Revision 1990056 of "სოციალური სამუშაოს ეთიკის კოდექსი" on kawiki

{{უკატეგორიო}}
'''სოციალური სამუშაოს ეთიკის კოდექსი''' არის დოკუმენტი, რომელშიც მოცემულია პროფესიის ეთიკური ვალდებულებანი. [[სოციალური სამუშაო]] უპირველეს ყოვლისა ადამიანებთან და ადამიანთა ჯგუფებთან მუშაობას გულისხმობს, ამიტომ ეთიკური ნორმების დაცვა ამ სფეროში ერთ -ერთ უმნიშვნელოვანეს ასპექტს წარმოადგენს. კოდექსში მოცემული ფასეულობების, ეთიკური პრინციპებისა და სტანდარტების დაცვა მოეთხოვება არა მხოლოდ პროფესიონალ სოციალურ მუშაკებს, არამედ ყოველ სტუდენტს თუ პრაქტიკანტს, რომლის საქმიანობაც სოციალური სამუშაოს უკავშირდება. 

2006 წელს '''საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციამ''' შეიმუშავა ეთიკის კოდექსი, რომელიც ეფუძნება სოციალური სამუშაოს საერთაშორისოდ აღიარებულ ეთიკურ ნორმებსა და ღირებულებებს. პროფესიული ეთიკის დარღვევისას დოკუმენტი წარმოადგენს საფუძველს სოციალურ მუშაკთა საქმიანობის განსჯისათვის, თუმცა მას არ აქვს იურიდიული ძალა. ეთიკის კოდექსი შემდეგ მიზნებს ემსახურება:

1. კოდექსი ხაზს უსვამს იმ ძირითად ფასეულობებს, რომლებზეც არის დამყარებული სოციალური სამუშაოს მისია;

2. კოდექსი ამკვიდრებს იმ ეთიკური სტანდარტების ერთობლიობას, რომელითაც უნდა იხელმძღვანელოს თითოეულმა სოციალურმა მუშაკმა თავის პროფესიულ საქმიანობაში;

3. კოდექსი ეხმარება სოციალურ მუშაკებს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში პროფესიულ ვალდებულებათა კონფლიქტის ან ეთიკური გაუგებრობის წარმოშობისას;

4. კოდექსი განსაზღვრავს სოციალური სამუშაოს ეთიკურ სტანდარტებს, რომელთა შესრულებაზე შეიძლება მოითხოვოს პასუხისმგებლობა კლიენტებმა;

5. კოდექსი ახალბედა სოციალურ მუშაკებს აცნობს სოციალური სამუშაოს მისიას, ფასეულობებს, ეთიკურ პრინციპებსა და ეთიკურ სტანდარტებს;

6. კოდექსი აერთიანებს სტანდარტებს, რომლებსაც სოციალური სამუშაოს პროფესია გამოიყენებს სოციალური მუშაკის ქცევის არაეთიკურობის შესაფასებლად. 


== ღირებულებები ==


საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის ეთიკის კოდექსი გამოყოფს შემდეგ ძირითად ღირებულებებს:

'''მომსახურება''' - სოციალურ მუშაკის უმთავრესი მოვალეობაა დაეხმაროს საზოგადოების დაუცველი ფენების წარმომადგენლებს სოციალური პრობლემების გადაჭრაში;

'''სოციალური სამართლიანობა''' - სოციალური სამართლიანობის პრინციპი ავალდებულებს სოციალურ მუშაკებს შეეწინააღმდეგონ სოციალურ უთანასწორობას და იბრძოლონ სოციალური ცვლილებისათვის, განსაკუთრებით სოციალურად დაუცველთა სასარგებლოდ. სოციალური მუშაკების მიერ სოციალური სამართლიანობის დასამკვიდრებლად მუშაობა ძირითადად მიმართული უნდა იყოს სირარიბის, უმუშევრობის, დისკრიმინაციის და სხვა სოციალური პრობლემების დასაძლევად;

'''პიროვნების ღირსების პატივისცემა''' - სოციალური მუშაკი თითოეულ ადამიანს ღირსეულად და პატივისცემით უნდა ეპყრობოდეს. მან კლიენტებთან მუშაობისას მხედველობაში უნდა მიიღოს პიროვნული და კულტურული განსხვავებები. სოციალურმა მუშაკმა ხელი უნდა შეუწყოს კლიენტის თვითრეალიზაციას, მისი შესაძლებლობების გაუმჯობესებას და საკუთარი ინტერესების დაცვის უნარის გაღრმავებას;

