Revision 4098204 of "მეორედ მოსვლა" on kawiki

[[ფაილი:Icon second coming.jpg|thumb|300px|მეორედ მოსვლის [[საბერძნეთი|ბერძნული]] [[ხატი]]. მიახლ. [[1700]]]]
ესქატოლოგიურ მოვლენათა ზოგადი აღწერა მოცემულია [[ძველი აღთქმა|ძველ აღთქმაში]];  კონკრეტულად კი წინასწარმეტყველ [[დანიელის წიგნი|დანიელის წიგნში]]. ძველი აღთქმისეული ესქატოლოგიის გაგრძელებას და მის კულმინაციას კი წარმოადგენს იოანეს გამოცხადება (აპოკალიფსისი). წიგნში აღწერილია მოვლენები, რაც [[იესო ქრისტე]]ს დედამიწაზე მოერედ მოსვლის ჟამს უნდა მოხდეს და რასაც უამრავი კატაკლიზმები<ref>([http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agtqma/apokalips-16.htm გამოცხ. 16,18-21])</ref> და სასწაულები<ref>([http://www.orthodoxy.ge/tserili/mtskheturi/iov1-3.htm იოელი 2,28-31])</ref> უნდა მოჰყვეს (ციური ცეცხლი, მკვდრების აღდგომა<ref>([http://www.orthodoxy.ge/tserili/mtskheturi/dan11-14.htm დან. 12,2]); ([http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agtqma/apokalips-20.htm გამოცხ. 20,13])</ref>, ანგელოზთა გამოცხადება), ამიტომაც, სიტყვა აპოკალიფსი ხშირად სამყაროს დასასრულად და პლანეტარული მასშტაბის კატასტროფის სინონიმად აღიქმება. ამ სიტყვიდან წამოვიდა ტერმინები [[აპოკალიპტიკა]] და [[პოსტაპოკალიპტიკა]], რაც [[სამეცნიერო ფანტასტიკა|სამეცნიერო ფანტასტიკის]] ჟანრია და დედამიწაზე რაიმე გლობალური კატასტროფის დროს ან შემდგომდროინდელ მოვლენებს აღნიშნავს. 

ბიბლიის მიხედვით მეორედ მოსვლა მოხდება მას შემდეგ, რაც ადამიანები დაივიწყებენ ჭეშმარიტ ღმერთს, გარყვნილება და სხვადასხვაგვარი ურჯულოებანი მომრავლდება<ref>''(2 თეს. 2:3; 1 ტიმ. 4,1)''</ref>, ამას მოჰყვება ცრუ ქრისტეს - [[ანტიქრისტე]]ს<ref>([http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agtqma/2tesalonikelta-2.htm 2თეს. 2:3-10])</ref> მოსვლა დედამიწაზე<ref>([http://www.orthodoxy.ge/tserili/mtskheturi/dan6-10.htm დან. 7,7-8])</ref>. ეშმაკი შევა 12 წლის ბიჭში. წინასწარმეტყველების მიხედვით ეს ბიჭი იქნება ეროვნებით ებრაელი მრუში ქალის<ref>([http://www.orthodoxy.ge/tserili/biblia/fsalmunni/fsalmunni-7.htm ფსალ. 7:15])</ref> შვილი (სავარაუდოდ წარმოიშვება [[დანი]]ს<ref>([http://www.orthodoxy.ge/tserili/biblia/dabadeba/dabadeba-49.htm დაბადება 49,17])</ref>, [[იაკობი (ძველი აღთქმა)|იაკობის]] ერთ-ერთი ძის ტომისაგან)<ref>([http://www.orthodoxy.ge/tserilebi/chernigoveli.htm ანტიქრისტესა და უკანასკნელ ჟამზე])</ref>, იგი აიძულებს ყველა ადამიანს, დიდსა თუ პატარას მიიღოს მხეცის ნიშანი შუბლზე ან მარჯვენა ხელზე, ამით მოიპოვებს მსოფლიო ძალაუფლებას და კონტროლს ადამიანებზე<ref>([http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agtqma/apokalips-13.htm გამოცხ. 13,16-18])</ref>. სავარაუდოდ ანტიქრისტე თითქოს მშვიდობის დასამყარებლად მოვა, მაგრამ რეალურად მხოლოდ ომს, უბედურებასა და შიმშილს მოიტანს. ქრისტეს ორი მოწაფე ათას ორას სამოცი დღე ამხელს მას<ref>([http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agtqma/apokalips-11.htm გამოცხ. 11:3-13]); ([http://www.orthodoxy.ge/tserili/mtskheturi/zaq1-5.htm ზაქ. 4:1-3; 11-14])</ref>, იგი ჰყოფს ბრძოლას წმიდათა მიმართ <ref>(დან. 7:8)</ref>, სძლევს მათ<ref>(გამოცხ. 11:7)</ref> და გაბატონდება ქვეყნიერებაზე 1,290 დღეს <ref>(დან. 12:11-12)</ref>, სანამ ”უფალი იესო შემუსრავს თავის ბაგეთა სულით და განაქარებს თავისი სხივოსანი გამოცხადებით”<ref>(2თეს. 2:8)</ref>. დაახლოებით სამ წლიანი მმართველობის შემდეგ  მას დაამარცხებს წმინდა "კრავი" და სატანას 1000 წლით დაატყვევებენ<ref name="გამოცხადება">([http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agtqma/apokalips-19.htm გამოცხ. 19,20] [http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agtqma/apokalips-20.htm გამოცხ. 20,1-2])</ref>. ის ადამიანები კი, რომლებმაც თავის დროზე მიიღეს მხეცის ნიშანი და თაყვანი სცეს ეშმაკს, სასტიკად დაისჯებიან ღვთის მიერ<ref>([http://www.orthodoxy.ge/tserili/mtskheturi/mal1-4.htm მალაქ. 4,1])</ref>. 

