Difference between revisions 4283385 and 4283405 on kawiki{{წყარო}} {{ინფოდაფა კომპანია | სახელი = ოპპა | ლოგო =ლოგოოო.png | ლოგოს_ზომა = | ლოგოს_ტიტრი =კომპანიის ლოგო | ტიპი = სააქციო საზოგადოება | დაფუძნდა = {{დაიწყე თარიღი და ასაკი|2007}} (როგორც „ნოვა ტექნოლოჯი“) | მდებარეობა = [[თბილისი]], [[საქართველო]] | მფლობელი = ენერგო–პრო ჯეორჯია | წამყვანი = ლევან კირვალიძე <br /><small>(გენერალური დირექტორი)</small> | დარგი = ფინანსური ტექნოლოგიები | პროდუქცია = თვითმომსახურების სწრაფი ჩარიცხვის აპარატები, შემადგენელი ნაწილების რეალიზაცია; უნივერსალური ელექტრონული საფულე OPPA; გადახდების ონლაინ სისტემა; რეკლამა საგადახადო არხებში | თანამშრომელი = | საიტი = {{url|http://oppa.ge/ka/|ოფიციალური საიტი}} }} „'''სს ოპპა'''“ (ადრე '''„სს ნოვა ტექნოლოჯი“''') — კომპანია, რომელიც [[საქართველო|საქართველოს]] ფინანსურ ტექნოლოგიურ ბაზარზე ყოველდღიურად 350 000-მდე მომხმარებელს ემსახურება. საქმიანობა [[2007]] წელს დაიწყო და მთელი საქართველოს მასშტაბით, 6500-ზე მეტ გადახდის წერტილს ფლობს. კომპანიაში 290 თანამშრომელია დასაქმებული. საქართველოს მასშტაბით გახსნილია რეგიონალური წარმომადგენლობები, სადაც მომხმარებელს შეუძლია მიიღოს მომსახურება „სს ოპპა“-სგან. „სს ოპპა“ თვითმომსახურების სწრაფი გადახდის ტერმინალების, სწრაფი ჩარიცხვის აპარატების ბრენდ PayBox-ისა და ქართულ ბაზარზე პირველი უნივერსალური ელექტრონული საფულის Oppa.ge-ს მფლობელია. == განვითარების ისტორია == [[ფაილი:PayBox.png|მარცხნივ|მინი|250პქ|PayBox-ის ლოგო]] კომპანია დაფუძნდა [[2007]] წელს „სს ნოვა ტექნოლოჯის“ სახელწოდებით. მომხმარებელს მან შესთავაზა POS ტერმინალებით და Payline-ით სარგებლობა და ოთხი თანამშრომლის ძალისხმევით [[თბილისი|თბილისში]] განათავსა პირველი თვითმომსახურების სწრაფი ჩარიცხვის აპარატი, სადაც ჩართული იყო მხოლოდ ერთი პროვაიდერი - მობილური ოპერატორი. [[2008]] წელს შეიქმნა ბრენდი PayBox, თანამშრომლებმა თავად ააწყვეს თვითმომსახურების სწრაფი ჩარიცხვის აპარატები და კომპანიამ დაიწყო ქსელის გაფართოება. „სს ოპპა“-მ (ადრე „სს ნოვა ტექნოლოჯი“) გახსნა პირველ წარმომადგენლობები [[თბილისი|თბილისში]], [[ქუთაისი|ქუთაისსა]] და [[ბათუმი|ბათუმში]]. [[2009]] წელს კომპანიამ გაზარდა PayBox-ების რაოდენობა 300 ერთეულამდე და ამავდროულად გახდა კუპიურების მიმღების (CashCode) ოფიციალური წარმომადგენელი, ავტორიზებული სერვის ცენტრი, თანხის მიმღები მოწყობილობების დილერი და დისტრიბუტორი [[საქართველო|საქართველოში]], რაც საერთაშორისო ბაზარზე კომპანიის პირველი სერიოზული წარმატება იყო. [[2010]] წელს სს ოპპა“-მ (ადრე „სს ნოვა ტექნოლოჯი“) საქართველოს მასშტაბით დაიწყო თვითმომსახურების სწრაფი ჩარიცხვის აპარატების გაყიდვა. [[2011]] წელს კომპანიამ PayBox-ების მეშვეობით დაიწყო სარეკლამო მიმართულების განვითარება, რომელიც მაღალი მოცვისა და მრავალფეროვანი სეგმენტაციის გამო სწრაფად იმკვიდრებდა ადგილს. [[2012]] წელს კომპანიამ შექმნა [[საიტი]] Paybox.ge და PayBox-ის თვითმომსახურების სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მომსახურება გადაიტანა ვებ-პლატფორმაზე, რითაც