Revision 1990397 of "Trigonella foenum – graecum" on kawiki

{{ვიკიფიცირება}}
მიეკუთვნება პარკოსანთა ოჯახს – fabaceae (Leguminosae)...
გამოიყენება: შემოსული, გამშრალი თესლი.
სასაქონლო სახელწოდება: ულბოს თესლი – Semen Foenugraeci.
გამრავლება: კულტურიდან.

შემცველი ნივთიერებები და გამოყენება. მედიცინაში ულბოს თესლი გამოიყენება გარეგანად ფურუნკულების, წყლულებისა და ჯირკვლების შესიების სამკურნალოდ და შინაგანად როგორც ხველების საწინააღმდეგო საშუალება. თესლი უმთავრესად შეიცავს ლორწოს (20-დან 30 პროცენტამდე) და ცხიმოვან ზეთს, ტრიგონელინს, ქოლინს, მწარე ნივთიერებებსა და საპონინებს. მისი ცოტათი უჩვეულო სუნი გამოწვეულია ეთერზეთით. ანგლოსაქსონურ ქვეყნებში თესლი გამოიყენება როგორც საკმაზ–სანელებელი, ფოთლები და ქორფა პარკები – როგორც ბოსტნეული. ღეჭვისას ულბოს თესლს მწარე გემო აქვს და ლორწოვანია.
ზრდა–განვითარების ადგილი. ყველაზე მეტად შესაფერისია მშრალი თბილი ადგილები. ულბო უპირატესობას ანიჭებს საკვები ნივთიერებებით მდიდარ, კირის შემცველ და ნაკლებად მსუბუქ ნიადაგს.

თესლბრუნვის თვალსაზრისით უმჯობესია მისი დარგვა მარცვლეული კულტურების შემდეგ.
განოყიერება. 60კგ – P2O5 და K2O ჰა. საკმარისი იქნება საკმაოდ უზრუნველყოფილი ნიადაგისთვის. შესაძლებელია აზოტზე უარის თქმა.
მოყვანა. აპრილის დასაწყისიდან შესაძლებელია მწკრივებად თესვა 25 სმ–იანი დაშორებით. თესვის დროს საჭიროა გამოყენებული იქნეს თესვის შემდეგ ნორმა: 25 კგ ჰა–ზე. მწკრივში ულბო არ უნდა იდგეს მჭიდროდ, რადგან ეს ზრდის ჩაწოლის საშიშროებას. თესვა მიმდინარეობს მაქსიმუმ 2სმ–ის სიღრმეზე. თესლი საჭიროებს შეწამვლას. კულტურა აღმოცენდება დაახლოებით 10 დღის შემდეგ.

რამდენადაც აღმონაცენი ხშირად მხოლოდ ნაწილობრივ ფარავს ნიადაგს, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სარეველა მცენარეებთან ბრძოლას. გამოყენებული უნდა იქნეს აგროტექნიკური მეთოდი.

დაავადებები და მავნებლები. ვეგეტაციის დასასრულისათვის ხშირად გვხვდება ნაცრის ინფექცია (Erysiphe trifolii). ნათესი ასევე შეიძლება დააზიანოს სხვადასხვა სახის ფუზარიოზმმა.

მონათესავე სახეობები. ადრე სამკურნალო ბალახად იყო მიჩნეული ასევე ულუმბო (Trigonella coerulea L.) და ცისფერი ძიძო. ისიც მიეკუთვნება ერთწლიან მცენარეს და როგორც თვით სახელიც მიუთითებს, ჰყვავის ცისფრად. 1000 მარცვლის მასა შეადგენს 2,3 გრამს. ნორჩი მცენარე გამოიყენება ყველის საკმაზ–სანელებლად.