Difference between revisions 4397148 and 4397149 on kawiki

{{წაშლის კანდიდატი|არ ჩანს [[ვპ:ბიო]]-ს შესაბამისობა}}
{{ინფოდაფა პიროვნება
|სახელი = მეგი გაბუნია
|ფოტო =
|ფოტოს სიგანე = 250პქ
|დაბსახელი=
|დაბთარიღი={{დაბადების თარიღი და ასაკი|1981|04|23}}
|დაბადგილი=[[თბილისი]], [[საქართველოს სსრ]]
|ეროვნება=[[ქართველები|ქართველი]]
|მოქალაქეობა= {{დროშა|საქართველო}}
|განათლება=უმაღლესი
|ალმა-მატერი=[[თბილისის სამხატვრო აკადემია]]
|მოღვაწეობა=
|საქმიანობა=მოდელიერი<br>დიზაინერი
|მეუღლეები=
|შვილები=
|მამა=ზურაბ გაბუნია
|დედა=მანიჟა გაბუნია
}}
'''მეგი გაბუნია''' (დ. [[23 აპრილი]] [[1981]], [[თბილისი]], [[საქართველო]]) — [[ქართველი]] მოდის დიზაინერი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. 2016 წლიდან დღემდე არის M.G. Megi Gabunia- ს მთავარი დიზაინერი.

== ბიოგრაფია ==
მეგი გაბუნია დაიბადა ქალაქ [[თბილისი|თბილისში]]. განათლება მიიღო თბილისის 48-ე საშუალო სკოლაში, შემდგომ ჩააბარა [[თბილისის სამხატვრო აკადემია|თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში]]. [[ბაკალავრი|ბაკალავრიატი]] და [[მაგისტრატურა]] დაამთავრა მოდელირების ფაკულტეტზე, ტყავ-გალანტერიისა და ტრიკოტაჟის მიმართულებით, წითელ დიპლომზე. ამავე პერიოდში იყო პრეზიდენტის სტიპენდიანტი. 

მეგი გაიზარდა თბილისში, მხატვრის ოჯახში. მომავალი დიზაინერის მამა, ზურაბ გაბუნია, ასწავლიდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში და ქართველ მხატვართა კავშირის წევრია. დედა, მანიჟა გაბუნია, პროფესიით ქიმიკოსია. ჰყავს ორი და, ლიკა და ანა. მეგიმ პირველი კაბა 6 წლის ასაკში შეკერა. 

დიზაინერი მამას, ზურაბ გაბუნიას ხშირად დაყავდა სამხატვრო აკადემიაში, სადაც  დიდ პროექტებზე მუშაობდა და მთელი მისი შემოქმედების მონაწილე იყო. გარემომ, რომელშიც გაიზარდა, უდიდესი გავლენა მოახდინა დიზაინერის გემოვნებაზე, პროფესიულ არჩევანზე და ხედვების ფორმირებაზე. 

როდესაც მეგი გაბუნია სამხატვრო აკადემიის გამოცდებისთვის ემზადებოდა, პედაგოგმა მისცა დავალება, რომ აკვარელში ტყავის ჩანთა და ფეხსაცმელი დაეხატა.  მუშაობისას გააცნობიერა, რომ ამ მასალას ყველაზე უფრო კარგად გრძნობდა. 1998 წელს ჩაირიცხა სამხატვრო აკადემიის მოდელირების ფაკულტეტზე, რომელიც სხვადასხვა ნაწილებად იყოფოდა. მეგი გაბუნიამ ტყავ - გალანტერიისა და ტრიკოტაჟის მიმართულება შეარჩია. 

აკადემიაში სწავლის პარალელურად,  18 წლის ასაკიდან, დიზაინერმა მუშაობა დაიწყო ფეხსაცმლის ინდივიდუალური კერვის საწარმოებში. ამ სფეროში გატარებულმა წლებმა უდიდესი გამოცდილება მისცა ტყავზე მუშაობის მიმართულებით. 2006-2009 წლებში ჰქონდა ფეხსაცმლის ინდივიდუალური კერვის სალონი; მუშაობდა ფეხსაცმლის მასიური წარმოების ქარხნებში დიზაინერად; [[2010]] წლიდან მუშაობა გააგრძელა რუსთავის ტყავის საწარმოში სახელად „[[Philimaska]]”, საცალო გაყიდვების კოორდინატორად და საცალო მაღაზიის დირექტორის თანამდებობაზე. დიზაინერს მუდმივად ჰქონდა სურვილი, რომ საკუთარ თავზე აეღო ურთულესი სამუშაოები, რითაც არაერთი გენდერული სტერეოტიპი დაამსხვრია და კიდევ უფრო მეტად გაძლიერდა.

ტყავის საწარმოში 5  წელი გაატარა. სიღრმისეულად შეისწავლა ტყავის ტექნოლოგია და მისი დამუშავების სპეციფიკა, რომელსაც დღეს წარმტებით იყენებს თავის ყოველდღიურ საქმიანობაში. მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობამ კი ახალი პროფესიული გამოცდილება მოუტანა. სწორედ ამ დროს შეისწავლა მენეჯმენტი და მიიღო მნიშვნელოვანი გამოცდილება ინტერპერსონალური ურთიერთობების სწორად ფორმირების ნაწილში.

დიზაინერმა მეგი გაბუნიამ, რამდენიმე წლის განმავლობაში, საოფისე და საცხოვრებელი სივრცის ინტერიერის დიზაინზე იმუშავა. მისი ხელწერა განსხვავებული და კონკრეტულია. ინტერიერი მინიმალისტურია. ბეტონის, მუქი ფერებისა და მეტალის უხეში დეტალებით ქმნის სიმყუდროვეს, კომფორტს და ძლიერ, სასიამოვნო ენერგეტიკას. მის მიერ შექმნილ ინტერიერის დიზაინებში ყველაფერი დამკვეთების საჭიროებებზეა მორგებული, მაგრამ, ამავდროულად, იგრძნობა მკაცრი და მკაფიო ხელწერა, სიფრთხილით არაფერია გაკეთებული. 

მეგი გაბუნია 2016 წელს მიიწვიეს პირველი არხის პროექტში „[https://www.youtube.com/watch?v=9XVT94gO4PI გააგრძელე საქართველოს ისტორია“.] ტელესერიალში გამოყენებული ყველა კოსტიუმი თავადვე შექმნა შუა საუკუნეების პერიოდის ხასიათში — ნატურალური ბეწვის, ტყავისა და ლითონის გამოყენებით. მოგვიანებით მეგიმ ასევე კოსტიუმების მხატვრად იმუშავა პროექტზე [https://www.youtube.com/watch?v=m0mqZnO59S4 „დღეები და ღამეები“,] რომელიც ათ დამოუკიდებელ ფილმს მოიცავს და გადაღებულია [[აკა მორჩილაძე|აკა მორჩილაძის]] პიესების მიხედვით.

ისტორიულ ფილმებზე მუშაობამ დიზაინერის შემოქმედებაზე უდიდესი გავლენა მოახდინა. მეგი გაბუნია ისტორიული სერიის გუნდს 2016 წელს შეუერთდა. სერიალის ისტორიაში ეს წელი ყველაზე წარმატებულად მიიჩნიეს. როდესაც კოსტიუმების მხატვრად მიიწვიეს, ეს დიზაინერისთვის დიდი გამოწვევა აღმოჩნდა. უნდა შეექმნა საბრძოლო კოსტიუმები მინიმალური ბიუჯეტის ფარგლებში. გამოწვევას წარმოადგენდა ისიც, რომ მასალა, რომელიც კოსტიუმებისთვის იყო საჭირო, ქართულ ბაზარზე არ არსებობდა და საკუთარი ხელით უნდა შეექმნა. მაშინ, როდესაც კოსტიუმების მხატვრის პასუხისმგებლობა მხოლოდ ესკიზების დახატვაა, საკუთარ თავზე აიღო საჭირო მატერიალის შექმნა, რაც ითვალისწინებდა მეტალის დაძველებას და ეკო ტყავისგან რეალური იმიტაციის გაკეთებას. დიზაინერმა მიიღო გადაწყვეტილება, შეექმნა ტრანსფორმერი კოსტიუმები, რამაც საშუალება მისცა, 10 კოსტიუმი 40-ზე მეტ სხვადასხვა ვიზუალში გამოეყენებიდა. დიდ დროს ატარებდა გადაღებებზე და თვალს ადევნებდა, რამდენაც სწორად იყო გადმოცემული ეკრანზე ჩანაფიქრი. საბოლოოდ, მიიღო მაღალი ხარისხის ვიზუალი. 

''საბრძოლო  კოსტიუმებზე მუშაობით მიღებული ინსპირაცია'' 

ისტორიული  ფილმების საბრძოლო კოსტიუმებზე მუშაობით,  ძლიერი ენერგია მივიღე. ვფიქრობ, ეს ინსპირაცია არასოდეს გაქრება ჩემს შემოქმედებაში, რადგან ეს არის ჩემი ხასიათი, ჩემი შინაგანი მოთხოვნილება, რომელიც ჩემს კოლექციებში დღემდე ყველაფერში იგრძნობა. 