დედამიწაზე მოსახლეობის მესამედი ამოწყდება, ადამიანები დაუწყებენ ღმერთს გმობასა და გაკიცხვას თავიანთი ჭრილობების გამო. როგორც დანიელ წინასწარმეტყველი გვამცნობს<ref>([http://www.orthodoxy.ge/tserili/mtskheturi/dan11-14.htm დან. 12,11])</ref>, [[ანტიქრისტე]] 1290 დღეს იმეფებს. ამის შემდეგ ის ცოცხლად იქნება გეენაში, ცეცხლისა და გოგირდის ტბაში ჩაგდებული<ref name="გამოცხადება"/>, მაგრამ ეს ქვეყანა ერთბაშად არ დაასრულებს არსებობას, ადამიანებს კვლავ მიეცემათ 40 დღე ცოდვების მოსანანიებლად. მერე კი მოიწევს აღსასრული ამა სოფლისა, თუმცა მთლიანად სამყაროს ფიზიკური აღსასრული გამოცხადების მიხედვით იქნება მას შემდეგ, რაც [[სატანა]]ს ცოტა ხნით გაათავისუფლებენ 1000 წლიანი ტყვეობის შემდეგ, რათა მან კვლავ აცდუნოს ადამიანები, იგი შეყრის ადამიანებს ღვთის წინააღმდეგ საბრძოლველად, თუმცა დამარცხდება და  უკვე ცეცხლისა და გოგირდის ტბაში ჩააგდებენ სამუდამოდ<ref>([http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agtqma/apokalips-20.htm გამოცხ. 20,8-10])</ref>, ამის შემდეგ გაჩერდება დრო, აღარ იქნება სამყარო მატერიალური თვალსაზრისით, დედამიწა თავიდან შეიქმნება<ref>([http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agtqma/apokalips-21.htm გამოცხ. 21,1])</ref>, ხოლო ღმერთის სუფევა იქნება უკვე მიწაზეც ციდან ახლად მოვლენილ იერუსალიმში<ref>([http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agtqma/apokalips-21.htm გამოცხ. 21,2])</ref>, რომელსაც მთელი მსოფლიოს მეფეები ძღვენს შესწირავენ და შიგნით შესვლა მხოლოდ რჩეულებს შეეძლებათ. დღე და ღამე არ იქნება იქ განსხვავებული, რადგან ღვთიური მადლით იქნება მუდამჟამს მთელი იერუსალიმი განათებული<ref>([http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agtqma/apokalips-21.htm გამოცხ. 21,23-27])</ref>.

==იხილეთ აგრეთვე==
* [[აპოკალიფსის ორი მაცნე]]
* [[გამოცხადება იოანესი]]
* [[ესქატოლოგია]]

== რესურსები ინტერნეტში ==
*[http://www.orthodoxy.ge/skhva/antiqriste_1.htm მართლმადიდებლური სწავლება ანტიქრისტეს შესახებ]
*[http://tvali.ge/index.php?action=watch&v=10661 სტუდია "გრაალის" მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმი "ქვეყნის აღსასრული"]{{Dead link|date=იანვარი 2021 |bot=InternetArchiveBot }}

== სქოლიო ==
{{სქოლიოს სია|2}}


[[კატეგორია:ქრისტიანობა]]