Revision 2475732 of "მედისონ-სკვერ-გარდენი" on kawiki

[[ფაილი:Britney Spears MSG.jpg|მინი|მარჯვნივ|მედისონ სკვერ გარდენი]]

'''მედისონ სკვერ გარდენი''' ({{lang-en|Madison Square Garden}}) შემოკლებით - მსგ (MSG) და ცნობილი როგორც '''გარდენი'''. სხვადასხვა სპორტისთვის თუ ღონისძიებებისთვის მოსახმარებელი არენა [[ნიუ-იორკი|ნიუ-იორკში]], [[ნიუ-იორკი (შტატი)|ნიუ-იორკის]] შტატში. მდებარეობს მე-8 ავენიუზე, 31-ე და 33-ე ქუჩებს შორის, განლაგებულია [[პენსილვანიის სადგური]]ს თავზე. 

გაიხსნა 1968 წლის 11 თებერვალს. ეს არის ყველაზე მთავარი სპორტული აქტიური ობიექტი [[ნიუ-იორკი|ნიუ-იორკ]] მეტროპოლიტენის არეაში. ასევე ითვლება ქალაქის მეოთხე განსახიერებად. მის მოპირდაპირე მხარეს დგას [[One Penn Plaza]]. ახლოს მდებარე რამდენიმე ოპერატიული ორგანო ასევე მის სახელს ატარებს.

მედისონ სკვერ გარდენს მსოფლიოში მესამე ადგილი უკავია ყველაზე მუსიკალურ არენებს შორის ბილეთების გაყიდვების რაოდენობის მიხედვით, რომელიც ჩამორჩება მანჩესტერის არენას, [[მანჩესტერი|მანჩესტერში]] და O2 არენას [[ლონდონი|ლონდონში]]. ორივე მათგანი [[გაერთიანებული სამეფო|გაერთიანებულ სამეფოში]] მდეობარეობს. 

2010-2011 წლის [[NHL]] და [[NBA]] სეზონების დაწყების შემდეგ, მედისონ სკვერ გარდენი გახდა უძველესი არენა [[NHL]]-ში და მეორე ადგილი დაიკავა უძველეს არენებში [[NBA]]-ს მიმართულებით, რომელიც ჩამორჩება მხოლოდ Oracle არენას, [[ოკლენდი|ოკლენდში]].

==ისტორია==
[[ფაილი:Penn Station NYC main entrance.jpg|მინი|შესასვლელი მეშვიდე ავენიუდან]]
ეხლანდელი მედისონ სკვერ გარდენი გაიხსნა 1968 წლის 11 თებერვალს (ხანდახან მედისონ სკვერ გარდენ IV უწოდებენ კიდეც) მას შემდეგ რაც პენსილვანიის სარკინიგზო გზა იქნა დამთავრებული პენსილვანიის სადგურში, რომელიც მედისონ სკვერ გარდენის დაბლა მდებარეობს. ახალი სტრუქტურა იყო ერთერთი პირველი თავის სტილში, რომელიც იქნება გახსნილი სარკინიგზო გზის აქტიურ პლატფორმებზე. 

ახლანდელი გარდენი არის მედისონ სკვერ გარდენის ცენტრი. ოფისი და გასართობი კომპლექსი განლაგებულია პენსილვანია პლაზაზე, რომელიც ცნობილია როგორც პენ პლაზა. 

1972 წელს გარდენის თავჯდომარე ირვინგ მიტჩელმა შესთავაზე [[ნიუ-იორკ რეინჯერსი|რეინჯერსს]] და [[ნიუ-იორკ ნიქსი|ნიქსს]] გადასულიყვნენ New Jersey Meadows-ში (დღესდღეობით დასრულებული  და ცნობილი როგორც Meadowlands Sports Complex ან Izod Center) გადასვლაზე ისაუბრა, როგორც ეს [[ნიუ ჯერს დევილსი|ნიუ ჯერსი დევილსი]] და [[ნიუ ჯერს ნეტსი|ნიუ ჯერსი ნეტსის]] შემთხვევაში მოხდა. ასევევ ქალაქიდან გადასულები იყვნენ [[ნიუ-იორკ ჯაიანთსი]] და [[ნიუ-იორკ ჯეტსი]]. საღა რომელიც გადასახადების დაგდების შესახებ იყო ნიუ-იორკსა და გარდენს შორის. სცენარი კვლავ გამოკაშკაშდა 1980 წელს, როდესაც გარდენმა სპორტული გუნდების გადასვლით დაიმუქრა რომ გადასახადები შემცირებულიყო, ქალაქის ხელმზღვანელობამ კი მაინც იგნორი გაუკეთა ამ მსვლელობას.

მსგ იყო საშინაო არენა ნიუ-იორკ რაიდერსის / ნიუ-იორკ გოლდენ ბლეიდსის რომლებიც შედიოდნენ [[World Hockey Association|World Hockey Association-ში]]. 

1991 წელს გარდენის მფლობელებმა 200 მილიონი დახარჯეს რომ დაემატებინათ 89 ლუქსი და გაერემონტებინათ თავშეყრის ადგილი. პროცესის დროს ასობით ზედა იარუსის სკამები მოხსნეს, რომ ადგილი გაეთავისფულებინათ, რომელიც დაპროექტებული იყო Ellerbe Becket-ს მიერ.

