Revision 4083318 of "ბერის ტროპიკული შტორმი (2007)" on kawiki

{{ინფოდაფა ქარიშხალი
|სახელი           = ბერის ტროპიკული შტორმი
|აუზი          = Atl
|სურათი         = Barry 01 jun 2007 1905Z.jpg
|წარწერა        = ბერის ტროპიკული შტორმი 2007
|ჩამოყალიბდა         = 1 ივნისი, 2007
|გაიფანტა     = 2 ივნისი, 2007
||1-წუთიანი ქარი    = 50
|წნევა             = 997
|მსხვერპლი     = 1  პირდაპირ, 2 არაპირდაპირ
|ზიანი        = მინიმალური
}}

'''ბერის ტროპიკული შტორმი''' — იყო [[ტროპიკული ციკლონი]], რომელიც ძალიან მალე გაიზარდა. [[2007]] წლის იანვრის დასაწყისში [[ფლორიდა|ფლორიდაში]] მეწყერი ჩამოწვა. ამავე წლის ატლანტიკური ქარიშხლის სეზონის მეორე სახელწოდება ატლანტიკური შტორმი იყო. ბერის ტროპიკული შტორმი [[მექსიკის ყურე|მექსიკის ყურეში]] ჩამოყალიბდა და ჩრდილო-აღმოსავლეთით დაიწყო მოძრაობა 95კნ/სთ სიჩქარით. შემდეგ დასუსტდა და პირველად ხმელეთს ტამპის უბეში, ფლორიდაში მიაღწია. ბერი ადვილად დასუსტდა მას შემდეგ, რაც ძლიერმა ქარმა შტორმი და ელვა გამოიწვია. ბერი გადავიდა ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთ სანაპიროზე და 5 ივნისს მან უზარმაზარი ქარიშხალი წარმოქმნა. 

შტორმისგან გამოწვეულმა წვიმამ კუბასა და [[პინარ-დელ-რიოს პროვინცია|პინარ დელ რიოს პროვინციაში]] სამი ადამიანი დააზარალა და 55-მდე სახლი გაანადგურა.<ref name="efe62">{{cite web|author=''[[EFE]]''|year=2007|title=La tormenta tropical "Barry" baña con sus lluvias a Cuba|publisher=''Cuba Debate''|language=Spanish|accessdate=2007-06-02|url=http://www.cubadebate.cu/index.php?tpl=design/noticias.tpl.html&newsid_obj_id=9291}}</ref> ფლორიდის მშრალ ნაწილში ქარიშხალმა საშინელი წვიმა გამოიწვია. ავტოსაგზაო შემთხვევით ორი ადამიანი გარდაიცვალა. აღელვებულმა ზღვამ ფლორიდაში ერთი სერფინგისტი იმსხვერპლა. შტორმისგან მიყენებული ზიანი უმნიშვნელო იყო.

== ისტორია ==
[[ფაილი:Barry 2007 track.png|მინი|შტორმის მიმართულება]]
29 მაისს, Yucatán Peninsula-ს ამინდის სისტემამ წარმოქმნა პატარა არეალის მქონე ჭექა ქუხილი Yucatán Channel-ის თავზე.<ref name="529twd">{{cite web|author=Waddington|year=2007|title=May 29 Tropical Weather Discussion|publisher=National Hurricane Center|accessdate=2013-04-04|url=http://www.nhc.noaa.gov/archive/text/TWDAT/2007/TWDAT.200705291721.txt}}</ref> ჭექა ქუხილი უფრო და უფრო ძლიერდებოდა. 30 მაისს, ღრუბლების ნაკადმა ნიკარაგუიდან მექსიკის ყურის სამხრეთ ნაწილისკენ გადაინაცვლა.<ref name="530twd">{{cite web|author=John Cangialosi|year=2007|title=May 30 Tropical Weather Discussion|publisher=National Hurricane Center|accessdate=2013-04-04|url=http://www.nhc.noaa.gov/archive/text/TWDAT/2007/TWDAT.200705301728.txt}}</ref> კიდევ ერთმა ამინდის სისტემამ, რომელსაც ტროპიკული ტალღა ეწოდა, ამავე დღეს ძლიერი ქარიშხალი გამოიწვია. მეორე დღეს სისტემაში [[ციკლონი]] ჩამოყალიბდა. ქარიშხალი ჩრდილო-აღმოსავლეთით გადავიდა<ref name="tcr">{{cite web|author=Lixion Avila|year=2007|title=Tropical Storm Barry Tropical Cyclone Report|publisher=National Hurricane Center|accessdate=2007-06-22|url=http://www.nhc.noaa.gov/pdf/TCR-AL022007_Barry.pdf|format=PDF}}</ref> და ეტაპობრივად გაძლიერდა.<ref name="531twd2">{{cite web|author=John Cangialosi|year=2007|title=May 31 Tropical Weather Discussion (2)|publisher=National Hurricane Center|accessdate=2013-04-04|url=http://www.nhc.noaa.gov/archive/text/TWDAT/2007/TWDAT.200705311741.txt}}</ref> ეპიცენტრში ასევე წარმოიქმნა ახალი ჭექა ქუხილის ნაკადი, რამაც გამოიწვია ტროპიკული დეპრესია.<ref name="tcr"/> ტროპიკული დეპრესია ქარიშხლის ერთ-ერთი სახეობაა. 


ტროპიკულმა დეპრესიამ წარმოქმნა გრიგალური არეალი, მოულოდნელი ძლიერი ქარითა და წვიმით. ქარიშხლის საწინააღმდეგოდ განკუთვნილი თვითმფრინავი შეფრინდა ეპიცენტრში, რათა შეეგროვებინა ინფორმაცია ციკლონის შესახებ.<ref name="61two">{{cite web|author=Avila|year=2007|title=June 1 Tropical Weather Outlook|publisher=National Hurricane Center|accessdate=2013-04-04|url=http://www.nhc.noaa.gov/archive/text/TWOAT/2007/TWOAT.200706011504.txt}}</ref> თავდაპირველად ტროპიკული დეპრესია ტროპიკული და სუბტროპიკული ციკლონი იყო. 1 ივნისს, National Hurricane Center-მა ამ ქარიშხალს ბერის ტროპიკული შტორმი უწოდა. ამ პერიოდში ბერი Key West-დან 375 კილომეტრში იმყოფებოდა.<ref name="disc1">{{cite web|author=Avila|year=2007|title=Tropical Storm Barry Discussion One|publisher=National Hurricane Center|accessdate=2007-06-01|url=http://www.nhc.noaa.gov/archive/2007/al02/al022007.discus.001.shtml}}</ref> მან სწრაფადვე გადაინაცვლა ჩრდილოეთისკენ.<ref name="disc1"/> 2 ივნისს მისი ქარის სიჩქარემ 95კმ/სთ-ს მიაღწია.<ref name="tcr"/>

მას შემდეგ, რაც შტორმმა სიძლიერის პიკს მიაღწია, ძლიერმა ქარიშხალმა ტროპიკული ციკლონისგან ყველაზე დიდი წვიმის ნაკადი წამოიღო.<ref name="disc2">{{cite web|author=Avila|year=2007|title=Tropical Storm Barry Discussion Two|publisher=National Hurricane Center|accessdate=2007-06-01|url=http://www.nhc.noaa.gov/archive/2007/al02/al022007.discus.002.shtml}}</ref> სისტემის ცენტრმა მოიმატა სიგრძეში, რასაც მისი დასუსტება მოყვა. როდესაც იგი ხმელეთზე ავიდა, მისმა სიძლიერემ კიდევ უფრო იკლო. მოგვიანებით, National Hurricane Center-მა განაცხადა, რომ შტორმი არსებობას ფლორიდის ჩრდილოეთ ნაწილში შეწყვეტდა.<ref name="disc5">{{cite web|author=Avila|year=2007|title=Tropical Storm Barry Discussion Five|publisher=National Hurricane Center|accessdate=2007-06-01|url=http://www.nhc.noaa.gov/archive/2007/al02/al022007.discus.005.shtml}}</ref> ქარიშხლის ნარჩენებმა ჩრდილოეთისკენ იწყეს სვლა. 3 ივნისს, იგი სანაპიროსკენ გაემართა, ამჯერად სამხრეთ კაროლინაში.<ref name="hpcpa7">{{Cite web|author=Rubin-Oster|year=2007|title=Public Advisory Number 7 for Remnants of Barry|publisher=Hydrometeorological Prediction Center|accessdate=2013-04-04|url=http://www.hpc.ncep.noaa.gov/tropical/tropical_advisories.php?storm=BARRY&adnum=7&dt=2007060309&status=remnants}}</ref> 4 ივნისს, ექსტრა ტროპიკული სისტემა ახალ ინგლისში შევიდა.<ref name="hpcpa13">{{Cite web|author=Fracasso|year=2007|title=Public Advisory Number 13 for Remnants of Barry|publisher=Hydrometeorological Prediction Center|accessdate=2013-04-04|url=http://www.hpc.ncep.noaa.gov/tropical/tropical_advisories.php?storm=BARRY&adnum=13&dt=2007060421&status=remnants}}</ref> მოგვიანებით, 5 ივნისს, ციკლონის ნარჩენებმა გადაინაცვლეს ამერიკის შეერთებული შტატების საზღვრის მახლობლად და კანადის პროვინციის, კვებეკის საზღვართან.<ref name="tcr"/>

== მზადება ==
[[ფაილი:Barry 2007 rainfall.gif|მინი|ბერის შტორმის მიერ გამოწვეული წვიმის ნაკადი]]
როდესაც ბერი დასახელდა, როგორც ტროპიკული შტორმი, National Hurricane Center-მა გაავრცელა გაფრთხილება შტორმის შესახეფ ფლორიდის დასავლეთ სანაპიროზე, ბონიტას სანაპიროდან ქეითონ პლაჟის გავლით. ასევე ისინი აკვირდებოდნენ ქარიშხლის მდგომარეობას ქეითონ პლაჟიდან, სამხრეთით, სეინთ მარკსის მიმართულებით.<ref name="pa1a">{{cite web|author=Avila|year=2007|title=Tropical Storm Barry Public Advisory One-A|publisher=National Hurricane Center|accessdate=2007-09-25|url=http://www.nhc.noaa.gov/archive/2007/al02/al022007.public_a.001.shtml?}}</ref> ქარიშხლის მოახლოვებაზე ასევე გაფრთხილებულნი იყვნენ: შარლოტი, ციტრუსი, დესოტო, ჰარდი, ჰერნანდო, მაღალმთიანეთი, ლი, ლევი, მანატე, პასკო, პინელასი, პოლკი, სარასოტა და სუმტერის ქვეყნები. ქარიშხლის გაძლიერებამ კიდევ უფრო გაზარდა წყლის აღელვების რისკი, ამიტომ ჩინოვნიკებმა გააფრთხილეს მოცურავეები, რომ არ შესულიყვნენ წყალში მანამ, სანამ შტორმი არ დასრულდებოდა.<ref name="Ruskin">{{Cite web|author=Ruskin, FL National Weather Service|year=2007|title=Tropical Storm Local Statement|accessdate=2007-06-01|url=http://www.weather.unisys.com/hurricane/archive/07060200}}</ref> ისინი კვლავ აგრძელებდნენ ტორნადოზე დაკვირვებას და შტატების სამხრეთით მორიგეობდნენ, თუმცა ტორნადო მალევე შესუსტდა და ამის აუცილებლობას აღარ მოითხოვდა.

ექსტრატროპული ციკლონის შემდეგ, ეროვნულმა ამინდის სააგენტომ წყალდიდობის გასაფრთხილებელი შეტყობინებები გააგზავნა:<ref name="hpcpa7"/> სამხრეთ კაროლინაში, ჩრდილო-აღმოსავლეთ კაროლინაში, სამხრეთ ვირჯინიაში და სამხრეთ მერილენდში. გაფრთხილებები ასევე გააგზავნეს: სამხრეთ პენსილვანიაში, ჩრდილოეთ დელავერში, ჩრდილოეთ ნიუ ჯენსში, აღმოსავლეთ ცენტრალურ ნიუ-იორკში და ახალი ინგლისის სამხრეთით. კონსულტაციები ქარის შესახებ ასევე გაიგზავნა ჯორჯიას შტატის ზოგიერთ ნაწილში.<ref>{{cite web|author=|title=Tropical Storm Barry Event Report for Georgia|year=|publisher=National Climatic Data Center|accessdate=2008-11-19|url=http://www.ncdc.noaa.gov/stormevents/eventdetails.jsp?id=42575}}</ref>

