Difference between revisions 3167612 and 3229966 on kawiki{{ვიკიფიცირება}} [[ფაილი:Bundesarchiv Bild 183-J27290, Albert Leo Schlageter.jpg|thumb|150px|ალბერტ ლეო შლაგეტერი]] '''ალბერტ ლეო შლაგეტერი''' ({{lang-de|Albert Leo Schlageter}}; დ. [[12 აგვისტო]] [[1894]], [[შიონაუ (შვარცვალდი)|შიონაუ]], [[ბადენ-ვიურტემბერგი]] — გ. [[26 მაისი]] [[1923]], [[დიუსელდორფი]]) —[[გერმანია|გერმანელი]] [[ფრაიკორსი]]ს მებრძოლი. == ბიოგრაფია == * [[1894]] :[[12 აგვისტო]]: შლაგეტერი დაიბადა გლეხის ოჯახში, შიონაუში ([[შვარცვალდი]]). იგი ოჯახის მეშვიდე შვილი იყო. * [[1909]] :როგორც [[ფრაიბურგი (ბრაისგაუ)|ფრაიბურგის]] არქიეპისკოპოსის მრჩევლის აღსაზრდელი იგი ჩარიცხულ იქნა კათოლიკურ გიმნაზიაში და ემზადებოდა სასულიერო კარიერისათვის. * [[1914]] :[[აგვისტო]]: იგი მოხალისედ ჩაეწერა №76 საველე-საარტილერიო ბატალიონში. * [[1915]]-[[1916]] :იბრძოდა [[ფლანდრია]]ში, მდ. [[სომი (მდინარე)|სომთან]] და [[ვერდენი|ვერდენთან]] გამართულ ბრძოლებში. * [[1917]] :მიენიჭა [[ლეიტენანტი]]ს სამხედრო წოდება. * [[1918]] :დაჯილდოებულ იქნა [[რკინის ჯვარი (ორდენი)|რკინის ჯვრის]] I ხარისხის ორდენით. :[[დეკემბერი]]: შლაგეტერი გათავისუფლებულ იქნა სამხედრო სამსახურიდან. * [[1919]] :ჩარიცხულ იქნა [[ფრაიბურგის უნივერსიტეტი]]ს მაკროეკონომიკის ფაკულტეტზე. მცირე ხნის შემდეგ იგი შევიდა ფრაიკორპს «მედემის» შემადგენლობაში და იბრძოდა ბალტიისპირეთში. * [[1920]] :[[მარტი]]: მონაწილეობა მიიღო მემარცხენე «[[1920 წლის მარტის აჯანყება|მარტის აჯანყებულთა»]] გამოსვლის ჩახშობაში. ამის სშემდეგ იგი მუშაობდა სასოფლო მეორნეობაში [[აღმოსავლეთ პრუსია|აღმ. პრუსიაში]]. * [[1921]] :[[იანვარი]]: ჩაეწერა ფრაიკორპს «ჰაუენსტეინის» შემადგენლობაში და იბრძოდა [[პოლონეთი|პოლონელ]] პარტიზანთა წინააღმდეგ. * [[1922]] :შლაგეტერი «[[ნსდაპ]]»-ის წევრი გახდა. * [[1923]] :[[იანვარი]]: მონაწილეობა მიიღო «[[ნსდაპ]]»ის პირველ პარტიულ სხდომაზე [[მიუნხენი|მიუნხენში]]. :[[მარტი]]: [[რურის ოლქი]]ს [[საფრანგეთი|ფრანგებისა]] და [[ბელგია|ბელგიელთა]] დაკავებამ გერმანიაში წინააღმდეგობის ტალღა ააგორა. შლაგეტერმა ორგანიზება გაუკეთა მცირე მობილურ რაზმს, რომელიც საბოტაჟს უწყობდა დამპყრობლებს. :[[7 აპრილი]]: იგი დაპატიმრებულ იქნა [[ესენი|ესენში]]. :[[7 მაისი]]; ფრანგულმა სამხედრო სასამრთლომ მას სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. :[[26 მაისი]]: განაჩენი სისრულეში იქნა მოყვანილი [[დიუსელდორფი|დიუსელდორფში]]. :[[10 ივნისი]]: მიუნხენში ცატარდა ალბერტ ლეო შლაგეტერის ხსოვნისადმი მიძღვნილი ზეიმი, რომელზეც ნაცისტებმა იგი ნაციონალ-სოციალისტური მოძრაობისათვის წამებულ რაინდად შერაცხეს. {{DEFAULTSORT:შლაგეტერი, ალბერტ ლეო}} [[კატეგორია:დაბადებული 1894]] [[კატეგორია:გარდაცვლილი 1923]] All content in the above text box is licensed under the Creative Commons Attribution-ShareAlike license Version 4 and was originally sourced from https://ka.wikipedia.org/w/index.php?diff=prev&oldid=3229966.
![]() ![]() This site is not affiliated with or endorsed in any way by the Wikimedia Foundation or any of its affiliates. In fact, we fucking despise them.
|