Difference between revisions 3665656 and 3665660 on kawiki

{{ვიკი}}{{უკატეგორიო}}
'''მარინე ჯიბლაძე''' (დ. 11 მაისი, 1975) — ქართველი ჩინეთმცოდნე-მეცნიერი, ისტორიკოსი და ფილოლოგი, მკვლევარი, პროფესორი.  

1997 წელს დაამთავრა თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი ისტორიისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობა, ორიენტაცია - ჩინეთი, ხოლო მოგვიანებით მოიპოვა ჩინეთის სახელისუფლებო სტიპენდია და სწავლა განაგრძო დოქოტრანტურაზე ჩინეთში, ქალაქ ნანკინში, [http://en.njnu.edu.cn/ ნანკინის პედაგოგიურ უნივერსიტეტში] ჩინური ფილოლოგიისა და ლინგვისტიკის სპეციალობაზე, ჩინურ ენაზე დაიცვა ხარისხი [http://cdmd.cnki.com.cn/Article/CDMD-10319-2005150169.htm ჩინური ენის გრამატიკაში] (2005). მისი დისერტაციის ნაწილი გამოქვეყნდა ჩინეთის [http://www.cnki.com.cn/Article/CJFDTOTAL-YYYJ200501005.htm რეფერირებად ჟურნალში "ლინგვისტიკა"] (2005).  

საქართველოში დაბრუნებისთანავე მარინე ჯიბლაძე დაინიშნა თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის ჩინური მიმართულების ხელმძღვანელად. შემდეგ უკვე განაგრძო [http://www.freeuni.edu.ge/ge/faculty თავისუფალი უნივერსიტეტის ჩინური მიმართულების პროფესორად] მუშაობა (2009), სადაც მალევე ჩამოაყალიბა [https://www.youtube.com/watch?v=t_5rAJuK2W8&t=380s ჩინური ენისა და კულტურის ცენტრი] - [http://www.freeuni.edu.ge/ge/node/703 თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტი], რომლის დირექტორადაც დაინიშნა (2010).  ჩინური ენის სწავლების მხრივ გატარდა რეფორმები, მათ შორის მოიმატა სტუდენტების ჩართულობამ ჩინური ენის დონის გამოცდებში, მესამე და მეოთხე კურსებიდან კი წარჩინებული სტუდენტების ჩინეთში გამგზავრება.  სტუდენტები ერთვებიან ლექსიკონებისა და სასწავლო მასალების თაგმნაში, ზეპირ და წერილობით თარგმანში, სხვადასხვა სახის კვლევით და შემეცნებით ღონისძიებაში. 
მარინე ჯიბლაძემ 2016 წელს ჩამოაყალიბა [http://sinologist.org საქართველოს სინოლოგთა ასოციაცია], რომელშიც გააერთიანა საქართველოში ჩინური ენის მცოდნე სინოლოგები, ჩინეთითა და ჩინური კულტურით დაინტერესებული, ჩინეთთან დაკავშირებული ადამიანები. წევრები ერთვებიან სხვადასხვა სახის კვლევით ან თარგმნით პროექტში და სხვადასხვა პროექტის ფარგლებში ჩინეთში მიემგზავრებიან. 
2017 წელს მისი და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ინიციატივით [http://newsday.ge/new/index.php/ka/component/k2/item/31398-%E1%83%A9%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%97%E1%83%AE%E1%83%94 ჩინური ლიტერატური კუთხე და სინოლოგ მარინე ჯიბლაძის ფონდი გაიხსნა]. 
2018 წელს მუშაობს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში [http://webcache.googleusercontent.com/search?q=cache:H1MZ7zPgimkJ:mes.gov.ge/publicInfo/wp-content/uploads/2013/12/%25E1%2583%259B%25E1%2583%2594%25E1%2583%259D%25E1%2583%25A0%25E1%2583%2594-%25E1%2583%2599%25E1%2583%2595%25E1%2583%2590%25E1%2583%25A0%25E1%2583%25A2%25E1%2583%2590%25E1%2583%259A%25E1%2583%2598-%25E1%2583%2599%25E1%2583%259D%25E1%2583%259C%25E1%2583%2599%25E1%2583%25A3%25E1%2583%25A0%25E1%2583%25A1%25E1%2583%2594%25E1%2583%2591%25E1%2583%2598.xlsx+&cd=1&hl=ka&ct=clnk&gl=ge ჩინური ენის ექსპერტად], სადაც შეიმუშავა დაწყებითი და საბაზო საფეხურების ეროვნული სასწავლო გეგმა. 
2019 წელს მარინე სახელმწიფო ენის დეპარტამენტთან ერთად იწყებს [http://www.enadep.gov.ge/index.php?m=42&news=124&lang= მუშაობას ჩინური ენის ქართულ ენაზე ტრანსკრიფციისა და ტრანსლიტერაციის ნორმებზე], რომელიც მოგვიანებით [https://www.facebook.com/1796905760367320/photos/pcb.2274975485893676/2274972389227319/?type=3&theater კომისიის სხდომაზე გატანისას ერთხმად  მიღებულია]. 
 
მარინე ჯიბლაძეს წლების განმავლობაში იწვევდნენ [http://freeuni.edu.ge/ge/node/1591 ჩინეთში უნივერსიტეტის სტუდენტების ჩინური ენისა და კულტურის საერთაშორისო კონკურსის "ჩინური ენის ხიდი" ფინალურ ტურზე ჟიურის წევრად].
არის [http://www.shihan.org.cn/ მსოფლიოში ჩინური ენის სწავლების ასოციაციისა] და [http://www.ouhanhui.eu/ ევროპაში ჩინური ენის სწავლების ასოციაციის] წევრი.
 
2016 წლიდან დაინიშნა პეკინის ენების უნივერსიტეტის [http://hjxb.blcu.edu.cn/art/2016/12/16/art_7627_1120410.html მიწვეულ პროფესორად], სადაც უკითხავს ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქოტრანტურის ჩინელ და უცხოელ სტუდენტებს [http://freeuni.edu.ge/ge/node/1816 ლექციებს ჩინური ენისა და ჩინური ენის სწავლების სპეციფიკის შესახებ]. 
ხშირად მონაწილეობს [http://tuanwei.blcu.edu.cn/art/2018/12/4/art_2799_1135248.html საერთაშორისო კონფერენციებში]  და [https://www.xuehua.us/2018/09/07/%E8%BF%99%E7%BE%A4%E4%B8%8D%E5%AF%BB%E5%B8%B8%E7%9A%84%E6%AD%AA%E6%9E%9C%E4%BB%81%E8%B5%B0%E9%81%8D%E4%BA%86%E9%BD%90%E9%B2%81%E5%A4%A7%E5%9C%B0/ სხვადასხვა] [http://kyc.blcu.edu.cn/art/2018/11/5/art_10052_1134501.html ღონისძიებაში] სინოლოგიის მიმართულებით. 2018 წელს მარინე ჯიბლაძე მიიწვიეს [https://sinomedia.ge/georgian-sinologist/ ჟენევაში გაეროს ჩინური ენის დღის ღონისძიებაზე], სადაც მან [http://www.sohu.com/a/231107545_120258 ჩაატარა ლექცია-პრეზენტაცია]. მარინე საქართველოს საგაბმანათლებლო და სამეცნიერო დარგში წვლილის შეტანისათვის პრეზიდენტის ღირსების ორდენით  დაჯილდოვდა, ხოლო ჩინეთში 2016 წელს განსაკუთრებული წვლილისთვის [http://freeuni.edu.ge/ge/node/1630 ჩინეთის ხელისუფლების საპატიო ჯილდო]. 
<references />

= პუბლიკაციები =

# [http://en.cnki.com.cn/Article_en/CJFDTotal-YYYJ200501005.htm "Discussion about Interrogative Pronouns of Indefinite Nature in Modern Chinese"], 《Linguistics Study》, Beijing, China, 2005-01;
# [http://en.cnki.com.cn/Article_en/CJFDTOTAL-NJSD200204024.htm "The Comparison between Chinese and Georgian Phonetics——the tentative exploration of teaching Chinese phonetics to Georgian students",] 《Journal of Chinese Language and Culture School Nanjing Normal University》, Nanjing, China, 2002-04;
# [http://xueshu.baidu.com/usercenter/paper/show?paperid=546469015fb2357732e00e30841c811c&site=xueshu_se "Chinese Teaching and Sinology in Georgia"], 《Chinese Teaching in the World》, Beijing, China, 2004-04;
# "Georgian Language as the representative of Caucasian language families", 《Mudanjiang University》, China, 2002-04;
#[https://www.youtube.com/watch?v=KFVUDfcUa3c&feature=youtu.be „ჩინური ენის პრაქტიკული კურსი“], თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები,  თბილისი, საქართველო, 2015;
# „მე-პეკინის შემოდგომის ნაშუადღევს“,  „მოთხრობები“, მო იენი, მერიდიანი, თბილისი, საქართველო, 2015;
# „ჩინური ენის შესახებ მოკლე მიმოხილვა“, "ჩინეთი ჟამთა სივრცეში", მერიდიანი, თბილისი, საქართველო, 2007;
# „ჩინეთის განათლების ისტორია“, "ჩინეთი ჟამთა სივრცეში", მერიდიანი, თბილისი, საქართველო, 2007;
# „ჩინურ-ქართული ლექსიკონი“, ოქროს საწმისი, თბილისი, საქართველო (იბეჭდება);
# „ქართულ-ჩინური ლექსიკონი“, ოქროს საწმისი, თბილისი, საქართველო (იბეჭდება);
# „ჩინეთის ისტორია“, ოქროს საწმისი, თბილისი, საქართველო (იბეჭდება).  

= ინტერვიუები =
1. [https://1tv.ge/audio/sakhlisken-chinuri-enis-mnishvneloba-da-perspeqtivebi-dghevandel-realobashi/ „ჩინური ენის მნიშვნელობა და პერსპექტივები დღევანდელ რეალობაში“], საზოგადოებრივი რადიო,   გადაცემა „სახლისკენ“

2. „[https://www.youtube.com/watch?v=kgsPQDFjcl4 კონფუცის ინსტიტუტის დირექტორი მარინე ჯიბლაძე - ჩინური ენის სწავლება თავისუფალ უნივერსიტეტში“], სინძიანის ტელე-მაუწყებლობა 

3.  „[https://www.youtube.com/watch?v=mdYdS6H92JE ინტერვიუ პროფესორ მარინე ჯიბლაძესთან - ჩინური ენის ხიდის კონკურსის ჟიური“], ხანპანი, კონფუცის ინსტიტუტის სათავო ოფისი

4.  [https://www.youtube.com/watch?v=1WAeLFjm8nU "Interview about CI and Chinese Language"], Hanban, Beijing 

5.  [http://bridge.chinese.cn/c12/article/2013-07/25/content_505824.htm "Interview about Chinese Bridge (The Chinese Proficiency Competition for Foreign College Students)"]. China

6. [http://www.dajianet.com/news/2015/0909/213130.shtml 《格鲁吉亚汉学家玛琳娜·吉布拉泽:“一带一路”为中格发展注入新活力》](„ქართველი სინოლოგი მარინე ჯიბლაძე: 'სარტყელი და გზა' - ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების ახალი ეტაპი".

7.   [http://english.gov.cn/news/international_exchanges/2017/03/10/content_281475590563154.htm "Belt and Road opens new chapter for authors", China Daily] 

8.  [http://www.chinadaily.com.cn/kindle/2017-10/23/content_33606786.htm "Observers share 3 words about China"], China Daily

9.  [http://www.chinadaily.com.cn/culture/2016-09/14/content_26790943.htm "Some of the other winners"], China Daily
[[კატეგორია:Მეცნიერები]]