Revision 4080885 of "აზერბაიჯანის ბროწეულის მწარმოებელთა და ექსპორტიორთა ასოციაცია" on kawiki[[File:Azərbaycan Nar İstehsalçıları və İxracatçıları Assosiasiyasının logotipi.jpg|thumb|180px|აზერბაიჯანის ბროწეულის მწარმოებელთა და ექსპორტიორთა ასოციაცია]]
'''აზერბაიჯანის ბროწეულის მწარმოებელთა და ექსპორტიორთა ასოციაცია''' ([[აზერბაიჯანული ენა|აზერბაიჯანულად:]] ''Azərbaycan Nar İstehsalçıları və İxracatçıları Assosiasiyası (ANİİA''); [[რუსული ენა|რუსულად:]] ''Азербайджанская ассоциация производителей и экспортеров граната (АПЭГА'') - სავაჭრო ასოციაცია [[აზერბაიჯანი|აზერბაიჯანში]].
== ისტორია ==
„აზერბაიჯანის ბროწეულის მწარმოებელთა და ექსპორტიორთა ასოციაცია“ 2016 წლის 31 ოქტომბერს აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრის ბრძანებით დაარსდა. ასოციაციის პირველი შეხვედრა 2017 წლის 17 მარტს გაიმართა.<ref name="azpromo">[http://www.azpromo.az/export/associations Assosiasiyalar: Azərbaycan Nar İstehsalçıları və İxracatçıları Assosiasiyası]. azpromo.az</ref>.
აზერბაიჯანის ბროწეულის მწარმოებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციამ 2016 წლის ნოემბრიდან დაიწყო მოღვაწეობა და აზერბაიჯანში მოღვაწე ბროწეულის მწარმოებელი ინდივიდუალური მეწარმეები და იურიდიული პირები გააერთიანა. ასოციაციის მოღვაწეობის შედეგად ბროწეულის წარმოებისა და ექსპორტის სფეროში არსებული პრობლემები შემცირდა. ასოციაციამ აღნიშნულ სფეროში აგრო-ტექნიკური განათლების ზრდას და ექსპერტებთან შეხვედრების მეშვეობით ბროწეულის წარმოების სფეროში გამოცდილების გაზიარებას შეუწყო ხელი.<ref>[https://azertag.az/xeber/Azerbaycan_Nar_Istehsalchilari_ve_Ixracatchilari_Assosiasiyasi_yeni_saytinin_teqdimatini_kechirib-1144375 Azərbaycan Nar İstehsalçıları və İxracatçıları Assosiasiyası yeni saytının təqdimatını keçirib]. 13 March 2018, azertag.az</ref>
[[აზერბაიჯანის ისტორია]] განუყრელადაა დაკავშირებული ბროწეულის კულტივაციის კულტურასთან. ტრადიციულად, ბროწეული აზერბაიჯანის ყველა რეგიონში მოჰყავდათ. აზერბაიჯანის კლიმატი უნიკალურია: მსოფლიოში არსებული 11 კლიმატური ზონიდან 9 ზონა აზერბაიჯანის რეგიონებს ფარავს. ბროწეული ნახევრად არიდული რბილი ტემპერატურიდან დაწყებული, სუბტროპიკული კლიმატის რეგიონებით დამთავრებული, რბილი ზამთრისა და ცხელი ზაფხულის რეგიონებთან ადაპტირდება, რაც ბროწეულის მოყვანას უწყობს ხელს.
== საქმიანობა ==
[[File:İlham_Əliyev_XXIV_Azərbaycan_Beynəlxalq_Qida_Sənayesi_və_XII_Azərbaycan_Beynəlxalq_Kənd_Təsərrüfatı_sərgilərində_12.jpg|thumb|180px|[[აზერბაიჯანის პრეზიდენტი]] [[ილჰამ ალიევი]] ასოციაციის საქმიანობის გაცნობისას, 2018 წლის 16 მაისი]]<ref name="PR-16.05.18">[https://president.az/articles/28610 İlham Əliyev XXIV Azərbaycan Beynəlxalq Qida Sənayesi və XII Azərbaycan Beynəlxalq Kənd Təsərrüfatı sərgiləri ilə tanış olub]. president.az, 16 May 2018</ref> ასოციაცია უზრუნველყოფს აზერბაიჯანული ბროწეულის ადგილობრივ და უცხოურ ბაზრებზე უწყვეტ მიწოდებას, წარმოებისა და დამუშავების ტექნოლოგიების გაუმჯობესებას, ნედლეულის გაუმჯობესებას და სხვ.<ref>{{Cite web |url=http://originar.az/en/kindOfPomegranate |title="Made in Azerbaijan" brand originar |accessdate=2020-10-28 |archiveurl=https://web.archive.org/web/20200218094100/http://originar.az/en/kindOfPomegranate |archivedate=2020-02-18 }}</ref><ref>[http://www.azpromo.az/news/view/azerbaijan-pomegranate-producers-and-exporters-association-held-a-session Azərbaycan Nar İstehsalçıları və İxracatçıları Assosiasiyasının iclası keçirilib]. azpromo.az, 27 September 2017 </ref>
2017 წლის დეკემბერში აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრმა, შაჰინ მუსტაფაევმა აზერბაიჯანის ბროწეულის მწარმოებელთა და ექსპორტიორთა ასოციაცია „წლის ყველაზე აქტიურ ასოციაციად“ დაასახელა.<ref>[http://qafqazinfo.az/news/detail/azerbaycan-nari-dunyada-layiqince-taninmaga-baslayib-ferhad-qarasov-fotolar-209069 "ANİİA" İqtisadiyyat naziri Şahin Mustafayev tərəfindən "İlin Ən Fəal Assosiasiyası" mükafatı ilə təltif edilib]. qafqazinfo.az, 26 January 2018</ref>.
