Difference between revisions 3545544 and 3545545 on kawiki

{{ინფოდაფა ქარიშხალი
|სახელი           = 1910 წლის კუბის ქარიშხალი
|აუზი          = ATL
|სურათი         = Cuba_hurricane_1910-10-17_weather_map.jpg
|წარწერა        = 10 ოქტომბრის შტორმის რუკა
|ჩამოყალიბდა         = ოქტომბერი 9, 1910
|გაიფანტა     = ოქტომბერი 23, 1910
|1-წუთიანი ქარი    = 130
|წნევა             = 924
|მსხვერპლი     = ≥113
|ზიანი        = 100-200
}}
'''კუბის ქარიშხალი''' — [[1910]] წელს მომხდარი ქარიშხალი, რომელიც ყველაზე ცუდი და დამანგრეველი [[ტროპიკული ციკლონი |ტროპიკული ციკლონი]] იყო, რომლის ეპიცენტრიც [[კუბა]] იყო. 

1910 წლის 9 ოქტომბერს სამხრეთ [[კარიბის ზღვა|კარიბის ზღვაში]] წარმოიქმნა ქარიშხალი. ის მიდიოდა ჩრდილო-დასავლეთისკენ და უფრო და უფრო ძლიერდებოდა. ქარიშხალმა გახლიჩა გაფანტა წყლის დიდი არეალი და შემდეგ დაიწყო სვლა [[ამერიკის შეერთებული შტატები|ამერიკის შეერთებული შტატებისკენ]]. [[ფლორიდა|ფლორიდის]] გადაკვეთის შემდეგ ქარიშხალმა მოძრაობა დაიწყო ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთ-დასავლეთისკენ და გაემართა წყლისკენ. ქარიშხლის გახლეჩვის გამო, ზოგ რეპორტაჟში თქვეს, რომ რეალურად ორი ქარიშხალი იყო. კუბის ქარიშხალი კუნძულის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი კატასტროფა იყო. ქარიშხალმა უსახლკაროდ დატოვა ძალიან ბევრი ადამიანი. ფლორიდის ზოგიერთ წერტილში კატაკლიზმმა წყალდიდობაც გამოიწვია. ზარალი რაოდენობა ზუსტად არ არის დადგენილი, თუმცა დანაკარგები კუბასა და [[ჰავანა|ჰავანაში]] 1 მილიონ დოლარს აღემატებოდა. მხოლოდ კუბაში 100მდე ადამიანი გარდაიცვალა.

== მეტეოროლოგიური ისტორია ==
[[ფაილი:1910 Atlantic hurricane 5 track.png|მინი|ქარიშხლის მიმართულება]]
9 ოქტომბერს, ქარიშხლის სახეობა ტროპიკული დეპრესია წარმოიქმნა სამხრეთ კარიბის ზღვაში. ეს იყო [[პანამა|პანამის]] ჩრდილოეთით. ქარიშხალი ძლიერდებოდა და ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით მოძრაობდა. 11 ოქტომბერს ის ტროპიკულ შტორმად იქცა, ხოლო 12 ოქტომბერს კი ქარიშხლად.<ref name="hurdat">{{cite web|author=Atlantic hurricane research division|year=2010|url=http://www.aoml.noaa.gov/hrd/hurdat/easyread-2009.html|title=Atlantic hurricane database (HURDAT) "best track" (1851–2008)|publisher=National Oceanic and Atmospheric Administrations|accessdate=December 24, 2009}}</ref> მეორე დღეს ქარიშხალი კუბის სამხრეთ-დასავლეთით იყო.<ref name="MWR">{{cite web|author=Edward Bowie|title=Monthly Weather Review|year=1910|publisher=National Hurricane Center|accessdate=December 24, 2009|url=http://www.aoml.noaa.gov/general/lib/lib1/nhclib/mwreviews/1910.pdf}}</ref> ძალიან მალევე ის გარდაიქმნა მესამე დონის ქარიშხლად. შტორმმა ზიანი მიაყენა კუბის დასავლეთ ნაწილს და გადაკვეთა კუნძული. ის გადავიდა მექსიკის ყურისკენ და შესუსტდა.<ref name="hurdat"/>


ქარიშხალი მაღალი წნევით გადაადგილდებოდა ჩრდილოეთის მიმართულებით. მექსიკის ყურის თბილ წყალში ქარიშხალი მალევე გაიზარდა და გაძლიერდა. შემდეგ ის მცირე წრეში გადავიდა<ref name="florida">Barnes, p. 93</ref> და 16 ოქტომბერს მიაღწია სიძლიერის პიკს. მან წარმოქმნა 240კმ./სთ. სიჩქარის ქარი.<ref name="hurdat"/> ქარიშხალმა კვლავ შეიცვალა მიმართულება და დასავლეთ კუბას დიდი ზიანი მიაყენა. 17 ოქტომბერს ის ფლორიდის მხარეს გადავიდა.<ref name="hurdat"/> ქარიშხალმა დააზიანა კაპე რომანო<ref name="florida"/> და გადაინაცვლა ჩრდილოეთისკენ. მიწაზე ქარიშხალი შედარებით დასუსტდა. ფლორიდის გადაკვეთის შემდეგ მან გადაკვეთა ჩრდილო-აღმოსავლეთი და შევიდა [[ატლანტის ოკეანე|ატლანტის ოკეანეში]].<ref name="florida"/> 23 ოქტომბერს შტორმი დასრულდა.<ref name="hurdat"/>

