Revision 4098102 of "მეგი გაბუნია" on kawiki{{ინფოდაფა პიროვნება
|სახელი = მეგი გაბუნია
|ფოტო =
|ფოტოს სიგანე = 250პქ
|დაბსახელი=
|დაბთარიღი={{დაბადების თარიღი და ასაკი|1981|04|23}}
|დაბადგილი=[[თბილისი]], [[საქართველოს სსრ]]
|ეროვნება=[[ქართველები|ქართველი]]
|მოქალაქეობა= {{დროშა|საქართველო}}
|განათლება=უმაღლესი
|ალმა-მატერი=[[თბილისის სამხატვრო აკადემია]]
|მოღვაწეობა=
|საქმიანობა=მოდელიერი<br>დიზაინერი
|მეუღლეები=
|შვილები=
|მამა=ზურაბ გაბუნია
|დედა=მანიჟა გაბუნია
}}
'''მეგი გაბუნია''' (დ. [[23 აპრილი]] [[1981]], [[თბილისი]], [[საქართველო]]) — [[ქართველი]] მოდის დიზაინერი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. 2016 წლიდან დღემდე არის M.G.-ის მთავარი დიზაინერი და პირველი არხის პროექტის „[[გააგრძელე საქართველოს ისტორია]]“ კოსტიუმების მხატვარი.
== ბიოგრაფია ==
მეგი გაბუნია დაიბადა ქალაქ [[თბილისი|თბილისში]]. განათლება მიიღო თბილისის 48-ე საშუალო სკოლაში, შემდგომ ჩააბარა [[თბილისის სამხატვრო აკადემია|თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში]]. [[ბაკალავრი|ბაკალავრიატი]] და [[მაგისტრატურა]] დაამთავრა მოდელირების ფაკულტეტზე, ტყავ-გალანტერიისა და ტრიკოტაჟის მიმართულებით, წითელ დიპლომზე. ამავე პერიოდში იყო პრეზიდენტის სტიპენდიანტი.
მეგი გაიზარდა თბილისში, მხატვრის ოჯახში. მომავალი დიზაინერის მამა, ზურაბ გაბუნია, ასწავლიდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში და ქართველ მხატვართა კავშირის წევრია. დედა მანიჟა გაბუნია, პროფესიით ქიმიკოსია. ჰყავს ორი და, ლიკა და ანა. მეგიმ პირველი კაბა 6 წლის ასაკში შეკერა.
18 წლიდან მეგი მუშაობდა ფეხსაცმლის სხვადასხვა კერძო ატელიეში, სადაც მან ტყავზე მუშაობის გამოცდილება მიიღო. 2006-2009 წლებში ჰქონდა ფეხსაცმლის ინდივიდუალური კერვის სალონი; მუშაობდა ფეხსაცმლის მასიური წარმოების ქარხნებში დიზაინერად; [[2010]] წლიდან მუშაობა გააგრძელა რუსთავის ტყავის საწარმოში სახელად „[[Philimaska]]”, საცალო გაყიდვების კოორდინატორად და საცალო მაღაზიის დირექტორის თანამდებობაზე. რამდენიმე წელი კი ინტერიერის დიზაინზეც იმუშავა.
მეგი გაბუნია 2016 წელს მიიწვიეს პირველი არხის პროექტში „გააგრძელე საქართველოს ისტორია“. ტელესერიალში გამოყენებული ყველა კოსტიუმი თავადვე შექმნა შუა საუკუნეების პერიოდის ხასიათში — ნატურალური ბეწვის, ტყავისა და ლითონის გამოყენებით. მოგვიანებით მეგიმ ასევე კოსტიუმების მხატვრად იმუშავა პროექტზე „დღეები და ღამეები“, რომელიც ათ დამოუკიდებელ ფილმს მოიცავს და გადაღებულია [[აკა მორჩილაძე|აკა მორჩილაძის]] პიესების მიხედვით.
[[2016]] წლის 15 ოქტომბერს შექმნა საკუთარი ბრენდი „[[M.G]]“ და 2017 წელს საქართველოს მოდის კვირეულზეც წარადგინა. საქართველოს ისტორიის თემა შეიტანა სამოსში და შექმნა პროექტი „ისტორიის მცველები“, შუა საუკუნეების კოსტიუმები ჩააცვა ცნობილ ქართველ მსახიობებს და დადგა წარმოდგენა; ფოტომასალა გადაიტანა ქსოვილზე და შექმნა სამოსი, რომელზეც ქვეყნის ისტორიაა ასახული.
ცხოვრობს თბილისში, 2 ქალიშვილთან ერთად.
== რესურსები ინტერნეტში ==
* {{cite web|url=http://wom.ge/?p=15564|title=მეგი გაბუნიას ტყავის აქსესუარები|work=რუბრიკა დიზნესი და მარკეტინგი|author=სტატია wom.ge|publеisher=[http://wom.ge/ World Of Marketing]|accessdate=2017-10-09|archiveurl=https://web.archive.org/web/20171201044917/http://wom.ge/?p=15564|archivedate=2017-12-01}}
* {{cite web|url=https://www.kvirispalitra.ge/public/36842-megis-meomrebi.html|title=მეგის მეომრები|work=სტატია|author=ნინო წიფურია|publisher=ჟურნალი [[კვირის პალიტრა]]|date=4 სექტემბერი, 2017|ref=}}
* {{cite web|url=http://musicbox.ge/gadacema/ra-tendenciebs-gvtavazobs-dizianeri-megi-gabunia-maghazia-m-g-is-gakhsna-akhal-aghmashenebelze/|title=რა ტენდენციებს გვთავაზობს დიზიანერი მეგი გაბუნია – მაღაზია M.G -ის გახსნა ახალ აღმაშენებელზე|work=ვიდოე რეპორტაჟი|author=MusicBox TV|publisher=musicbox.ge|date=დეკემბერი 12, 2016}}
* {{cite web|url=https://www.imedi.ge/ge/video/9423/imedis-dge--7-ivnisi-2017-tseli#!?from=1496275200&page=3&to=1499817600|title=საბრძოლო იარაღები და სამოსი-დიზაინერის სპეციფიკური ტექნიკა|work=ვიდეორეპორტაჟი, გადაცემა „იმედის დღე“, [[რუსთავი 2]]|author=Imedi TV|publisher=ტელევიზია "Imedi"|date=7 ივნისი, 2017}}
{{DEFAULTSORT:გაბუნია, მეგი}}
[[კატეგორია:დაბადებული 23 აპრილი]]
[[კატეგორია:დაბადებული 1971]]
[[კატეგორია:ქართველი დიზაინერები]]
[[კატეგორია:თბილისში დაბადებულები]]All content in the above text box is licensed under the Creative Commons Attribution-ShareAlike license Version 4 and was originally sourced from https://ka.wikipedia.org/w/index.php?oldid=4098102.
![]() ![]() This site is not affiliated with or endorsed in any way by the Wikimedia Foundation or any of its affiliates. In fact, we fucking despise them.
|