== ზიანი ==
=== ფლორიდა ===
ბერის ქარიშხალმა გამოიწვია ძლიერი წვიმა ფლორიდის ტერიტორიაზე, ყველაზე მეტი ნალექი დაგროვებული იყო პალმის პლაჟის საერთაშორისო აეროპორტში (178 მმ). სხვა ადგილებში ნალექიანობა 75 მმ.-ს არ აღემატებოდა.<ref name="hpcpa7"/> წვიმამ ხელი შეუწყო გვალვის პრობლემის მოგვარებას. წვიმის ხარჯზე მოხდა ასევე ტყეებში არსებული ხანძრის ლიკვიდაციაც. ბრევარდის რაიონში ძლიერმა წვიმამ გამოიწვია სატრანსპორტო გზის შუა ნაწილის ჩაშლა და დიდი ზომის ხვრელის წარმოქმნა.<ref name="ft63">{{cite web|author=Susanne Cervenka|year=2007|title=Barry brings precious gift of rain|publisher=''Florida Today''|accessdate=2007-06-03|url=https://web.archive.org/web/20070606070121/http://www.floridatoday.com/apps/pbcs.dll/article?AID=/20070603/NEWS01/706030336/1006}}</ref> 95-ე გზატკეცილზე წვიმამ ასევე გამოიწვია მსგავსი ხვრელის წარმოქმნა, რის გამოც გზა ორმხრივად ჩაიკეტა. სველი და სრიალა გზის გამო შტატებში ძალიან ბევრი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ბრევარდსა და ვოლუსიის რაიონებში მძღოლები ავტოსაგზაო შემთხვევების გამო გარდაიცვალნენ.  4-ე გზატკეცილზე ცუდი ამინდის გამო ტრაილერი მოაჯირებიდან გადავარდა.<ref>{{cite web|author=''WFTV-9''|year=2007|title=Barry Downgraded After Soaking Central Florida|accessdate=2007-06-03|url=http://www.wftv.com/news/weather/barry-downgraded-after-soaking-central-florida/nJryD/|archiveurl=https://web.archive.org/web/20120813101849/http://www.wftv.com/news/weather/barry-downgraded-after-soaking-central-florida/nJryD/|archivedate=2012-08-13}}</ref>
ქარიშხალმა გამოიწვია შტორმი ზღვაში, რომელიც მიუყვებოდა ფლორიდის სანაპიროდან ქლეარვოთერის სანაპირომდე. ტალღებმა გამოიწვიეს უმნიშვნელო რაოდენობით სანაპიროს ეროზია. მაღალმა ბიძგებმა ასევე გამოიწვია ტამპა ბეის მახლობლად არსებული სატრანსპორტო გზების დატბორვა. ინდოეთის სანაპიროზე აღელვებული წყლის ნაკადმა ერთი ქალი იმსხვერპლა.<ref>{{cite web|author=|title=Tropical Storm Barry Event Report for Florida|year=|publisher=National Climatic Data Center|accessdate=2013-04-04|url=http://www.ncdc.noaa.gov/stormevents/eventdetails.jsp?id=36851}}</ref>


ბერის ქარიშხალმა ფლორიდაში ძლიერი ქარი გამოიწვია, რომელიც მოძრაობდა 76 კმ/სთ სიჩქარით სამხრეთ სანაპიროდან შტატების მიმართულებით.<ref name="ap622">{{cite web|author=''Associated Press''|year=2007|title=Tropical Storm Barry brings rain to Florida|accessdate=2007-06-02|url=http://www.dallasnews.com/sharedcontent/dws/news/nationworld/stories/060307dnnattsbarry.c156f.html|archiveurl=https://web.archive.org/web/20070930023506/http://www.dallasnews.com/sharedcontent/dws/news/nationworld/stories/060307dnnattsbarry.c156f.html|archivedate=2007-09-30}}</ref> ქარმა დაგლიჯა ხეები და გაანადგურა ძალიან ბევრი რამ.<ref>{{cite web|author=Tiffany Pakkala|year=2007|title=Barry dumps 5 inches of rain on area|publisher=''The St. Augustine Record''|accessdate=2007-06-03|url=http://staugustine.com/stories/060307/news_4633795.shtml}}</ref> ქაროლვუდში ერთი ადამიანი დაშავდა იმის გამო, რომ მის სახლს ხე დაეცა. შტორმმა შექმნა მინიმუმ ორი ტორნადო, ასევე დააზიანა და გაანადგურა ღობეები და ელექტროგადამცემი ხაზები. ერთმა ტორნადომ გოულდსში, ფლორიდაში 2 000 ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა.

==რესურსები ინტერნეტში==
* {{NHC TCR url|id=AL022007_Barry|title=NHC Tropical Cyclone Report for Barry}}
* [http://www.wpc.ncep.noaa.gov/tropical/rain/barry2007.html HPC rainfall page for Barry]


==სქოლიო==
{{სქოლიო}}

[[კატეგორია:ბუნებრივი მოვლენები]]