'''M.G. Megi Gabunia - კონცეპტ მაღაზია'''

[[2016|დიზაინერმა 2016]] წლის 15 ოქტომბერს შექმნა საკუთარი ბრენდი [[M.G|M.G. Megi Gabunia]] და 2017 წელს საქართველოს მოდის კვირეულზეც წარადგინა. საქართველოს ისტორიის თემა შეიტანა სამოსში და შექმნა პროექტი „ისტორიის მცველები“, შუა საუკუნეების კოსტიუმები ჩააცვა ცნობილ ქართველ მსახიობებს და დადგა წარმოდგენა; ფოტომასალა გადაიტანა ქსოვილზე და შექმნა სამოსი, რომელზეც ქვეყნის ისტორიაა ასახული.

M.G. - ს გახსნის იდეა მოვიდა მაშინ, როდესაც 2016 წელს დიზაინერმა მონაწილეობა მიიღო საქველმოქმედო გამოფენაში, რომელზეც თავისი ხელნაკეთი ტყავის აქსესუარები გაიტანა. იმავე დღეს მიიღო შეთავაზება, რომ თბილისის მოდის კვირეულში მიეღო მონაწილეობა, რასაც დათანხმდა და აიხდინა დიდი ხნის სურვილი, რომ მისი ნახატები ტანსაცმლის კოლექციაზე გადაეტანა და საკუთარი ხაზი შეექმნა. კოლექციამ მოდის კვირეულზე დადებითი გამოხმაურება დაიმსახურა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ M.G., როგორც ბრენდი, აუცილებლად უნდა ყოფილიყო როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.

'''''"M.G. არის ის, რამაც ჩემს შემოქმედებაში მუდმივობის სტატუსი მოიპოვა. სხვა პერიოდული გატაცებები კი წარმოადგენს ჩემს მთლიან გამოცდილებას, რომელსაც სხვადასხვაგვარად ვიყენებ. ეს საქმეს მიმარტივებს, რადგან ყველაფრისთვის მზად ვარ: ყველა სიტუაციისთვის, ყველა მასალასთან კონტაქტისთვის, ყველა ფორმის გამოსაყვანად. უშუალო შეხება მაქვს ყველა მოდელის კონსტრუირებასთან"- მეგი გაბუნია.'''''

M.G., 2017 წლიდან დღემდე, წარმატებით თანამშრომლობს ამერიკის შეერთებული შტატების, რუსეთის, გერმანიის, იტალიის, ესპანეთის, ისრაელის, უკრაინის, ყაზახეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ბაიერებთან და საკუთარი პროდუქცია ამერიკის, ევროპისა და აზიის 10 ქვეყანაში გააქვს.

'''''"მთელი ჩემი შემოქმედება - ჩემი ხასიათია. საკუთარი თავისთვის შექმნილი კოლექციაა, რომელსაც ყველას ვუზიარებ. ერთგული მომხმარებლის შეფასებით, M.G. დღევანდელობაში შემნილი წარსულის და მომავლის ერთობლიობაა. M.G. ხშირად უსწრებს დროს, თუმცა, ამავდროულად, თავის თავში წარსულსაც იტევს. კოლექციების 70% არის უნისექსი"- მეგი გაბუნია.'''''

M.G. მუდმივად ცვლის ბევრ დეტალს, სილუეტსა და ფორმას, მაგრამ მისი მკაფიო ხელწერა და ხასიათი უცვლელია. M.G. -ს ლოგოც ასეთია: ბეჭედი, განაცხადი და სრული პასუხისმგებლობა ნამუშევარზე. ეს არის და ეს, არაფერი ზედმეტი.

დიზაინერი ამჟამად ცხოვრობს თბილისში, 2 ქალიშვილთან ერთად. მისი ფეხსაცმლის, სამოსისა და აქსესუარების ბრენდი წარმოდგენილია თბილისში, ორ შოურუმში შემდეგ მისამართებზე:

* მცხეთის ქ. 14, თბილისი, საქართველო
* ფალიაშვილის ქ. 47, თბილისი, საქართველო

'''განათლება''' 

* თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, მოდელირების ფაკულტეტი, ტყავ-გალანტერია, ტრიკოტაჟი 1998 - 2002

'''სამუშაო გამოცდილება''' 

* ფეხსაცმლის ინდივივუალური კერვის სალონები 2000 – 2009
* ტყავის საწარმო 2010 – 2015
* ინტერიერის დიზაინი 2015 – 2020
* Art Home, 2015 - 2020
* M.G. კონცეპტ მაღაზია 2016 - დღემდე 

'''გამოფენები და მოდის კვირეულები'''

