Revision 4089590 of "ლათიფ ქერიმოვი" on kawiki

{{ვიკი}}
{{ინფოდაფა მხატვარი}}

'''ლიატიფ ჰუსეინ ოღლი კერიმოვი''' ({{lang-az|Lətif Hüseyin oğlu Kərimov}}; 1906—1991) — აზერბაიჯანელი ხალიჩისმქსოველი, ცნობილი როგორც აზერბაიჯნული ხალიჩისქსოვაში, ასევე ხელოვნების სხვა მრავალი განხრით საკუთარი ღვაწლის შეტანით[2]. აზერბაიჯანის სსრ სახალხო მხატვარი (1960). სტალინის პრემიის პირველი ხარისხის ლაურეატი (1950). კპსს წევრი 1945 წლიდან.

== ბიოგრაფია ==
=== ადრეული წლები ===
ლიატიფ კერიმოვი რუსეთის იმპერიის ელიზავეტპოლის გუბერნიის ქალაქ შუშაში 1906 წლის 4 (17 ნოემბერს) დაიბადა. მისი მამა, მეშადი ჰუსეინი, მექუდე იყო, ხოლო დედა, თელი, — ხალიჩის მქსოველი. 1910 წელს ოჯახი ირანში ქალაქ მეშხედში გადავიდა საცხოვრებლად, და დასახლდა ყარაბახის კვარტალში. 14 წლის ასაკში ადგილობრივი მედრესის დამთავრების შემდეგ ლიატიფ კერიმოვმა ხალიჩების მაღაზიაში დაიწყო მუშაობა და ხალიჩებისქსოვის ხელოვნების სწავლა დაიწყო (საკუთრი დედის კვალს გაჰყვა). თავისი ხალიჩების დემონსტრირების პროცესში მთელი ირანის ტერიტორიაზე იმოგზაურა. ამის გარდა, კერიმოვს მრავალფეროვანი ინტერესები იზიდავდა, ბოქსიდან და ლიტერატურიდან დაწყებული შემსრულებლობით ხელოვნებამდე. თეირანში საბჭოთა საკონსულომ მას რუსული კულტურული კლუბის წევრობა შესთავაზა, სადაც საბოლოო ჯამში ის თამაშობდა უზეირ გაჯიბეკოვის პიესებში და ჩამოაყალიბა აზერბაიჯანული მომღერალთა გუნდი.<ref name="bakupages">[http://www.bakupages.com/blg-list.php?blg_id=3&id=58613&cmm_id=939&usp_id=0 Лятиф Керимов]. ''Bakupages.com''</ref>

=== საბჭოთა პერიოდი ===
სსრკ-ში დაბრუნების შემდეგ ლიატიფ კერიმოვი დასახლდა ქალაქ შუშაში თავის მშობლიურ სახლში და იქორწინა გოგონაზე სახელად შოვკეტი. აქ ის დაინიშნა ხალიჩების ფაბრიკის ინსტრუქტორად იმპორტის მიმართულით. ამას გარდა, დააარსა და ატარებდა ხალიჩების ქსოვის კურსებს ირანული მეთოდით, რომელიც აქამდე ყარაბახელი ხალიჩის მქსოველებისათვის უცნობი იყო. სტუდენტებისათვის მოგვიანებით შექმნა ანალოგიური კურსები გუბეში და ბაქოში.

ხალიჩების გარდა კერიმოვი წარმატებულად მუშაობდა იუველირულ ნაკეთობებზე, ხის ნაკეთობათა შექმნაზე, შენობების დეკორატიულ ინტერიერის მოწყობაზე. 1940-იან წლებში, როდესაც კერიმოვი დაკავებული იყო ნიზამის სახელობის მუზეუმის ინტერიერის მოწყობით, დიდი სამამულო ომი დაიწყო, და ის მიწვეული იქნა აზერბაიჯანის სახელმწიფო რადიოში ახალი ამბების წამყვანის რანგში. 1945 წელში აზერბაიჯანის მეცნიერებათა ნაციონალური აკადემიის ხელოვნების და არქიტექტურის ინსტიტუტში გამოსახულებითი ხელოვნებისა კათედრის გამგედ დაინიშნა. 1947 -დან 1977 წლების პერიოდში შეადგინა აღმოსავლური მუსიკის ლექსიკონი. 1954 წელს თავისი შემოქმედების პირველი პერსონალური გამოფენა მოაწყო, რომელშიც შევიდა ხალიჩები, არქიტექტურული სამკაულები, ხეში გამოკვეთილი ფიგურები, ფაიფურის ვაზები, იუველირული ნაკეთობები, გრაფიკული ელემენტები. 1955 წელს «აზერბაიჯანის ხელოვნებათა დამსახურებული მოღვაწის» წოდება მიენიჭა. საკუთარი ძალისხმევითა და ენტუზიაზმით 1967 წელს ქალაქ ბაქოში შექმნა ხალიჩებისა და ხალხურ-ნაკეთობათა აზერბაიჯანის სახელმწიფო მუზეუმი, მთელს მსოფლიოში ამ სახის პირველი მუზეუმი. 1991 წლიდან მუზეუმი მის საპატივცემულოდ მის სახელს ატარებს.<ref>Ройя Тагиева. Ковровых дел кудесник // IRS-Наследие. — 2006. — Вып. 23. — С. 26—29.</ref> კერიმოვის მიერ შექმნილი ზოგიერთი ხალიჩა ანკარის, სტამბოლისა და თეირანის მუზეუმებში ინახება.<ref>[http://www.azer.com/aiweb/categories/magazine/82_folder/82_articles/82_carpet_museum.html Carpets Made to Last: A Walk Through Baku’s National Carpet Museum] by Farida Sadikhova. ''Azerbaijan International''. Summer 2000 (8.2); p. 56-59. 5.12.2008</ref>.