2004-2005 საკაბელო ტელევიზია იბრძოდა [[ნიუ-იორკ სიტი|ნიუ-იორკ სიტისთან]], წინადადებით რომელიც გარდენის დასრულებას ითვალისწინებდა. ახალი სტადიონის მოთხოვნები შეწყვეტილი იქნა, საკაბელო ტელევიზიამ კი თავისი გეგმების შესახებ განაცხადა, რომელიც მიზნად ისახავდა თავისით შეეცვალა გარდენი, შეეცვალა მაღალ შემოსავლიან კომერციული შენობა გარდენში, რომელიც ახალი აშენების დროს აგდატანილი იქნა James Farley პოსტ ოფისიდან 1 ბლოკის მოშორებით. მსგ-ს ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა განეახლებინა და მოდერნიზებული გაეხადა ახალი გარდენი მაშინ როცა ჯერ კიდევ [[ნიუ-იორკ რეინჯერსი|რეინჯერსს]] და [[ნიუ-იორკ ნიქსი|ნიქსს]] 2011-2012 სეზონი ჰქონდათ, მაგრამ გარდენიც ვიცე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მას სურს პირველადი Moynihan-ს პროექტი განახორციელოს - გაფართოებული პენსილვანიის სადგური Farley-ს პოსტ ოფისში, როდესაც [[ნიუ-იორკ რეინჯერსი]] და [[ნიუ-იორკ ნიქსი]] არ იქნებიან გარდენში, ხოლო [[ნიუ-იორკ ლიბერთი|ლიბერთი]] კი გადასული იქნება [[პრუდენთიალ ცენტრი|პრუდენთიალ ცენტრში]] [[ნიუარკი]], [[ნიუ ჯერსი|ნიუ ჯერსის შტატში]] რენოვაციის დროს. განახლებული გარდენი კი 2011 წლის 27 ოქტომბერს გაიხსნა: ახალი დაბლითა ლუქსებით და კლუბით. ტუალეტების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა, ასევე გაზრდილი იქნა რესტორნების რაოდენობა.

==ახლანდელი მოქმედებები==
[[ფაილი:Madison's Square Garden 2011.jpg|მინი|მედისონ-სკვერ-გარდენის მარჯვენა მხარე]]
დღევანდელ გარდენში დაახლოებით 320 ივენთი ეწყობა წელიწადში. მსგ არის საშინაო არენა [[ნიუ-იორკ რეინჯერსი|ნიუ-იორკ რეინჯერსის]], რომელიც [[NHL]]-ში ასპარეზობს და ასევე [[ნიუ-იორკ ნიქსი|ნიუ-იორკ ნიქსს]], რომელიც [[NBA]]-ში ასპარეზობს. ამის გარდა [[ნიუ-იორკ ლიბერთი|ნიუ-იორკ ლიბერთის]], რომელიც [[WNBA]] მონაწილეობს. ეს სამივე გუნდი სრულიად არის მედისონ სკვერ გარდენის კორპორაციის კუთვნილება. არენა ასევე მასპინძელია კალათბურთის "დიდი აღმოსავლეთ" ტურნირის. ასევე რეგულარული სახის ივენთებია ყოველწლიურად "Ringling Brothers and Barnum and Bailey Circus", როდესაც ჩამოდიან [[ნიუ-იორკ_სიტი|ნიუ-იორკ სიტიში]] (მიუხედავად ამისა Izod Center და Nassau Coliseum იღებს ცირკს ყოველ წელიწადს), არჩეულია საშინაო არენად "St. John's men's Red Storm" (კოლეჯის კალათბურთი), ყოველწლიური წინა სასეზონო და სეზონის შემდგომ NIT ტურნირი, [[NBA]] დრაფტი, ასევე ისეთი შოუები რომელიც დიდ აუდიტორიას იკავებს, როგორებიც არის "Westminster Kennel Club Dog Show" და "2004 Republican National Convention". 

===დასაჯდომები===
[[ფაილი:MSG Messier Night.jpg|მინი|მედისონ-სკვერ-გარდენი [[მარკ მესიე]]ს საღამოზე, [[2006]] წლის [[12 იანვარი]]]]
დღევანდელ მედისონ სკვერ გარდენში დასაჯდომები განლაგებულია 6 დონეზე. პირველი დონე - ხელმისაწვდომია მხოლოდ კალათბურთის თამაშებისთვის და კონცერტებისთვის, მაგრამ არა ყინულის ჰოკეისა და ყინულის შოუებისთვის. ამის მაღლა კი ლოჟის დასაჯდომებია განლაგებული, რომელსაც მოყვება 100 დონეზე, 200 დონეზე და 300 დონეზე გასასვლელი ადგილებია დატოვებული, 400 დონეზე კი ანტრესოლი. დასაჯდომები ამ დონეებს შორის შეღებილია წითლად, ნარინჯისფრად, ყვითლად, მწვანედ და ლურჯად შესაბამის დონეებზე. გარდენი ჰოკეისთვის 18 200 მაყურებელს, ხოლო კალათბურთისთვის 19 763 მაყურებელს იტევს; კონცერტებზე ეს ციფრები კი 20 000 უსწორდება. არენის განკარგულებაში საერთოდ 20 976 კვადრატული ფუტია (1949 მ<sup>2</sup>) .

რადგან თითქმის ყველა ტრიბუნა (400 დონის გამოკლებით) არის მონოლიტური ტრიბუნისგან შემდგარი. ჰორიზონტალური დისტანცია არენის სათამაშო მოედნიდან - არენის დასარულამდე. ასევე რიგები უფრო თანმიმდევრულია, ვიდრე [[ჩრდილო ამერიკა|ჩრდილო ამერიკის]] სხვა არენებში, რამაც შეიძლება ყურების დროს ხელი შეუშალოს, ეს კი განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თქვენს წინ მაღალი მაყურებელი ზის.

ეს მიდგომა, ასევე ქმნის მნიშვნელოვან უპირატესობას ახალ არენებთან, რომელსაც ძალიან მცირე ვერტიკალური დაშორება აქვს იატაკისგან.

===სხვა ღირებულებები===
[[ფაილი:Madison Square Garden court.jpg|მინი|მედისონ-სკვერ-გარდენის საკალათბურთო არენა, 2005 წელი]]
დღეს მედისონ სკვერ გარდენი უფრო მეტია ვიდრე უბალო არენა. გარდენის სხვადასხვა ღირებულებებში შედის:

====თეატრი მედისონ სკვერ გარდენში====
მედისონ სკვერ გარდენის თეატრი იტევს 2000-დან 5600-მდე სტუმარს. თეატრთან ერთად აქ ხშირად იმართება კონცერტები და სხვადასხვა შეხვედრები, ასევე დამაჯილდოებელი ცერემონიები. გარდენი ასევე იყო ნფლ დრაფტის  ტრადიციული სახლი 2005 წლამდე, მას მერე კი Javits Convention Center-ში გადაინაცვლა.  2001-2010 წლებში აქ ასევე [[NBA]] დრაფტი იმართებოდა. როდესაც გარდენის მთავარი არენა დაკავებულია, თეატრში ხანდახან ბოქსის საღამოს მთავარი ჩხუბებიც ტარდება ხოლმე.

ეს ადგილი 177 ფუტზე (54 მ<sup>2</sup>) მეტი, სცენა კი 30' × 64'-ზე მეტი ზომის არ არის.

როდესაც გარდენი გახსნილი იქნა 1968 წელს, მაშინ გარდენის ტეატრი ცნობილი იყო როგორც Felt Forum. მაშინდელი პრეზიდენტ Irving Felt-ის პატივსაცემად. ადრეულ 1990-იან წლებში კი მაშინდელი მფლობელების Paramount Communications-ის მიერ იქნა გადაკეთებული თეატრის სახელი და ეწოდებოდა the Paramount, ეს კი მას შემდეგ მოხდა, როდესაც არსებული Paramount Theatre (რომელიც იდგა [[ტაიმზ-სქვერი|თაიმს სკვერზე]]) გადაკეთებული იქნა ოფისის კორპუსად. თეატრმა შემდეგი სახელი კი Viacom-ის პარამაუნთის ყიდვის შემდეგ მიიღო, როდესაც მან მსგ საკუთრება გაყიდა. 2007 წელს კი თეატრს სახელი კვლავ შეეცვალა და ამჯერად  WaMu Theater at Madison Square Garden დაერქვა, სახელი კი გარიგების სწორი ფორმის წაყვანის შედეგი იყო, რომელიც Washington Mutual-მა აწარმოა. 2009 წლის ვაშინგტონის წარუმატებლობის გამო კი თეატრს ძველი სახელი დაუბრუნდა და დღემდე თეატრი მედისონ სკვერ გარდენი ჰქვია.

====სხვა====

* 36 000 კვადრატული ფუტი (3.000 მ<sup>2</sup>) Expo Center (ცნობილი როგორც The Rotunda), გამოიყენება გაყიდვებისთვის, მანქანების გამოფენისთვის, ფოტო გამოფენისთვის, ბანკეტების და მიღებებისთვის. 
* 9 500 კვადრატული (880 მ<sup>2</sup>) გამოყოფილია ტერასისთვის და 2 რესტორნისთვის: [[Garden Club]] და the [[Play-by-Play]]

==ახლანდელი ტრანსფორმაცია==
მედისონ სკვერ გარდენის 850 მილიონი ტრანსფორმაცია უნდა მომხდარიყო მაშინ, როდესაც სეზონი დამთავრებულია. პირველად განახლება იგეგმებოდა 2009-2010 წელს, მაგრამ შეფერხებული იქნა სანამ არ დასრულდა 2010-2011 წლის [[NBA]] / [[NHL]] სეზონი. ახალი ფუნქციების გარდენი, რომელშიც შევიდოდა უფრი დიდი მთავაირ შესასვლელი, კიოსკები, სხვადასხვა გაყიდვების მაღაზიები, კლიმატ კონტროლის ადგილი და ასევე ტრანსლაციის ახალი სტუდია; რეკონსტრუქციაში ასევე შედიოდა უფრო დიდი მისაღები, ახალი განათებები, LED ვიდეო სისტემა HDTV ხარისხით; ახალი სკამები; 2 ახალი ფეხით მოსიარულეების სასიარული ჭერთან, რომელიც საშუალებას მისცემდა ფანებს ეყურებინათ თამაშებისთვის იქიდანვე; უფრო მეტი რესტორანი; გაუმჯობესებული მოთამაშეების გამოსაცვლელი ოთახები და მწვანე ოთახი; ასევე ითვალისწინებდნენ ჭერის განახლებას; პროდუქციის ოფისის განახლება და მრავალი სხვა განახლებები.

არენაში სასიარული ადგილები იქნა გაუქმებული, გასასვლელები კი ყოველი სექციის ბოლოში იქნა დაყენებული. დაბლითა ზალა (ცნობილი როგორც მედისონის ზალა) გადატანილი იქნა მე-6 სართულზე. მაღლითა ზალა კი მე-8 სართულზე, რომელიც შემდგომში იქნება წოდებული როგორც მედისონის ზალა. მე-7 სართული იქნება სახლი მედისონის კოსტუმებისა. ზედა თასების ოთახი კი გაშენებული იქნება ამ კოსტუმების თავზე. 300 და 400 დონეები კი გაერთიანებული იქნა. 

სულ დაბლითა ნაწილის (პირველი ფაზა) კონსტრუქცია დასრულებული იქნა 2011-2012 [[NBA]] / [[NHL]] სეზონების დაწყებამდე. ახალი ზედა ნაწილის რეკონსტრუქცია კი იგეგმება 2012-2013 წლის სეზონების დაწყებამდე. ეს რეკონსტრუქცია ითვალისიწნებს დასავლეთ აივანს მე-10 სართულზე და ყინულის-დასასრულს 300 დონესთან.

პერსპექტივაში ასევე იგეგმება პერიფერიის სისტემების გადატანა. რეკონსტრუქცია კი ეტაპობრივად იქნება ჩატარებული ზაფხულის თვეებში, რადგან ხელი არ შეუშალოს [[NBA]] და [[NHL]] სეზონების დაწყებას ხოლმე. იგულისხმება მაშინ, როდესაც [[ნიუ-იორკ რეინჯერსი|რეინჯერსი]] და [[ნიუ-იორკ ნიქსი|ნიქსი]] იქნებიან თამაშისგან დასვენებულნი.