ქარიშხალი იყო უჩვეულო, რადგან ორი სხვადასხვა ტიპის ქარიშხალი წარმოიქმნა ერთად.<ref>{{cite news|title=The West Indian Hurricane|date=October 19, 1910|work=The Washington Post}}</ref> ამის გამომწვევი მიზანი მექსიკის ყურე იყო.<ref name="florida"/> ერთ-ერთი ჩანაწერის თანახმად პირველი ქარიშხალი მორჩა მექსიკის ცენტრალურ ყურეში, ხოლო მეორე კი ჩამოყალიბდა და გაანადგურა ფლორიდა.<ref name="MWR"/> ქარიშხლის მიმართულება ოყო საკამათო, რამდენიმე ხნის შემდეგ კი გაირკვა, რომ ეს იყო ერთი ციკლონი.<ref name="florida"/>


== ზემოქმედება ==
15 ოქტომბერს, 800 კილომეტრის რადიუსში ყველა გემი იყო გაფრთხილებული ქარიშხლის მოახლოვებასთან დაკავშირებით, მიუხედავად ამისა ძალიან ბევრი ხომალდი ნავსადგურში დარჩა.<ref>{{cite web|title=Hurricane Nears the Florida Coast|date=October 15, 1910|work=The New York Times|url=https://query.nytimes.com/gst/abstract.html?res=9903E4DD1330E233A25756C1A9669D946196D6CF|accessdate=December 24, 2009}}</ref> ამასთან ერთად დაიწყო გაფრთხილებები შტორმის მოახლოვებაზე.<ref name="MWR"/>


=== კუბა ===
ქარიშხალმა კუბას საშინელი ზარალი მიაყენა. ეს კუნძულის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ტროპიკული ციკლონი იყო. ძლიერმა ქარმა და ბევრმა წვიმამ ქუჩებში წყალდიდობა გამოიწვია.<ref name="MWR"/> განადგურდა უამრავი ფერმა<ref> {{cite news|title = Great Storm in Cuba: Severe Damage Done to the Tobacco Crop | work = The Observer | date = October 16, 1910 |  page = 9}} </ref> და სასოფლო სამეურნეო კულტურა. ქარიშხალი ბევრს ქალაქს მოედო<ref name="destroyed">{{cite news|title=West Indian Hurricane|date=October 18, 1910|work=The Scotsman}}</ref> მათ შორის კასტილიასაც.<ref name="cuba">{{cite web|title=Terrific Hurricane|date=October 15, 1910|work=The Evening Post|accessdate=December 24, 2009|url=http://paperspast.natlib.govt.nz/cgi-bin/paperspast?a=d&d=EP19101015.2.54}}</ref> ქალაქი ბათაბანო წყალში დაიძირა. ქარიშხალმა საკამოდ დიდ არეალში მწყობრიდან გამოიყვანა საკომუნიკაციო საშუალებები.<ref>{{cite web|title=Hurricane in Cuba Costs Many Lives|date=October 17, 1910|work=The Spokane Daily Chronicle|accessdate=December 24, 2009|url=https://news.google.com/newspapers?id=E2kSAAAAIBAJ&sjid=CfQDAAAAIBAJ&pg=6187,1938765&dq=1910+hurricane+cuba&hl=en}}</ref> [[პინარ-დელ-რიოს პროვინცია|პინარ დელ რიოს პროვინციას]] შტორმმა ყველაზე დიდი ზიანი მიაყენა და ყველაზე მეტი ადამიანი აქ გარდაიცვალა.<ref name="america">{{cite news|title=Cyclone in Cuba|date=October 18, 1910|work=The Scotsman}}</ref>

