Revision 4102813 of "სალომე ღვინიაშვილი" on kawiki

{{ინფოდაფა მოდის დიზაინერი
| სახელი= სალომე ღვინიაშვილი
| სურათი=
| სურათის აღწერა=  
| ნამდვილი სახელი= 
| საქმიანობა= მოდელი, დიზაინერი, ტელეწამყვანი
| ლეიბლი= 
| თანამშრომლობა= 
| დაბადება= [[18 მაისი]], [[1984]], [[თბილისი]]
| საიდან= 
| მოქალაქეობა= 
| საცხოვრებელი= 
| გარდაცვალება= 
| ადგილი= 
| მიზეზი=
| ეროვნება=[[ქართველები|ქართველი]]
| ნათესავები=
| მამა=
| დედა=
| მეუღლე=[[ზურაბ ხიზანიშვილი]] 
| შვილები= დავითი, ტასო, ნიტა
| ჯილდოები და პრემიები=
| საიტი= 
}}
'''სალომე ღვინიაშვილი''' (დ. [[18 მაისი]], [[1984]], [[თბილისი]]) — [[ქართველები|ქართველი]] მოდელი, დიზაინერი, ტელეწამყვანი.

==ბიოგრაფია==
დაიბადა 1984 წლის 18 მაისს, თბილისში. დაამთავრა თბილისის 55 საშუალო სკოლა. შემდეგ სწავლა განაგრძო [[თბილისის სამხატვრო აკადემია]]ში, სადაც დაამთავრა დიზაინის ფაკულტეტი. 2007-2008 წლებში სწავლობდა ინგლისის სალფორდის კოლეჯში, მოდის დიზაინის სპეციალობაზე. 2010 წელს, ლონდონის წმინდა მარტინის ხელოვნებისა და დიზაინის ცენტრალურ კოლეჯში გაიარა მოდის მარკეტინგისა და მოდის დიზაინის კურსები.

2002 წლიდან იყო სააგენტო „ნატალის“ მოდელი; 2005-2006 პარიზის სააგენტო Numero-ს მოდელი. მიღებული აქვს მონაწილეობა ცნობილი ბრენდების ჩვენებებზე და
ფოტოსესიებში.

2012-2013 წლეში იყო რეალითი შოუ „ტოპ გოგოს“ წამყვანი და ჟიურის წევრი. 2017 წლიდან არის ტელეკომპანია „[[იმედი (ტელერადიოკორპორაცია)|იმედის]]“ გადაცემა „პრაიმშოუს“ წამყვანი. 2015 წელს დააარსა საკუთარი ტანსაცმლის ხაზი SALOMÈ და არის ამ ბრენდის კრეატიული დირექტორი. 2015 წელს, [[თბილისის მოდის კვირეული|თბილისის მოდის კვირეულზე]] შედგა მისი გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის სადებიუტი ჩვენება.<ref>[http://www.tbilisifashionweek.com/category/salome-gviniashvili/ Tbilisi Fashion Week]</ref> 2016-2017 წლებში მისი ჩვენება გაიმართა Mercedes Benz-ის მოდის კვირეულზე.<ref>{{Cite web |url=http://www.mbfashionweektbilisi.com/salome-gviniashvili |title=Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi |accessdate=2020-05-30 |archiveurl=https://web.archive.org/web/20200130214216/http://www.mbfashionweektbilisi.com/salome-gviniashvili |archivedate=2020-01-30 }}</ref>

2018 წლიდან არის საერთაშორისო ბრენდ Mango-ს ბრენდ-ამბასადორი. ასევე არის Moet & Chandon-ის ბრენდ-ამბასადორი საქართველოში.

ჰყავს მეუღლე, ფეხბურთელი [[ზურაბ ხიზანიშვილი]] და სამი შვილი.

==რესურსები ინტერნეტში==
*[https://www.vogue.co.uk/shows/spring-summer-2017-ready-to-wear/salome Salome] vogue.co.uk

==სქოლიო==
{{სქოლიო}}

{{DEFAULTSORT:ღვინიაშვილი, სალომე}}
[[კატეგორია:ქართველი მოდელები]]
[[კატეგორია:ქართველი დიზაინერები]]
[[კატეგორია:ქართველი ტელეწამყვანები]]
[[კატეგორია:დაბადებული 1984]]
[[კატეგორია:დაბადებული 18 მაისი]]