==ყველაზე ცნობილი და მნიშვნელოვანი ღონისძიებები==
1980-იან წლებში  გარდენმა უმასპინძლა ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატს ქალთა შორის, რომელიც 48 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალს ჯეინ ბრიჯი დაეუფლა. 1990 წელს კი ენდრიუ დაის კლეი გახდა ერთადერთი კომიკოსი, რომელმაც მედისონ სკვერ აგრდენის ორი ღამის ყველა ბილეთი გაყიდა.

გარდენი ასევე ორ-ორჯერ არის მასპინძელი [[სტენლის თასი|სტენლის თასის]] და [[NBA]] ჩემპიონატის ფინალის. 
მსგ-ში ჩატარებული ოლ სტარ თამაშები:

* 1973 წელს [[NHL All Star]]
* 1994 წელს [[NHL All Star]]
* 1998 წელს [[NHL All Star]]
* WNBA ოლ სტარი: 1999, 2003 და 2006 წლებში.

მსგ-ში ჩატარებული საფინალო მატჩები:

* [[NBA]] ფინალები:
** 1970 წელს [[ნიუ-იორკ ნიქსი|ნიქსმა]]  მოიგო პირველი ჩემპიონის ტიტული.
** 1972 წელს [[ლოს-ანჯელეს ლეიკერსი|ლეიკერსმა]] მოიგო ჩემპიონის ტიტული
** 1973 წელს [[ნიუ-იორკ ნიქსი|ნიქსმა]] მოიგო ისტორიაში მეორე ჩემპიონის ტიტული
** 1994 წელს [[ჰიუსტონ როკეტსი|როკეტსმა]] შეძლო ჩემპიონობის მოპოვება
** 1999 წელს [[სან-ანტონიო სპურსი|სპურსმა]] მოიგო საჩემპიონო ტიტული.

* [[სტენლის თასი|სტენლის თასის]] ფინალები:
** 1972 წელს [[ბოსტონ ბრუინსი|ბოსტონ ბრუინსმა]] შეძლო ჩემპიონობის მოპოვება
** 1979 წელს [[მონრეალ კანადიენსი|მონრეალ კანადიენსმა]] მოიგო საჩემპიონო ტიტული
** 1994 წელს [[ნიუ-იორკ რეინჯერსი|ნიუ-იორკ რეინჯერსმა]] მოიგო მის ისტორიაში მეოთხედ ჩემპიონის ტიტული

ცნობილი მუსიკოსები და ჯგუფები:

* [[ლედი გაგა|ლედი გაგამ]] [[The Monster Ball Tour]] ტურნეს დროს 5 ჯერ გაყიდა ყველა ბილეთი მედისონში. გაგას აქ სულ შვიდჯერ აქვს ჩატარებული კონცერტი.
* Iron Maiden-ს ძალიან ბევრჯერ აქვს ჩატარებული გარდენში კონცერტი, დაწყებული 1982 წლიდან მოყოლებული, The Final Frontier World Tour, რომელიც 2010 წელს ჩატარდა. 
* Phish: ცნობილია წინა საახალწლო კონცერტების ჩატარებით ნიუ-იორკში, კერძოდ კი გარდენში 1995, 1997, 1998, 2002, 2010 და 2011 წელს ჩატარებულით. Phish-ს საბოლოო ჯამში 23 კონცერტი აქვს ჩატარებული 1994 წლიდან მოყოლებული. წინა საახალწლო კონცერტი კი ცნობილია, რადგან ბილეთები სულ რამდენიმე წუთში იქნა გაყიდული.
* [[როლინგ სტოუნზი|როლინგ სტოუნზი]] გარდენში 1969-2006 წლებში მანძილზე 24-ჯერ გამოვიდა. ბევრი ფრაგმენტი 1970 წლიან ფილმიდან "Gimme Shelter" ზუსტადაც მათი კონცერტზეა გადაღებული. ხოლო 2003 წლის "Licks Tour" პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა HBO-ს მიერ, მოგვიანებით კი DVD გამოვიდა. მათი ჩატარებული კონცერტი 1972 წლის 26 ივლისს იყო მათი ფინალური შოუ ლეგენდარული 1972 წლის ჩრდილო ამერიკული ტურნედან, რომელიც კლასიკურ ალბომ "Exile On Main Street" ეძღვნებოდა.
* [[ელტონ ჯონი|ელტონ ჯონმა]] 62-ე ანშლაგი მოაწყო 2011 წელს გარდენში. მის ყოველ გამოსვლაზე ბილეთები სრულად გყიდულია. მისი მე-60 გამოსვლა კი მის მე-60 იუბილეს უკავშირდებოდა 2007 წლის 25 მარტს.
* [[ლინ ენდერსონი]] იყო პირველი ქვეყანაში პირველი ქალი შემსრულებელი, რომელმაც გარდენში სრული ანშლაგი მოაწყო 1974 წელს. 
* [[Spice Girls]] ორჯერ გამოვიდა გარდენში. მათი პირველი გამოსვლა იყო 1998 წლის 1 ივლისს როდესაც ტურნეს მართავდნენ სახელად - "Spiceworld", ბილეთები კი 12 წუთში იქნა გაყიდული, ამით კი პირველი ჯგუფი გახდა ვინც ესეთი რამ შეძლო. მეორე ამოსვლა კი 2008 წლის 18 თებერვალს ჰქონდათ "Return of the Spice Girls" ტურნეს დროს.
* [[ელვის პრესლი]]ს მიერ ჩატარებული კონცერტი თარიღდება 1972 წლის 10 ივნისს. ალბომი რომელიც ჩაიწერეა მედისონ სკვერ აგრდენში, გამოშვებული იქნა კონცერტიდან რამდენიმე დღეში - 18 ივნისს. 
* ანგელიკა მარია იყო პირველი მექსიკელი რომელმაც შეასრულა კონცერტი მსგ-ში. მან ასევე შეძლო და გახდა ერთადერთი შემსრულებელი, რომელმაც 2 კონცერტი გამართა ერთ დღეს და რა ტქმა სრულიად გაყიდული იქნა ბილეთები, რომელიც 1975 წლით თარიღდება. 
* [[მაიკლ ჯექსონი]] გარდენში ორჯერ იმყოფებოდა, 2001 წლის 7 სექტემბერს და 10 სექტემბერს. შოუს ბილეთები კი მხოლოდ და მხოლოდ 5 საათში გაიყიდა.
* [[Pearl Jam]]-ის ჩატარებული ივენთები კი 1998 წლის სექტემბრით, 2003 წლის ივლისით, 2008 წლის ივნისით და 2010 წლის მაისით თარიღდება.
* [[ბონ ჯოვი]] გარდენში 2005 წლიდან მოყოლებული შვიდჯერ იყო გამოსული.
* [[მეტალიკა|მეტალიკის]] S&M შესრულება ოთხიდან ერთერთია მედისონ სკვერ გარდენში, რომელიც მათ წმინდა ლუკასის ორკესტრთან ერთად შეასრულე - 1999 წლის 23 ნოემბერს.
* [[ბილი ჯოელი|ბილი ჯოელმა]] 12 კონცერტი ჩაატარა, რომელსაც 12 გარდენის ალბომის გმაოშვება მოყვა კიდეც. 
* [[ივენ სანგალო]]: ბრაზილიელმა პოპ ვარსკვლავმა 2010 წლის 4 სექტემბერს ჩაატარა კონცერტი 15 ათას მსმენელთან ერთად, რომელიც ტარდებოდა სპეციალურ სტუმრებთან ერთად, მათ შორის: [[ნელი ფურტადო]], Seu Jorge, Juanes and Diego Torres, მის პირველ [[სამხრეთ ამერიკა|სამხრეთ ამერიკულ]] ტურნეში. მოგვიანებით კი საღამო აგდატანილი იქნა DVD და Blu-ray-ზე და გაყიდვაში იქნა გამოშვებული სახელად: IS Multishow ao Vivo: Ivete Sangalo no Madison Square Garden.
* [[რამშტაინი]]: ჯგუფის პირველი შესრულება ამერიკაში რომელიც იყო ნაწილი მათი Liebe ist für alle da Tour-ის. კონცერტი 2010 წლის 11 დეკემბერს შედგა. ბილეთები კი გაყიდული იქნა 30 წუთზე ნაკლებ დროში
* [[ბითლზი]]: გარდენი არის ერთადერთი ადგილი, სადაც ოთხივე ყოფილ წევრს აქვს სოლო კონცერტი ჩატარებული, მათი დაშლის შემდეგ, რა საკვირველია იგულისხმება სხვადასხვა დროს ჩატარებული კონცერტები. 
* [[ლედ ზეპელინი]] მათ 15-ერ გააოცეს გარდენის მაყურებლები 1970, 1971, 1973, 1975 და 1977 წლებში. 1973 წლის სამი ზაფხულის საღამოს ბილეთი კი აბსოლუტურად ყველა იქნა გაყიდული. 1977 წელს კი მათ 6 დღე გადაბმულად გამართეს კონცერტები, რომელიც თავიდან მხოლოდ 4 დღეს ითვალისწინებდა, მაგრამ დიდი მოთხოვნის შედეგად, 2 დღე კიდევ იქნა დამატებული
* [[Cream (ჯგუფი)|Cream]]: 2005 წელს ჩაატარეს შოუების სერია, Royal Albert Hall-ს გადახალისების შემდეგ.
* Raphael: პირველი კონცერტი 1969 წელს გამართეს.
* [[The Grateful Dead]]: 56 კონცერტი გამართეს, მათ შორის 4  Felt Forum, რომელიც 1971 წელს შედგა.
* [[Queen]]: 1977 წელს ჩატარებული პირველი კონცერტის ბილეთები, ძალიან მალე იქნა გაყიდული.
* [[Slipknot]]: [[გრემის დაჯილდოება|გრემის დაჯილდოების]] მძიმე როკის გამარჯვებულები პირველად იყვნენ მედისონში 2009 წლის 5 თებერვალს, რომლებიც პირველი ალბომის 10 წლისთავს აღიშნავდნენ.
