike license Version 4 and was originally sourced from https://ka.wikipedia.org/w/index.php?diff=prev&oldid=2049794.
![]() ![]() This site is not affiliated with or endorsed in any way by the Wikimedia Foundation or any of its affiliates. In fact, we fucking despise them.
|