'''ადამიანური ურთიერთობების მნიშვნელობა''' - სოციალური მუშაკები მუშაობის პროცესში ადამიანებს როგორც პარტნიორებს ისე განიხილავენ. ისინი ხელს უწყობენ ადამიანთა შორის ურთეირთობების გაღრმავებას, რათა ინდივიდების, ოჯახების, ჯგუფების, ორგანიზაციებისა და თემების კეთილდღეობას მიაღწიონ;

'''კეთილსინდისიერება''' - სოციალური მუშაკები საკუთარ პრაქტიკას წარმართავენ პროფსიის მისიის, რირებულებებისა და ეთიკური პრინციპების შესაბამისად. ისინი იქცევიან კეთილსინდისიერად და პასუხისმგებლობის გრძნობით ეკიდებიან საკუთარ მოვალეობას;

'''კომპეტენტურობა''' - სოციალური მუშაკები თავიანთ სფეროში უნდა იყვნენ კომპეტენტურნი და გამუდმებით ეცადონ საკუთარი პროფესიონალიზმის დონის ამაღლებას. 


== ეთიკური სტანდარტები ==


სოციალურ სამუშაოში მნიშვნელოვანია ქვემოთ მოცემული ძირითადი სტანდარტები:

'''არაგანსჯითი მიდგომა''' - კლიენტისთვის მომსახურების გაწევა უნდა მოხდეს განურჩევლად მისი რასისა, სქესისა, სოციალური წარმომავლობისა, სექსუალური ორიენტაციისა, რელიგიისა და სხვა. სოციალურ მუშაკს არ აქვს უფლება განსაჯოს კლიენტი მისი მორალის, კულტურის, ჩადენილი დანაშაულის გამო. სოციალური მუშაკი ნებისმიერი კლიენტის მიმართ დადებით დამოკიდებულებას  უნდა ამჟღავნებდეს. 

'''საკუთარი თავის ცოდნა''' - სოციალური მუშაკი კარგად უნდა იცნობდეს საკუთარ თავს, სტერეოტიპებს და მუდმივად იღწვოდეს შეიცნოს ის მხარეები, რომლებიც დახვეწას საჭიროებენ. როდესაც სოციალური მუშაკის პიროვნული ღირებულებები მწვავე კონფლიქტში მოდიან მის პროფესიულ ვალდებულებებთან, უმჯობესია სოციალურმა მუშაკმა თავი შეიკავოს ასეთ კლიენტთან მუშაობისგან და მოახდინოს მისი გადამისამართება სხვა სპეციალისტთან.

'''ანტიდისკრიმინაციული პრაქტიკა''' - სოციალური მუშაკი უნდა მიისწრაფვოდეს თავის პრაქტიკაში, ორგანიზაციაში და თემში ანტიდისკრიმინაციული მომსახურებისა და მიდგომის დანერგვისაკენ. 

'''კულტურული კომპეტენტურობა''' - სოციალური მუშაკი აუცილებლად უნდა იცნობდეს კლიენტის (კლიენტთა ჯგუფის) კულტურას და მოახდინოს შესაბამისი ჩარევის  ([[ინტერვენცია]]) დაგეგმვა კლიენტის კულტურული თავისებურებების გათვლისწინებით. 


== ეთიკური პასუხისმგებლობა ==


სოციალურ მუშკს აქვს შემდეგი ეთიკური პასუხისმგებლობები კლიენტის მიმართ:

1. '''''კონფიდენციალურობა''''' გულისხმობს კლიენტის შესახებ ინფორმაციის კონფინდენციალურად შენახვას. სოციალურ მუშაკს არ აქვს უფლება გაავრცელოს ინფორმაცია კლიენტის შესახებ სხვა პირებთან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არსებობს ამის შესახებ კლიენტისაგან წერილობითი მოთხოვნა ან როდესაც სოციალური მუშაკი კანონის წინაშე ვალდებულია ინფორმაცია მიაწოდოს შესაბამის ორგანოებს. 

2.''' ''ინფორმირებული თანხმობა''''' - ითვალისწინებს კლიენტისათვის საჭირო სერვისების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდებას კლიენტისათვის გასაგებ ენაზე და ასევე ყველა იმ რისკისა თუ დაბრკოლების ახსნას, რაც ამ სერვისის მიწოდებასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული.


== ლიტერატურა ==


საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის მასალები


== იხილეთ აგრეთვე ==


[[სოციალური სამუშაო]]

[[სოციალური სამუშაოს ისტორია]]

[[ინტერვენცია]]

[[შემთხვევის მართვა]]


== რესურსები ინტერნეტიდან ==


* [http://gasw.org/ საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია]