Revision 2061423 of "TVXQ" on kawiki

{{ვიკიფიცირება}}

'''TVXQ''' (იგივე '''ტოჰოშინკი''' და '''DBSK''') არის [[პოპ მუსიკა|პოპ]]-ჯგუფი [[სამხრეთი კორეა|სამხრეთ კორეიდან]]. ის დაარსდა SM Entertainment-ის მიერ, 2003 წელს. შემდგომში მისი ჩანაწერები ვრცელდებოდა [[იაპონია]]ში, Avex Trax-ის დახმარებით. მოკლე პერიოდში ისინი იქცნენ ერთ-ერთი პოპულარულ ჯგუფად მთელ აზიაში. ამჟამად ისინი უკვე პოპულარულები არიან სამხრეთ კორეაში, იაპონიაში, [[ჩინეთი|ჩინეთში]], [[ტაივანი|ტაივანში]] და აზიის სხვა ქვეყნებში.

TVXQ ჯგუფის საერთაშორისო სახელია (Tong Vfang Xien Qi), სამხრეთ კორეაში იგი მოღვაწეობს სახელით Dong Bang Shin Ki (DBSK 동방신기), ხოლო თაყვანისმცემლები შემოკლებით DBSK-ს უწოდებენ. იაპონიაში ისინი გამოდიან სახელით ტოჰოშინკი (Tōhōshinki).

== მუსიკის სტილი ==

TVXQ პირველად შეიქმნა როგორც [[ა კაპელა|ა-კაპელა]] ჯგუფი. მათ რამდენიმე წლის შემდეგ შეცვალეს მიმდინარეობა და დაიწყეს ჯეი-პოპ და კეი-პოპ სტილის სიმღერების ჩაწერა. მათი პირველი სიმღერა, Hug იყო ბაბლგამ პოპის ჟანრის, მაგრამ შემდეგი სინგლი The Way You Are იყო წარმოდგენილი იყო საცეკვაო/R&B-ს სტილში. 

ჯერჯერობით ჯგუფს თავისი მუსიკალური სტილი არ შეუცვლია, მიუხედავად იმისა, რომ დრო და დრო ამა თუ იმ მუსიკალური ჟანრის ელემენტებს იყენებს.

კოლექტივს ჩაწერილი აქვს ბევრი დუეტი იაპონიის და კორეის მომღერლებთან და ჯგუფებთან, როგორც [[კოდა კუმი]] და [[BoA]] არიან.

== ჯგუფის წევრები ==

* შია ჯუნსუ (시아준수)(ნამდვილი სახელი: კიმ ჯუნსუ, 김준수), დაბადებული სამხრეთ კორეაში, ქალაქ [[გიონგი]]ში, 1987 წლის 1 იანვარს (ნამდვილი დაბადების დღე: 15 დეკემბერი, 1986)
* მიქი იუჩუნი (믹키유천) (ნამდვილი სახელი: პაკ იუჩუნი, 박유천), დაბადებული სამხრეთ კორეაში დედაქალაქ [[სეული|სეულში]], 1986 წლის 4 ივნისს
* იონგ-უნგ ჯეჯუნგი (영웅재중) (ნამდვილი სახელი: ჰან ჯეჯუნგი, 한재준; შვილობის სახელი: კიმ ჯეჯუნგი, 김재중), დაბადებული სამხრეთ კორეაში ქალაქ [[გონგჯუ]]ში, 1986 წლის 26 იანვარს
* ჩოიკანგ ჩანგმინი (최강창민) (ნამდვილი სახელი: შიმ ჩანგმინი, 심창민), დაბადებული სამხრეთ კორეაში დედაქალაქ სეულში, 1988 წლის 18 თებერვალს
* იუ-ნოუ (U-Know) იუნჰო (유노윤호) (ნადვილი სახელი: ჯონგ იუნჰო, 정윤호), დაბადებული სამხრეთ კორეაში ქალაქ [[გვანგჯუ]]ში, 1986 წლის 6 თებერვალს

== მათი დაშლა ==

3 აპრილს 2010 წელს, მათმა იაპონურ კომპანიამ გამოაცხადა რომ TVXQ ჯერ ჯერობით აღარ იქნებოდა ერთი ჯგუფი, არა გაუგებრობის გამო მათ კორეულ კომპანიასთან, და რომ ისინი როგორც სოლო კარიერით გააგრძელებდენ და არა როგორც ჯგუფი. ან კი 2010 წლის მაისში მათმა იაპონური კომპანიამ გამოაცხადა რომ 3 ჯგუფის წევრები, ჯუნსუ, ჯეჯუნგი და იუჩუნი, გახდებოდნენ ერთი ჯგუფი სახელად JYJ(ჯეი-უაი-ჯეი) როგორც მათი სახელების პირველი ასოები. 
JYJ-მ გამოუშვა მათი პირველი ალბუმი სახელად The... 8 სექტემბერს 2010 წელს რომელიც იყო იაპონურ ენაზე და ავიდა ნომერ #1-ზე იაპონური მუსიკის ჩარტზე. 
21 სექტემბრისთვის ისინი გამოუშვებენ მათ მეორე ალბუმს სახელით The Beginning რომელიც იქნება ინგლისურ ენაზე.
მათი ტურ-კონცერტი დაიწყება ოქტომბერს და დამთავრდება ნოვემბერს. ტურ-კონცერტი გაიმართება სამხრეთ კორეაში, სამხრეთ და აღმოსავლეთ აზიაში და ამერიკის შეერთებულ შტატებში. ან კი არის ლაპარაკი რომ კონცერტი შეიძლება გაიმართოს ერთ-ერთ ევროპის დიდ ქალაქშიც მაგრამ ეს მათი კომპანიიდან დაზუსტებული არ არის.

{{მუსიკა}}

[[კატეგორია:კორეული მუსიკალური ჯგუფები]]

[[ar:تي في أكس كيو / دبسك]]
[[ca:TVXQ]]
[[cs:TVXQ]]
[[da:TVXQ]]
[[de:TVXQ]]
[[en:TVXQ]]
[[eo:TVXQ]]
[[es:TVXQ]]
[[fa:تی‌وی‌ایکس‌کیو]]
[[fi:TVXQ]]
[[fr:TVXQ]]
[[he:TVXQ]]
[[hr:TVXQ]]
[[hu:TVXQ]]
[[id:TVXQ]]
[[it:TVXQ]]
[[ja:東方神起]]
[[jv:TVXQ]]
[[kk:Dong Bang Shin Ki]]
[[ko:동방신기]]
[[no:TVXQ]]
[[pam:TVXQ]]
[[pl:TVXQ]]
[[pt:TVXQ]]
[[ru:Dong Bang Shin Ki]]
[[simple:TVXQ]]
[[sv:TVXQ]]
[[th:ทงบังชินกี]]
[[tr:TVXQ]]
[[uk:TVXQ]]
[[vi:TVXQ]]
[[zh:東方神起]]