* [[განზ-ენ-როუზიზი|განზ ენ როუზი]]: "Use Your Illusion" ტურის დროს, რომელიც 1991 წელს ტარდებოდა, მათ 3 ღამე დაჰყვეს მედისონში, კერძოდ კი 9, 10 და 13 დეკემბერს. შემდეგი მათი ჩამოსვლა მედისონში "Chinese Democracy" ტურნეს დროს მოხერხდა 2002 და 2006 წლების დროს. რა თქმა უნდა ყველა ამ შოუზე ბილეთი სრულად იქნა გაყიდული.
* [[Dave Matthews Band]]: მათ გარდენში 17 კონცერტი შეასრულეს 1996 წლიდან მოყოლებული, ყველაზე აღსანიშნავი კი 2010 წლის 12 და 13 ნოემბრის კონცერტებია.
* [[Coldplay]]: მან შეასრულა სრულიად უფასო კონცერტი 2008 წლის 23 ივნის, რომელმაც ძალიან დიდი მაყურებლის ბრბო მოაგროვა.
* [[გრინ დეი]]: 3-ჯერ ჩაატარეს გარდენში კონცერტი, 1994 წლის 5 დეკემბერს (სადაც მომღერალმა [[ბილი ჯო არმსტრონგი|ბილი ჯომ]] სრულიად შიშველმა იმღერა ერთი სიმღერა) და ორი ანშლაგი კვლავ მოაწყვეს 2009 წლის 27-28 ივლისს.
* [[ჯეტრო ტალი]]: ჩატარებული კონცერტის საერთო რაოდენობა 18 აღწევს, პირველად იგი 1971 წელს იყო, ბოლოს ჩატარებული კი 1980 წელს. მათი 1978 წლის შოუ მედისონ სკვერ გარდენში იყო პირველი გადაცემა რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცა სატელიტის მეშვეობით გადაიცა [[ატლანტის ოკეანე|ატლანტის ოკეანის]] გარშემო. იგივე შოუ იქნა საბოლოოდ გადატანილი DVD-ზე რომელიც 2009 წელს გამოვიდა. 
* [[AC/DC]] : ჩაატარეს სამი კონცერტი "Black Ice world" ტურის დროს.
* [[რიანა]]: პირველი კარიბელი გოგონა გახდა, რომელმაც სრული ანშლაგი მოაწყო 2 საღამოს მანძილზე მედისონში, ეს მოხდა 12 და 13 აგვისტოს, მისი "Last Girl on Earth" ტურნეს დროს. 
* [[ლინკინ პარკი]]: ორჯერ ეწვივნენ მედისონს, პირველი მათგანი 2008 წლის "Minutes to Midnight" ტურნეს დროს, ხოლო მეორე მათგანი 2011 წლის "for the A Thousand Suns" ტურნეს დროს.
* [[Tenacious D]]: 2006 წელს მათთვის პირველი კონცერტი შედგა მედისონში. კონცერტის ალბომი კი  2008 წლის 4 ნოემბერს გამოვიდა. 
* [[The Jonas Brothers]]: ამ ბენდმა სამი შესანიშნავი საღამო აჩუქა, რომელიც მათი 2008 წლის "Burnin' Up"  ტურნეს ნაწილი იყო. სამივე საღამოს ბილეთები სრულად იქნა გაყიდული. "Jonas Brothers: 3D კონცერტის გამოცდილება" გადაღებული ზუსტადაც რომ აქ იყო. მათი კონცერტი შედგა ისეთ არტისთან ერთად, როგორიცაა [[დემი ლოვატო]], [[რობერტ შვარცმენი]] და [[ტეილორ სვიფტი|ტეილოს სვიფტთან]] ერთად. ამ ცნობილმა ძმებმა ბილეთები 1 საათზე ნაკლებში გაყიდეს, ხოლო ცალ ცალკე აღებული, თითო კონცერტის ბილეთი დაახლოებით 10 წუთში იქნა გაყიდული. ამით კი ისინი გახდნენ ყველაზე ახალგაზრდა ჯგუფი, რომელმაც შეძლო გარდენში ანშლაგი მოეწყო. 
* [[ტეილორ სვიფტი]]: [[ქანთრი|ქანთრის]] თინეიჯერი მომღერალი, რომელმაც 2009 წლის აგვისტოში სრულიად ყველა ბილეთის გაიყდვა მოახერხა მისი "Fearless" ტურნეს დროს. მან სარეკორდო დროში - 1 წუთში მოახერხა ბილეთების გაყიდვა. 
* [[პინკი]]: ამერიკელმა პოპ ვარსკვლავმა მოახერხა სრული ანშლაგის მოწყობა 2009 წლის 5 ოქოტმბერს, მის პირველ [[ჩრდილო ამერიკა|ჩრდილო ამერიკულ]] ტურნეში. 
* [[LCD Soundsystem]]: 2011 წლის 2 აპრილს  ჩაატარეს უკანასკნელი შოუ. ჯგუფი სამი საათის განმავლობაში ასრულებდა თავის შესრულებებს, სადაც მრავალი სტუმარი მოიწვიეს სცენაზე.
* [[Yes]]: მსგ-ში ჩატარებული 16 კონცერტიდან ყოველთვის ყველა ბილეთის გაყიდვა მოახერხეს. 
* [[Parliament-Funkadelic]]-მა მრავალი შოუ ჩაატარა გარდენში 1976 და 1979 წლებში. 
* [[ჯეი-ზი]]: მისი შესრულება 2003 წლის 23 ნოემბრად თარიღდება, რომელიც მის "წვეულების" მსგავსად ჩატარდა. კონცერტზე მოგვიანებით ნაჩვენები იქნა მისი დოკუმენტარული ფილმი. ხოლო მისმა მეუღლე [[ბიონსე ნოულსი|ბიონსემ]] მრავალჯერ შეძლო ანშლაგის მოწყობა [[ჯეი-ზი|ჯეი ზი-სთან]] ერთად. 
* Jacky Cheung: გახდა პირველი ჩინელი შემსრულებელი ვინც გარდენში ჩაატარა კონცერტი, რომელიც მის 1995 წლის "friendship Jacky Cheung" ტურნეს დროს მოხდა. 
* [[ოაზისი_(ჯგუფი)|ოაზისი]]: მათი პირველი შესრულება გარდენში 2005 წლის 22 ივნისს მოხდა. ხოლო უკანასკნელად 2008 წლის 17 დეკემბერს გამართეს კონცერტი, რომელიც  "Dig Out Your Soul" მსოფლიო ტურნეს დროს მოხდა.
* [['N Sync]]: 2000 წელს ეწვივნენ მედისონ სკვერ გარდენს "No Strings Attached" ტურნეს დროს, რომელიც მათი მეორე სტუდიური ალბომის, [[No Strings Attached]] რეკლამას ეძღვნებოდა.
* [[SM Town]]: 2011 წლის 23 ოქტომბერს ეწვივნენ მედისონს და ყველა ბილეთი გაყიდეს. ისინი გახდნენ პირველი კორეელი შემსრულებლები, რომლებიც გამოვიდნენ მედისონში.
* [[Foo Fighters]]-ის შესრულება თარიღდება 2011 წლის 13 ნოემბრად. 
* [[The Kinks]] - შესრულება 1981 წლის 3 ოქტომბრით თარიღდება, რომელიც იქნა პირველი ამერიკული შესრულება 16 წლიანი შესვენების შემდეგ (რომელიც ასევე 4 წლიან აკრძალვას მოიცავს), ხოლო მეორეჯერ კიუკვე 1984 წლის 21 დეკემბერს ეწვინენ მედისონ სკვერ გარდენს. 

ასევე სხვა მუსიკალურმა შემსრულებელი, როგორებიც არიან: [[ფრენკ_სინატრა|ფრენკ სინატრა]], [[ემინემი]],  [[ბიონსე ნოულსი|ბიონსე]], [[კრისტინა აგილერა]], [[უიტნი ჰიუსტონი]], [[ჯესიკა სიმპსონი]], [[მერაია კერი]], [[ბარბარა_სტრეიზანდი|ბარბარა სტრეიზანდი]], [[ალიშა კისი]], [[მადონა_(მომღერალი)|მადონა]], [[შაკირა]], [[ჯენეტ ჯექსონი]], [[ნელი ფურტადო]], [[ბრიტნი სპირსი]], [[დეპეშ მოდი]], [[U2]], [[The Killers]], [[პინკ ფლოიდი]], [[Blink-182]],  [[The Who]], [[Deep Purple]], [[The Osmonds]] და [[მიუზი]], არაერთხელ გამოსულან მედისონ სკვერ გარდენში.

==WWE  მედისონ სკვერ გარდენში==

გარდენი ხშირად გამხდარა მასპინძელი [[WWE]] ვრესთლინგის წლების მანძილზე, მათ შორის პირველი ვრესთლინგმანიას 1985 წელს, ვრესთლმანია X 1994 წელს და ვრესთლმანია XX 2004 წელს; ასევე სხვა ივენთები  SummerSlam 1988, 1991 და 1998 წლებში; სამი Survivor Series ივენთი 1996, 2002 და 2011 წლებში; ასევე  Royal Rumble 2000 და 2008 წლებში. 2005 წელს [[WWE]] საქმიანი გარიგება გაწყვიტა გარდენთან, რადგან [[WWE]]-ს წარმომადგენლები ფიქრობდნენ, არენდის ფასის გაზრდა, მათ არ მოუტანდა მშენებლობაზე მეტ შემოსავალს. თუმცა 1 წლის შემდეგ 2006 წელს მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და თანამშრომლობა კვლავ გარძელდა და განალხებული ბრძოლები შედგა ამა წლის 11 სექტემბერს: Raw, ECW და Heat.

ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, 2007 წლის 26 აგვისტოს დაგეგმილი ყოველ წლიური SummerSlam ივენთი არ შედგა და გადატანილ იქნა [[კონტინენტალ ეირლაინს არენა|კონტინენტალ ეირლაინს არენაზე]], ხოლო [[WWE]] კი აგრძელებს რეგულარულ გამოსვლებს. რაც შეეხება Raw, გარდენს მხოლოდ 2009 წლის 16 ნოემბერს დაუბრუნდა სატელევიზიო ეპიზოდებში, ასევე Raw house შოუ 2010 წლის 19 ივნისს, ხოლო SmackDown შოუ კი ოდნავ მოგვიანებით, 2010 წლის 25 სექტემბერს; მოგვიანებით კი ამ ყველაფერს Bret Hart-ის დაბრუნებაც მოჰყვა, რომელიც გარდენს 10 წელზე მეტი  არ უნახავს. მესამე Survivor Series ივენთი კი გარდენში 2011 წლის 20 ნოემბერს ჩატარდა, რომლის ყველა ბილეთი 90 წუთზე ნაკლებში იქნა გაყიდული. დუეინ ჯონსონმა (The Rock) 7 წლიანი გარდენში უთამაშებლობის შემდე, მან შეძლო ბეჭდის დაბრუნება Survivor Series-ში.

WWE Championship-მა გარდენში 16 ხელი გამოიცვალა, ყველაზე მეტი ვიდრე სხვა დანარჩენ არენებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ასევე [[WWE]] მსოფლიოს სხვა ჩემპიონატნა და მსოფლიოს მძიმე წონის ჩემპიონატმა ორჯერ მოახერხა გარდენში ხელის შეცვლა. ორივე Vince McMahon, Sr. და Vince McMahon, Jr. შესული იყვნენ გარდენის დიდების დარბაზში. ხოლო McMahon 4 თაობას აქვს  ივენთი ჩატარებული გარდენში.

==ფილმები, ტელევიზია და პოპულარული კულტურა==
როგორც ცნობილმა ფიგურამ - მედისონ სკვერ გარდენი, არაერთხელ მოგვევლინა კინოში თუ სატელევიზიო პროგრამაში. 1979 ნაჩვენები იქნა [[რობერტ რედფორდი|რობერტ რედფორდის]] ფილმში The Electric Horseman. მედისონ სკვერ გარდენი ასევე იქნა ნაჩვენები Highlander (1986) დასაწყისში, რომელშიც ასევე ნაჩვენებია The Fabulous Freebirds ძველი გუნდის კადრები. გარდენი ასევე 1984 წლის კომედიურ ფილმ Top Secret-ში გამოჩნდა, რომლის მთავარ მთავარი გმირი Nick Rivers არის. 1988 წლის კომედია Coming to America-ში ასევე იქნა რამდენიმე სცენა ნაჩვენები.

[[ბეტმენი|ბეტმენის]] ბოქსის სცენა Batman: The Animated Series მოქმედება ხდება სახელად "Gotham Square Garden"

ფილმში Rocky III, გადათამაშება Clubber Lang და [[როკი ბალბოა|როკი ბალბოას]] შორის გარდენშია გადაღებული.

Pearl Jam ჩაწერა მათი 2003 წლის 8 ივლისის გამოსვლა გარდენში, რომელიც შემდგომ გაყიდვაში გამოსული იქნა DVD სახით, სახელად - Live at the Garden.

The Wings სიმღერა, "Rock Show"-ს ტექსტში ნახსენებია სიტყვები გარდენის შესახებ (If there's a rock show at The Concertgebouw/They've got long hair at the Madison Square...)

[[ლედ ზეპელინი]] 1976 წლის ფილმი კონცერტის სიმღერა შეგვახსენებს იმ სამ ღამის შესახებ, რომელიც ბენდმა 1973 წელს ჩაატარა მედისონ სკვერ გარდენში, რომელიც ასევე ფილმის საუნდტრექად იქცა. 