* USA, N.C. – 11<sup>th</sup> annual Charlotte Fashion Week, 2021
* USA, New York, Monsieur Brunold, 2021
* USA, CA, Santa Clara, TBS Design Gallery, Exibition, 2019
* Germany, Munchen, Tbilisoba, 2019
* Italy, Milan, White Show, 2018
* Armenia, Georgian and Armenian days, Fashion Show, 2018
* Germany, Berlin, Georgian designers Show Room Week, 2018
* Tbilisi, Georgia, Mercedes Benz Fashion Week,2017
* Tbilisi, Georgia, Georgian Fashion Week, 2016 

'''მხატვრული კოსტიუმების დიზაინი''' 

* ისტორიული ფილმების სერია - „გააგრძელე საქართველოს ისტორია“, 2016
* აკა მორჩილაძის პიესებზე დაფუძნებული მხატვრული ფილმების სერია -„დღეები და ღამეები“, 2016
* მხატვრული ფილმი - „დიდგორი“, 2019
* Costume design of the music video for the song by group “IRIAO” for Eurovision, 2018
* ფოლკლორული ჯგუფი ბანის სასცენო კოსტიუმების დიზაინი, 2018
* ქართველი მომღერლების მუსიკალური კლიპების კოსტიუმების დიზაინი, 2016 დღემდე
* სატელევიზიო პროექტ „დიდი სცენის“ წამყვანებისა და კონკურსანტების სასცენო კოსტიუმების დიზაინი, 2020

'''პროექტები''' 

* აივ ვირუსის თემაზე შექმნილი სოციალური კამპანია - „გაიაზრე“, 2017
* გაუთბე სიბერე, 2018
* Unisex campaign, 2018
* ვირუსი, 2019
* This is the kid’s world, 2019
* Paint me with gray wings, 2020
* მეთორმეტე საუკუნე ოცდამეერთე საუკუნეში, 2020
* ისტორიის მცველები, 2017

== რესურსები ინტერნეტში ==
* ''Official Website:'' www.megigabunia.com
* ''სოციალური ქსელები:''
* '''Facebook:''' https://www.facebook.com/MGstoreTbilisi
*'''Instagram:'''  https://www.instagram.com/mgmegigabunia_mg/?igshid=YmMyMTA2M2Y=
*'''LinkedIn:'''  https://www.linkedin.com/in/m-g-megi-gabunia-867073232/
*'''Twitter:'''  https://twitter.com/megigabunia
*'''Pinterest:'''  https://www.pinterest.com/megi_008_megi/pins/
*'''Youtube:'''  https://www.youtube.com/channel/UCcXteoN41Bb2HX5cPng3ezg
* {{cite web|url=http://wom.ge/?p=15564|title=მეგი გაბუნიას ტყავის აქსესუარები|work=რუბრიკა ბიზნესი და მარკეტინგი|author=სტატია wom.ge|publеisher=[http://wom.ge/ World Of Marketing]|accessdate=2017-10-09|archiveurl=https://web.archive.org/web/20171201044917/http://wom.ge/?p=15564|archivedate=2017-12-01}}
* {{cite web|url=https://www.kvirispalitra.ge/public/36842-megis-meomrebi.html|title=მეგის მეომრები|work=სტატია|author=ნინო წიფურია|publisher=ჟურნალი [[კვირის პალიტრა]]|date=4 სექტემბერი, 2017|ref=}}
* {{cite web|url=http://musicbox.ge/gadacema/ra-tendenciebs-gvtavazobs-dizianeri-megi-gabunia-maghazia-m-g-is-gakhsna-akhal-aghmashenebelze/|title=რა ტენდენციებს გვთავაზობს დიზიანერი მეგი გაბუნია – მაღაზია M.G -ის გახსნა ახალ აღმაშენებელზე|work=ვიდოე რეპორტაჟი|author=MusicBox TV|publisher=musicbox.ge|date=დეკემბერი 12, 2016}}
* {{cite web|url=https://www.imedi.ge/ge/video/9423/imedis-dge--7-ivnisi-2017-tseli#!?from=1496275200&page=3&to=1499817600|title=საბრძოლო იარაღები და სამოსი-დიზაინერის სპეციფიკური ტექნიკა|work=ვიდეორეპორტაჟი, გადაცემა „იმედის დღე“, [[რუსთავი 2]]|author=Imedi TV|publisher=ტელევიზია "Imedi"|date=7 ივნისი, 2017}}

{{DEFAULTSORT:გაბუნია, მეგი}}

[[კატეგორია:დაბადებული 23 აპრილი]]
[[კატეგორია:დაბადებული 1971]]
[[კატეგორია:ქართველი დიზაინერები]]
[[კატეგორია:თბილისში დაბადებულები]]