მომხმარებლებს შესთავაზა გამარტივებული და მოქნილი გადახდები ონლაინ სივრცეში. [[2013]] წელს კომპანიამ გაზარდა რეგიონალური წარმომადგენლობები და განავითარა ექსპორტი, კერძოდ ჰქონდა პირველი თვითმომსახურების სწრაფი ჩარიცხვის აპარატები [[სომხეთი|სომხეთში]]. [[2014]] წელს ონლაინ პლატფორმის PayBox.ge წარმატებიდან გამომდინარე, მომხმარებლების კმაყოფილების გაზრდის მიზნით კომპანიამ შექმნა გადახდების ახალი საშუალება - [[IOS|iOS]]-ის და [[Android]]-ის აპლიკაციები [[მობილური ტელეფონი|მობილური ტელეფონებისთვის]]. [[2015]] წელს კომპანია აქტიურად გადავიდა კორპორატიული მომსახურების სფეროში და დაიწყო სალაროების ჩანაცვლების პროექტის განხორციელება. კომპანიებზე მორგებული ბრენდირებული ტერმინალების განთავსების გზით, სს ოპპა“ - მ (ადრე „სს ნოვა ტექნოლოჯი“) ეხმარებოდა კომპანიებს სალაროების ხარჯების შემცირებაში და საგადახდო მომსახურების სრულყოფაში. აღნიშნულის ფარგლებში, დაიწყო თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე არსებულ მსხვილ [[ბანკი|ბანკებთან]]. [[2016]] წელს კომპანიამ განაგრძნო ექსპორტის განვითარება და ტერმინალები გაიტანა დასავლეთ [[აფრიკა|აფრიკაში]]. პარალელურად ამუშავებდა პლატფორმას, რომლის ფარგლებშიც ქმნიდა მონაცემების გადამოწმების ერთიან სისტემას და მომხმარებელს ახალი, გამარტივებული მომსახურების მიღების საშუალებას აძლევდა. [[2017]] ჩატარებული გამოკითხვის შედეგად არასაბანკო გადახდების სფეროში კომპანია ფლობდა ბაზრის 41%-ს და მომხმარებელს სთავაზობდა 850-მდე მომსახურების მიღებას, 6500-მდე გადახდის წერტილში. [[2018]] წელს კომპანიამ განახორციელა რებრენდინგი, გადავიდა განვითარების ახალ ეტაპზე და ბაზარს ახალი ბრენდი, უნივერსალური ელექტრონული საფულე შესთავაზა. OPPA მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს დაცულ სივრცეში პრაქტიკული ფინანსური სერვისებით ისარგებლოს - გადაიხადოს, გადარიცხოს და დააგროვოს ფული მარტივად, რთული ოპერაციებისა და დამაბნეველი ბიუროკრატიის გარეშე. == კომპანიის პროდუქტები == * PayBox – თვითმომსახურების სწრაფი ჩარიცხვის აპარატები; * www.oppa.ge - უნივერსალური ელექტრონული საფულე; * Oppa.ge – გადახდების ონლაინ სისტემა; [[IOS|iOS]]-ის და [[Android]]-ის მობილური აპლიკაცია; * რეკლამა – საგადახადო არხებში; * sales.paybox.ge თვითმომსახურების სწრაფი ჩარიცხვის აპარატები და მისი შემადგენელი ნაწილების რეალიზაცია. ==რესურსები ინტერნეტში== *[http://www.oppa.ge/ka Oppa-ს საიტი] {{Webarchive|url=https://web.archive.org/web/20180824113145/https://www.oppa.ge/ka |date=2018-08-24 }} [[კატეგორია:საქართველოს კომპანიები]] [[კატეგორია:2007 წელს დაარსებული კომპანიები]] [[კატეგორია:საქართველოს ტექნოლოგიური კომპანიები]] All content in the above text box is licensed under the Creative Commons Attribution-ShareAlike license Version 4 and was originally sourced from https://ka.wikipedia.org/w/index.php?diff=prev&oldid=4283405.
![]() ![]() This site is not affiliated with or endorsed in any way by the Wikimedia Foundation or any of its affiliates. In fact, we fucking despise them.
|