მედისონ სკვერ გარდენი იყო "ბინძური" ადგილი გოძილას ბავშვებისთვის, რომელიც მოგვიანებით დანგრეული იქნა. ეს სცენები კი 1998 წლის გადაღებულ ფილმ [[გოძილა|გოძილაში]] შეგვიძლია ვიხილოთ. მედისონს ასევე სხვადასხვა ფილმებშია გამოჩენილი, როგორებიც არიან:  Glitter, Forget Paris, Finding Forrester და  Mr. Deeds.

1996 წლის გადაღებული ფილმი "Eddie" სადაც მთავარ როლს [[ვუპი გოლდბერგი]] ასრულებს, რომელშიც კერკეტი კაკალი [[ნიუ-იორკ ნიქსი|ნიქსის]] გულშემატკივარი ედვინა ფრენკლინი (გოლდბერგი) გახდება გუნდის მთავარი მწვრთნელი,მედისონ სკვერ გარდენში იქნა გადაღებული. ფილმის ინტერიერის სცენები იქნა გადაღებული ასევე ჩარლოტა კოლიზეუმში, რომელიც გადაკეთებული იქნა როგორც მსგ-ს ინტერიერი. 

არენას ასევე აქვს სატელევიზიო სერიებში დიდი გამოცდილება. ერთერთი მათგანია "ფუტურამა". 

ერთერთი კონცერტის მოედანი რომელიც ვიდეო თამაშ Rock Band-შია მოცემული, რომელსაც სახელად "Empire Square Garden" და არის ნიუ-იორკში, რა თქმა უნდა ზუსტადაც რომ მედისონ სკვერ გარდენია ნაგულისხმები.

ანიმე Katekyo Hitman Reborn-ში, Ryohei Sasagawa პერსონაჟი რომელიც შეპყრობილია ბოქსით ამბობს, რომ ის ყოველთვის ხედავდა ვარსკვლავებს მედისონ სკვერ გარდენში, მაშინაც კი, როცა ის იმყოფებოდა დღის მონაკვეთში.

მედისონ სკვერ გარდენს კავშირი აქვს [[მადონა|მადონას]] 2005 წლის CD/DVD-სთან, რომელსაც სახელად "I'm Going to Tell You a Secret" ჰქვია. DVD დოკუმენტურია და მოგვითხრობს [[მადონა|მადონას]] 2004 წლის "Re Invention" ტურნეზე. ეს კადრები ასევე იქნა შეტანილი [[მადონა|მადონას]]  2009 წლის CD/DVD/BLU-RAY დისკზე, რომელიც "Sticky & Sweet" ტურნეთი მოგვევლინა.

პენ სადგურის დანგრევა, რომელიც ადგილს უთავისუფლებდა მედისონ სკვერ გარდენს, ნაჩვენები იქნა "Mad Men"-ის მესამე სეზონის ეპიზოდ "Love Among the Ruins"-ში.

რომანტიკული კომედიის [[ჰიტჩი|ჰიტჩის]] სცენა გადაღებული იქნა მედისონ სკვერ გარდენში [[ნიუ-იორკ ნიქსი|ნიქსის]] თამაშის დროს. 

გარდენს ასევე კავშირი აქვს ვიდეო თამაშ [[ადამიანი-ობობა|ადამიანი ობობას]] მეორე ნაწილში,   სადაც მოთამაშეს დროებით ააქვს შესაძლებლობა დაასრულოს არსებული დაბრკოლება.

პილოტის ეპიზოდი [[CBS]] სერიალ "Blue Bloods" გადაღებული იქნა გარდენის შიგნით და გარეთ Jamie-ს დაჯილდოების ცერემონიის დროს.

"Lemonade Mouth" ფილმის დასასრულეს, ბენდი უკრავს მედისონ სკვერ გარდენში.

გარდენი იყო სენსაციური ფილმის გადაღების ადგილი: [[The Jonas Brothers]] და [[ჯასტინ ბიბერი|ჯასტინ ბიბერის]] ფილმებისა.

მედისონ სკვერ გარდენი ფონად იყო ნაჩვენები სერიალ "How I Met Your Mother" ექვსი სეზონის განმავლობაში. დიდი ხნის დაკარგული Robin-ის მეგობარი - ჯესიკა თამაშობს გარდენის წარმომადგენლის როლს [[ნიუ-იორკ რეინჯერსი|რეინჯერსის]] თამაშის დროს. თუმცა ნამდვილი გარდენის წარმომადგენლები არასდრსო მღერიან "Let's Go Band" [[ნიუ-იორკ რეინჯერსი|რეინჯერსის]] თამაშის დროს.

2011 წლის დასაწყისში [[ლედი გაგა]]მ გადაიღო დოკუმენტური სახის ფილმი [[Lady Gaga Presents the Monster Ball Tour: At Madison Square Garden]] რომელიც იყო სპეციალურად [[HBO]]-სთვის, სადაც ნაჩვენები იყო მომღერლის ცხოვრება და მისი გამოსვლა მედისონ სკვერ გარდენში  "[[The Monster Ball Tour]]"-ის დროს.

მედისონ სკვერ გარდენში ჩატარებული თამაშების ტრანსლაციის დროს ხშირად იყენებენ შემდეგ ლოზუნგს: "მედისონ სკვერ გარდენი - მსოფლიოში ყველაზე ცნობილი არენა"

==იხილეთ აგრეთვე==
* [[ნიუ-იორკ რეინჯერსი]]
* [[ნიუ-იორკ ნიქსი]]
* [[ნიუ-იორკი]]
* [[მანჰეტენი]]

==რესურსები ინტერნეტში==
* [http://www.thegarden.com/ ოფიციალური საიტი]
* [http://www.msg.com/ MSG Network – tv]
* [http://www.themadisonsquaregardencompany.com/ The Madison Square Garden Company]
* [http://www.pf-db.com/index.php?list=venues&choice=64 The Concert Database]

[[კატეგორია:მუსიკალური დარბაზები]]
[[კატეგორია:სპორტული დარბაზები]]
[[კატეგორია:ნიუ-იორკ ნიქსი]]
[[კატეგორია:ნიუ-იორკი]]