== სერვისები ==
2016 წელს აბმეა-მ აზერბაიჯანში ბროწეულის ინდუსტრიის განვითარება და უცხოურ ბაზრებზე ფართო ექსპორტი უზრუნველყო. მის აქტივობებს შორისაა „Made in Azerbaijan“ ფარგლებში ბროწეულის წარმოება, ადგილობრივ მწარმოებელთა გაერთიანება, ასოციაციის წევრთათვის მხარდაჭერისა და ექსპორტიორთათვის საკონსულტაციო მომსახურბებეის უზრუნველყოფა.
ასოციაციის სერვისებს შორისაა: ბროწეულის მოყვანაში მაღალი ტექნოლოგიების გამოყენება; ადგილობრივ ფერმერთა უზრუნველყოფა უმაღლესი ხარისხის თესლებით, ღრმა საირიგაციო სისტემების დანერგვა, აგრო-ტექნიკური სამუშაოების ჩატარება ეკოლოგიური სუფთა და მაღალი ხარისხის ტექნოლოგიების გამოყენებით, ბროწეულის ბაღებში ეფექტური ფერტილიზაციის გამოყენებით ორგანული ფერტიზილაციის მეთოდების გამოყენება, პესტიციდებით ბრძოლის უკეთესი მიდგომების დანერგვა, პროდუქციის დანაკარგების პრევენციისთვის მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენება, სორტირების, დაფასოებისა და ეტიკეტირების მეთოდების გაუმჯობესება, ბროწეულის მწარმოებელთა მხარდაჭერა საჭირო დოკუმენტებისა და სხვა სერთიფიკატების მისაღებად, ლოჯისტიკაში საგანმანათლებლო საქმიანობები, წარმოების სფეროში უნარ-ჩვევების გასაუმჯობესებლად სპეციალიზებული კურსებისა და ცოდნის გაცვლითი კურსების უზრუნველყოფა და შიდა და გარე ბაზრების უზრუნველყოფა მაღალი ხარისხის პროდუქტით.
== „აზერბაიჯანის ბროწეულის“ მედალი ==
[[File:"Azərbaycan Narı" döş nişanı.png|link=File:%22Azərbaycan_Narı%22_döş_nişanı.png|right|thumb|180px|„აზერბაიჯანის ბროწეულის“ მედალი]]
2018 წლის დეკემბრიდან ასოციაცია [[აზერბაიჯანის პრეზიდენტი]]ს თანხმობით აზერბაიჯანის ბროწეულის მედლით აჯილდოებს იმ ადამიანებს, რომლებსაც აზერბაიჯანში ბროწეულის წარმოებისა და განვითარების სფეროში დიდი წვლილი მიუძღვით.<ref name="azerbaycan24.com">[https://www.azerbaycan24.com/azerbaycan-nari-dos-nisani-tesis-edildi-foto/ “Azərbaycan Narı” döş nişanı təsis edildi – Foto]. azerbaycan24.com, 28 December 2018</ref>. 2018 წლის 27 დეკემბერს მედლით დაჯილდოვდა აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, [[აკიფ ალიზადე]].<ref>[http://azedu.az/az/news/9839 Akif Əlizadə "Azərbaycan narı" döş nişanı ilə təltif olundu]. azedu.az, 28 December 2018</ref><ref>[http://bteb.science.gov.az/az/news/1370/ Akademik Akif Əlizadə "Azərbaycan narı" döş nişanı ilə təltif olunub]. ''Science''.gov.az, 28 December 2018</ref><ref>[http://ameaytp.az/en/index.php/component/content/article/88-son-x-b-r/307-academician-akif-alizadeh-awarded-the-azerbaijani-pomegranate-lapel-badge Academician Akif Alizadeh awarded the “Azerbaijani Pomegranate” lapel badge]</ref> 2019 წლის 3 მაისს ლაურეატი აზერბაიჯანის სახვითი ხელოვნების სახელმწიფო აკადემიის პრეზიდენტი, [[ომარ ელდაროვი]] გახდა.<ref>[https://www.azerbaycan24.com/ferhad-qarasov-xalq-ressamini-dos-nisani-ile-teltif-etdi-fotolar/ Fərhad Qaraşov Xalq rəssamını döş nişanı ilə təltif etdi – Fotolar]. azerbaycan24.com, 3 May 2019</ref>
== იხილეთ ასევე ==
[[ბროწეულის დღესასწაული]]
[[ბროწეული]]
== რესურსები ინტერნეტში ==
* {{official website|pomegranate.az/en}}
* {{facebook|aniia.official}}
* {{instagram|aniia.official}}
*[https://president.az/articles/38096 Letter from Farhad Garashov to President of Azerbaijan re. COVID-19, 11 May 2020]
== სქოლიო ==
{{სქოლიო}}
[[კატეგორია:აზერბაიჯანში დაფუძნებული არამომგებიანი ორგანიზაციები]]
[[კატეგორია:ბაქოში დაფუძნებული ორგანიზაციები]]
[[კატეგორია:აზერბაიჯანში დაფუძნებული ორგანიზაციები]]All content in the above text box is licensed under the Creative Commons Attribution-ShareAlike license Version 4 and was originally sourced from https://ka.wikipedia.org/w/index.php?oldid=4080885.
![]() ![]() This site is not affiliated with or endorsed in any way by the Wikimedia Foundation or any of its affiliates. In fact, we fucking despise them.
|