[[ნიუ-იორკ ტაიმზი (გაზეთი)|The New York Times]]-ი წერდა, რომ კუბას მის ისტორიაში ყველაზე დიდი მატერიალური კატასტროფა გადახდა თავს.<ref name = "havoc"> {{cite news|title = Cyclone Works Havoc in Cuba| work = The New York Times | date = October 18, 1910 | page = 1 | url = https://query.nytimes.com/mem/archive-free/pdf?res=9501E5D8173AE733A2575BC1A9669D946196D6CF}} </ref> ათასობით გლეხებმა და მუშებმა საკუთარი სახლები დაკარგეს. ქვეყნის დედაქალაქსაც, ჰავანას, ძალიან დიდი ზიანი მიაყენა. სანაპიროზე ძალიან ბევრი გემი და ღირებული ნივთი დაიკარგა. ქარიშხალმა ძალიან დააზიანა საქონელი, რომელიც ინახებოდა [[ვენა|ვენაში]].<ref> {{cite news|title = The Hurricane in Cuba | work = The Manchester Guardian | date = October 17, 1910 | page = 7}} </ref> წარმოიქმნა დიდი ტალღები, რამაც წყალდიდობა გამოიწვია. ქარიშხალმა მრავალი ნავსადგური გაანადგურა.<ref>{{cite news|title=West Indian Hurricane|date=October 19, 1910|work=The Scotsman}}</ref><ref>{{cite news|title=The Hurricane Moving North|date=October 20, 1910|work=The Manchester Guardian}}</ref> მაღალმა ტალღებმა ჰავანის სანაპიროს 2,6 კვადრატული კილომეტრი დატბორა.<ref name="havoc"/>

შტორმის გამო გარდაიცვალა 100-მდე ადამიანი, ძირითადად ტალახის გამო, მათ შორის ხუთი ჰავანაში.<ref name="long">Longshore, p. 109</ref><ref name = "Liners Defy"> {{cite news|title = Liners Defy Cyclone | work = The Washington Post | date = October 15, 1910 | page = 1}}</ref> თუმცა, ზოგ განცხადებაში ისინი ამბობენ, რომ სიკვდილიანობის რაოდენობა 700-ს აღემატება.<ref>{{cite web|title=Cuba Hurricanes Historic Threats: Chronicle of hurricanes in Cuba|publisher=Cuba Hurricanes|url=http://www.cubahurricanes.org/history-hurricanes-chronicles.php|accessdate=December 24, 2009}}</ref> სტიქიით გამოწვეული დაზიანება მილიონობით დოლარს შეადგენდა. მხოლოდ ჰავანაში 1 მილიონი დოლარი დაიხარჯა.<ref name="havoc"/>

=== ფლორიდა ===
ფლორიდაში ქარი საათში 180 კილომეტრი/საათში სიჩქარით მოძრაობდა. ბევრი ნავსადგური დაინგრა.<ref name="florida1">Barnes, p. 94</ref>  ფლორიდაში მომხდარი კატასტროფის მიერ მიყენებულმა ზარამლა 250 000 აშშ. დოლარს მიაღწია და სახლები, რომელიც ოკეანესთან ახლოს იყო საშინლად დაზიანდა.<ref name="MWR"/> ძლიერმა ქარმა ტამპას ყურიდან წყალი უკან გამოდევნა. მაღალი ტალღები ხმელეთს ტბორავდა და თავის გადასარჩენად ხალხი ხეებზე ძვრებოდა.<ref name="florida1"/> ზოგიერთი ციტრუსის კულტურა განადგურდა.<ref name="MWR"/> ქარმა შენობებს სახურავები ახადა და მათი საძირკვლები დააზიანა.

პუნტა გორდაში გარდაიცვალა 7 ადამიანი, მაშინ როდესაც კუბური გემების ნაწილი განადგურდა. ამავე ადგილას დაიხრჩო ერთი მამაკაცი და ბავშვი, ხოლო ერთი კი მაშინ დაიხრჩო როდესაც ცდილობდა ადიდებული მდინარის გადაკვეთას.<ref name="MWR"/> ფრანგული გემი სახელწოდებით - Louisiane შეეჯახა ხმელეთს. აქ 600 მგზავრი იმყოფებოდა, თუმცა მათგან არც ერთი არ გარდაცვლილა.<ref name="florida1"/>

ერთ-ერთი ადამიანი ქალაქ ლემონში ხის დაცემით გარდაიცვალა. თუმცა, ქარიშხლის ზარალი შედარებით მცირე იყო ფლორიდის აღმოსავლეთ სანაპიროზე, ვიდრე სხვა ადგილებში. ფლორიდის სანაპიროს აღმოსავლეთით რკინიგზის ნაწილი მთლიანად ჩარეცხილი იყო. შტორმმა ასევე ჩაძირა ამერიკული ნავი, რის გამოც გარდაიცვალა სამი ადამიანი, ხოლო ეკიპაჟის დანარჩენი წევრები კი 12 საათის განმავლობაში გაჭედილნი იყვნენ.<ref name="MWR"/>

==ლიტერატურა==
*{{cite book|author=Barnes, Jay|title=Florida's Hurricane History|year=2007|publisher=Chapel Hill Press|isbn=0807830682}}
*{{cite book|author=Longshore, David|title=Encyclopedia of Hurricanes, Typhoons, and Cyclones|year=2008|publisher=Checkmark Books|isbn=0816074097}}

==სქოლიო==
{{სქოლიო}}

[[კატეგორია:ბუნებრივი მოვლენები]]
[[კატეგორია:კუბის ისტორია]]