Revision 2049819 of "ჩიხუახუა" on kawiki{{კოპივო |url=https://docs.google.com/document/d/1QcrVJxLnkXKqDkRWeyOyviD4Fh4SnsIvR-TggqGXY5g/edit?pli=1}}
== წარმოშობის ისტორია ==
ჯიშის წარმოშობის [[ისტორია]] საკმაოდ ბუნდოვანია და ძირითადად თეორიებსა და ვარაუდებზეა დაფუძვნებული. ადგილობრივ ფოლკლორთან ერთად [[არქეოლოგია|არქეოლოგების]] მიერ მოპოვებული მასალებიც მოწმობენ, რომ ამ [[ჯიში]] წინაპრები [[მექსიკა|მექსიკის]] ტერიტორიაზე [[ქრისტეფორე კოლუმბი|კოლუბამდეც]] ბინადრობდნენ. აქედან გამომდინარე ჩიხუახუა უძველესია ამერიკულ ჯიშთა შორის.
ყველაზე საოცარია [[ლეგენდა]], რომლის მიხედვითაც ჩიხუახუა შორეული [[კოსმოსი|კოსმოსიდან]] გამოაგზავნეს და მის თავის ქალაში დაგროვებული დადებითი ენერგია პატრონს ღია ყიფლიბანდის საშუალებით გადაეცემა.
მეორე ეგზოტიკური ვერსიით ჩიხუახუას [[წინაპარი|წინაპრები]] ველურად ცხოვრობდნენ [[ტყე|ტყეში]] და პატარა მაიმუნების მსგავსად ხეებზე დაძვრებოდნენ. სწორედ ამის გამო აქვთ ამ ძაღლებს ასეთი განვითარებული თათები.
ყველაზე პოპულარული და რეალური ვერსია ჯიშის წარმოშობას [[ინდიელები|ინდიელების]] ტომ ტოლტეკებს, აცკეტებსა და მაიას უკავშირებს. მაიას კულტურის გამოჩენამდე ჯიშის შესახებ ძალიან მცირე რამაა ცნობილი, მაგრამ დადგენილია, რომ [[IX]] ს.-ში თანამედროვე მექსიკის ტერიტორიაზე არსებობდა [[ძაღლი|ძაღლის]] ჯიში_ტე-ჩი-ჩი. ისინი გრძელბეწვიანები, მცირე ზომისანი და მუნჯები იყვნენ. ტოლტეკების მიერ დახატული ამ ძაღლების გამოსახულებები აღმოაჩინეს ფრანცისკანული [[მონასტერი|მონასტრის]] ქვებზე (მონასტრის მშენებლობისთვის ძველი პირამიდის ქვების გამოიყენეს). სურათებზე ჩანს პატარა ძაღლი, რომელშიც ადვილად შეიცნობთ თანამედროვე ჩიხუახუას. სხვა წყაროების მიხედვით ტე-ჩი-ჩი კონკისტადორების მიერ [[ამერიკა|ამერიკაში]] ჩაყვანილ ჩინურ უბეწვო ძაღლებს შეაჯვარეს და ასე შეიცმნა ჩიხუახუა.
როგორც ცნობილია,ტოლტეკები აცკეტებს ემორჩილებოდნენ და მალე პატარა ძაღლი მდიდარი ადამიანების თილისმა გახდა. როცა პატრონი კვდებოდა ძაღლს მასთან ერთად მარხავდნენ, რადგანაც მიაჩნდათ, რომ პატრონის ცოდვები მასზე გადავიდოდა და ამით ადამიანს ღმერთების რისხვა ასცდებოდა. გარდა ამისა, ჩიხუახუა პატრონის სულის მეგზური უნდა გამხდარიყო საიქიოში და უსაფრთხოდ მიეყვანა მარადიულ სამყოფელამდე.აცტეკეტების ცივილიზაციამ 500 წელი იარსება. [[XVI]] ს.-ში კი ამერიკაში ესპანელები ჩავიდნენ. ამ დროიდან ინფორმაცია ჩიხუახუაზე პრაქტიკულად აღარ არსებობს. დარჩა მხოლოდ ჩანაწერები, რომლის თანახმადაც ეს ნამცეცა ძაღლები გადაშენების პირას აღმოჩნდნენ იმის გამო, რომ მათი საკვებად გამოყენება დაიწყეს. არსებობს ჩანაწერები, რომ ქრისტეფორე კოლუმბმა კუბაში ნახა პატარა ძაღლები. უკვე [[XVIII]] ს.-ის ბოლოს რამდენიმე ჩიხუახუა აღმოაჩინეს გლეხებთან, რომლებიც აცკეტების უკანასკნელი იმპერატორის-მონტესუმას სასახლის ახლოს ცხოვრობდნენ.
ევროპაში ჯიში პოპულარული ცნობილი მომღერლის-ადელინა პატის წყალობით გახდა: [[1890]] წელს მექსიკის პრეზიდენტმა მას ყვავილების უზარმაზარი თაიგული აჩუქა, რომელშიც ჩიხუახუა იყო ჩამალული.
== ტემპერამენტი ==
ჩიხუახუას საკმაოდ მყარი [[ფსიქიკა]] აქვს და მინიატურული ძაღლებისათვის ჩვეული ისტერიულობა მათ არ ახასიათებთ. მიიჩნევა, რომ გრძელბეწვიანი ჩიხუახუა უფრო დამყოლი ხასიათით გამოირჩევა, მოკლებეწვიანი კი_უფრო აქტიური და [[ტემპერამენტი|ტემპერამენტიანია]].
ნამდვილიჩიხუახუა ანტიკურ ღმერთებს არა მხოლოდ სილამაზით, არამედ სიამაყითაც ჰგავს. ის სულაც არ მიიჩნევს, რომ ჩვენზე
პატარაა და ყველას და ყველაფერს ზემოდან უყურებს.
ჩიხუახუას თავდავიწყებით უყვარს პატრონი. ეჭვიანობს არა მარტო სხვა ძაღლებზე, არამედ ადამიანებზეც. სიამოვნებისგან დნება, როცა გრძნობს, რომ მას ანიჭებენ უპირატესობას. იმისთვის, რომ ყურადღება მიიქციოს ჩიხუახუას შეუძლია იყეფოს საცოდავი ხმით, თავს დაესხას თქვენი ყურადღები ობიექტს და ა.შ. თუ შედეგს ვერ მიაღწია განაწყენებული მოძებნის განმარტოებულ კუთხეს და იქ დაგელოდებათ მწუხარე სახით, სანამ არ მიაკითხავთ და ისიც მაშინვე ყველაფერს გაპატიებთ.
არიან ძალიან ცნობისმოყვარეები, ძალიან დაკვირვებულები. თქვენი ტანსაცმლის მიხედვით ადვილად ხვდებიან სასეირნოდ მიდიხართ, საყიდლებზე თუ სტუმრად. ისინი თითქოს თქვენს აზრებს კითხულობენ. შეუცდომლად ხვდებიან როდის არის სასურველი მისი გამოჩენა და როდის_არა. სწრაფად პოულობენ [[პატრონი|პატრონის]] სუსტ მხარეებს და ამ აღმოჩენით მოხერხებულად სარგებლობენ.
== გარეგნობა ==
არსებობს ჩიხუახუას ორი სახესხვაობა: გლუვბეწვიანი და მოკლებეწვიანი. ბლუვბეწვიანს "სამეფო მინიატურას" ეძახიან, გრძელბეწვიანებს კი_"მზის ძაღლებს".
სიმაღლე მინდაოში: 15-25 სმ; წონა_1,5-3 კგ.
აქვს კვადრატული ფორმატი, თუმცა ძუებში დასაშვებია ოდნავ გაწელილი ფორმატიც. თავს აქვს დამახასიათებელი, ვეშლის ფორმა. [[დრუნჩი]] მოკლეა, ცხვირისკენ ზომიერად შევიზროვებული. აქვს დიდი, მრგვალი, მუქი ფერის [[თვალები]] და აცქვეტილი ყურები. კუდი გრჩელია, ნამგალივით მოხრილი.
ბეწვის შეფერილობაში დასაშვებია ნებისმიერი ფერი და ელფერი. ყველაზე იშვიათია ცისფერი, ვეფხვისებრი და შოკოლადისფერი შეფერილობა.
== ჯანმრთელობის პრობლემები ==
უკანა კიდურების [[სახსარი|სახსრების]] პრობლემები. ხშირია მოტეხილობა, ყბის ამოვარდნა, რევმატიზმი, გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიები, მხედველობისა და კბილებისა და ღრძილების პრობლემები.
ჯიშის თავისებურებაა ის, რომ [[ლეკვი|ლეკვები]] ხშირად იბადებიან ღია ყიფლიბანდით, რომელიც უმეტეს შემთხვევებში ბოლომდე არ იხურება.
ცოცხლობენ საშუალოდ 13-15 წელი.
== რესურსები ინტერნეტში ==
*[http://planeta.ge/topic/1503-%E1%83%A9%E1%83%98%E1%83%AE%E1%83%A3%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%A3%E1%83%90/ ინფორმაცია ჩიხუახუას შესახებ]
*[https://docs.google.com/document/d/1QcrVJxLnkXKqDkRWeyOyviD4Fh4SnsIvR-TggqGXY5g/edit?pli=1 ინფორმაცია ჩიხუახუას შესახებ]
*[http://forum.ge/?f=72&showtopic=33957225 ინფორმაცია ჩიხუახუას შესახებ forum.ge ზე]
[[კატეგორია:ძაღლის ჯიშები]]
[[ar:شيواوا (كلب)]]
[[be:Чыхуахуа]]
[[bg:Чихуахуа (куче)]]
[[br:Chihuahua (ki)]]
[[ca:Chihuahua (gos)]]
[[ceb:Tsiwawa]]
[[cs:Čivava]]
[[da:Chihuahua (hund)]]
[[de:Chihuahua (Hunderasse)]]
[[en:Chihuahua (dog)]]
[[et:Chihuahua]]
[[es:Chihuahueño (perro)]]
[[eo:Ĉivava hundo]]
[[fa:شیهواهوا]]
[[fr:Chihuahua (chien)]]
[[ga:Sí-abhabha]]
[[gl:Chihuahua (can)]]
[[ko:치와와 (개)]]
[[hi:चिहुआहुआ (कुत्ता)]]
[[hr:Chihuahua (pas)]]
[[id:Chihuahua (anjing)]]
[[it:Chihuahua (cane)]]
[[he:צ'יוואווה]]
[[jv:Chihuahua (asu)]]
[[kk:Чихуахуа]]
[[lt:Čihuahua (šuo)]]
[[hu:Csivava]]
[[ml:ചിഹ്വാഹ]]
[[nah:Techichi]]
[[nl:Chihuahua (hond)]]
[[ja:チワワ]]
[[no:Chihuahua (hund)]]
[[pnb:چی ہواہوا (کتا)]]
[[pl:Chihuahua (rasa psów)]]
[[pt:Chihuahua (cão)]]
[[ro:Chihuahua (rasă canină)]]
[[ru:Чихуахуа]]
[[simple:Chihuahua (dog)]]
[[sk:Čivava]]
[[sl:Čivava]]
[[sh:Čivava (pas)]]
[[fi:Chihuahua (koira)]]
[[sv:Chihuahua (hundras)]]
[[tl:Tsiwawa]]
[[te:చువావా (కుక్క)]]
[[th:ชีวาวา (พันธุ์สุนัข)]]
[[tr:Chihuahua (köpek)]]
[[tk:Çihuahua]]
[[uk:Чихуахуа]]
[[vi:Chihuahua (chó)]]
[[zh-yue:芝娃娃]]
[[zh:吉娃娃]]All content in the above text box is licensed under the Creative Commons Attribution-ShareAlike license Version 4 and was originally sourced from https://ka.wikipedia.org/w/index.php?oldid=2049819.
![]() ![]() This site is not affiliated with or endorsed in any way by the Wikimedia Foundation or any of its affiliates. In fact, we fucking despise them.
|