Revision 2357239 of "კატეგორია:გოთური არქიტექტურა" on kawiki[[Image:Sevilla2005July 043.jpg|thumb|left|260px|[[სევილიის საკათედრო ტაძარი]].]]
'''გოთური არქიტექტურა''' (ანუ francigenum opus) იყო არქიტექტურული სტილი შუა საუკუნეების [[ევროპა|ევროპაში]]. დაიბადა [[ილ დე ფრანსი|ილ დე ფრანსში]] [[XII საუკუნე|XII საუკუნის]] მეორე ნახევარში. იგი სწრაფად გავრცელდა და გაბატონებული იყო მთელს [[ევროპა|ევროპაში]] [[XVI საუკუნე|XVI საუკუნის]] შუა ხანებამდე - რის შემდეგაც იტალიური [[რენესანსი|რენესანსის]] გავლენით კლასიკური სტილი განვითარდა.
სიტყვა "გოთური" ამ არქიტექტურულ სტილს მოგვიანებით ეწოდა და თავდაპირველად დამაკნინებელი კონოტაციის მატარებელი იყო. "გოთური" ხელოვნება იყო [[გოთები]]ს, ანუ ბარბაროსების ხელოვნება, რომლებმაც დაივიწყეს რომაული ტექნიკა და წესები. თუმცა დღესითვის ბევრი ისტორიკოსი ამტკიცებს, რომ ეს ხელოვნება არ იყო რომაულ სტილს მოწყვეტილი და როგორც არქიტექტურული ისე ფილოსოფიური თვალსაზრისით შუა საუკუნეების ერთ-ერთ ყველაზე დიდ მიღწევად ითვლება.
{{Commonscat|Gothic architecture}}
[[კატეგორია:შუა საუკუნეების არქიტექტურა]]
[[კატეგორია:შუა საუკუნეების ისტორია]]
[[კატეგორია:არქიტექტურული მიმდინარეობები]]
[[კატეგორია:არქიტექტურის ისტორია]]All content in the above text box is licensed under the Creative Commons Attribution-ShareAlike license Version 4 and was originally sourced from https://ka.wikipedia.org/w/index.php?oldid=2357239.
![]() ![]() This site is not affiliated with or endorsed in any way by the Wikimedia Foundation or any of its affiliates. In fact, we fucking despise them.
|