=== ბიოგრაფია ===
1961 წელს გამოვიდა კერიმოვის წიგნის «აზერბაიჯანული ხალიჩა» პირველი ტომი. წიგნში შევიდა ავტორის მიერ აღმოსავლური ხალიჩების გარშემო 35-წლიანი კვლევების შედეგად მიღებული შედეგები. წიგნში დატანილია ხალიჩის ორნამენტების 1300-ზე მეტი განსხვავებისა და ელემენტის გაშიფვრა. ეს წიგნი გახდა სამაგიდო ძალიან ბევრი ხალიჩის მქსოველისათვის, კერძო კოლექციონერისათვის და აღმოსავლური ხალიჩის სპეციალისტისათვის. ამ წიგნმა უდიდესი როლი შეასრულა წიგნის «აღმოსავლური ხალიჩების პუნქტების რუქა» შექმნაში — ის იყო 1974 წელს.ინგლისში შექმნილი გამოცემის მთავარი კონსულტანტი. წიგნი-რუქის შექმნის იდეა წამოყენებული იქნა ლონდონის აღმოსავლური ხალიჩის გაერთიანების კომპანია «OSM»-ის მიერ. 2001 წელს, უკვე კერიმოვის გარდაცვალების შემდეგ, მის მიერ შექმნილი ხალიჩების, დიზაინერული პროექტების და ერთობლივი ადრეული გამოკვლევების საფუძველზე, შვეიცარული გამომცემლობითი სახლი ულმკეს მიერ გამოცემული იქნა სიავუშა აზადის, ლიატიფა კერიმოვის და ვერნერ ზოლინგერის წიგნი «აზერბაიჯანული კავკასიური ხალიჩები».<ref>{{Cite web |url=http://www.cmgbooksandart.com/?page=shop%2Fflypage&product_id=14205&CLSN_253=12539271912536d0982bce4db142e804 |title=Siawosh AZADI; Latif KERIMOV; Werner ZOLLINGER. Azerbaijani-Caucasian Rugs. Switzerland Ulmke Collection 2001. ISBN 3925813101 / 9783925813108 |accessdate=2020-12-14 |archiveurl=https://web.archive.org/web/20160731181053/http://www.cmgbooksandart.com/?page=shop%2Fflypage&product_id=14205&CLSN_253=12539271912536d0982bce4db142e804 |archivedate=2016-07-31 }}</ref>

== გალერეა ==
<center>
<gallery>
Azerbaijani carpet LENIN Latif Kerimov.jpg|"ლენინის" ხალიჩა, 1957 წ.
Azerbaijani carpet BAHAR Latif Kerimov.jpg|"გაზაფხულის" ხალიჩა, 1967 წ.
Azerbaijani carpet AGADJLI Latif Kerimov.jpg|"აღაჯლი" ხალიჩა, 1974 წ.
</gallery>
</center>

== ჯილდოები და პრემიები ==
პირელი ხარისხის [[სტალინური პრემია]] (1950) — [[იოსებ სტალინი|ი. ბ. სტალინის]] 70-წლისთავზე მიძღვნილი ხალიჩისათვის (1949).

== ხსოვნა ==
2006 წელს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილხამ ალიევმა გამოსცა განსაკრგულება, აზერბაიჯანის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს და აზერბაიჯანის მეცნიერებათა ნაციონალური აკადემიის<ref>[http://www.science.gov.az/en/index.php?id=1162 Order of the President of the Republic of Azerbaijan on the 100th anniversary of Latif Karimov]{{Dead link|date=იანვარი 2021 |bot=InternetArchiveBot }}{{ref-en}}</ref> თანადგომით, ლიატიფ კერიმოვის დაბადებიდან ასი წლისთავის აღნიშვნის შესახებ. 2006—2007 წლებში ხალიჩების ხელოვნების ოსტატის 100-წლისთავი ჩართულ იქნა იუნესკოში ღირსშესანისნავ თარიღთა სიაში.<ref>{{Cite web |url=http://mirtv.ru/content/view/6672/11/ |title=В Баку отмечают 100-летие Лятифа Керимова |accessdate=2020-12-14 |archiveurl=https://web.archive.org/web/20091120195258/http://mirtv.ru/content/view/6672/11/ |archivedate=2009-11-20 }}</ref>

==სქოლიო==
{{სქოლიო}}

[[კატეგორია:სტალინური პრემიის ლაურეატები]]
[[კატეგორია:შრომის წითელი დროშის ორდენის კავალრები]]
[[კატეგორია:ხალხთა მეგობრობის ორდენის კავალრები]]