Revision 4107372 of "ხვნის სახეები" on kawiki{{ვიკიფიცირება}}
სტანდარტების შესაბამისად არსებობს ხვნის შემდეგი სახეები: კულტურული – სრულდება წინმხვნელიანი გუთნებით. აწარმოებს სარეველების და ნიადაგის ზედაპირზე დარჩენილი მასის ნაიდაგში ჩახვნას. გამოიყენება არაეროზირებული ნიადაგების დამუშავებისათვის. ხვნა ბელტის მთლიანი გადაბრუნებით – ასეთი ხვნის ხერხი უზრუნველფოფს ბელტის 180 გრადუსით გადაბრუნებას. მიზანშეწონილია გაყამირებული ნიადაგების დამუშავებისათვის. პლანტაჟი – ნიადაგი იხვნება 40 ...50 სმ სიღრმეზე. გამოიყენება მრავალწლიანი ნარგავების გაშენების დროს. კვალზურგა – საფეხურიანი ხვნა. ხვნის ასეთი ხერხი გამოიყენება წყლისმიერი ეროზიის შემცირების მიზნით. ამ შემთხვევაში ხვნა წარმოებს ფერდობის განივი მიმართულებით. კვალზურგების მისაღებად გუთნის კორპუსები ჩაჩოზე კვლის ძროდან სხვადასხვა სიმაღლეზე მაგრდება. კონტურული ხვნა – სრულდაბა რთული კონფიგურაციის ფერდობებზე ჰორიზონტალების მიმართულებით წყლისმიერი ეროზიის შემცირების მიზნით. კვალზურგა ხვნა – სრულდება წყლისმიერი ეროზიის შესამცირებლად ფერდობებზე განივი მიმართულებით. კვალზურგი მიიღება გუთნის ბოლო კორპუსის დაგრძელებით. სამელიორაციო ხვნა – წარმოებს სპეციალური გუთნებით, გაზრდილ სიღრმეზე, ნიადაგის თვისობრივი გაუმჯობესებისათვის. ხვნა უფრთო გუთნებით – ნიადაგი მუშავდება ბელტის გადაბრუნების გარეშე. გამოიყენება ნიადაგის ღრმა გაფხვიერებისათვის და ისეთი ნაკვეთების დასამუშავებლად, სადაც გავრცელებულია ქარისმიერი ეროზია. ორ და სამ იარუსიანი ხვნა – ტარდება მცირე ნაყოფიან ნიადაგებზე, ნიადაგის ფენის სხვადასხვა სიღრმეზე განლაგებისათვის. ხვნა ნიადაგის დამაღრმავებლებით – სრულდება გუთნით, რომლის კორპუსის უკან დამაგრებულია ღრმად გამაფხვიერებელი დგარები, გაფხვიერებული ნიადაგის ზემოთ ამოტანა არ ხდება. ჩქაროსნული ხვნა – გუთანზე დაყენებულია სპეციალური კორპუსები, რომელთა საშუალებით შესაძლებელია ხვნა ჩავატაროთ 7 კმ/სთ სიჩქარით. სადა ხვნა – ასეთი ხნულის მისაღებად გუთანზე დაყენებულია როგორც მარჯვენა, ასევე მარცხენა კორპუსები, რომლებიც მუშაობენ მოძრაობის მიმართულების შესაბამისად რიგ– რიგობით და ახდენენ ბელტის გადაბრუნებას ერთი მიმართულებით, რის შედეგადაც ხნული მიიღება სადა ნაზურგისა და ნაღარის გარეშე. გამოიყენება აგრეთვე ფერდობების დამუშავების დროს. რომბული ხვნა – ასეთი სახელწოდება მიიღო ხვნამ მოჭრილი ბელტის ფორმის შესაბამისად. რომბული ხვნის დროს რჩება ფართო ღია კვალი, რაც აუმჯობესებს სახნავი აგრეგატის მუშაობის დროს ღია კვალში ტრაქტორის საბურავების მოძრაობია. ნიადაგის დამუშავება ბრტყელა–დამჭრელებით. წარმოებს ნიადაგის გაფხვიერება მისი ზედა ფენის გადაბრუნების გარეშე ნაწვერალის შენარჩუნების მიზნით. ნიადაგის ასეთი წესით დამუშავება გამოიყენება ქარისმიერი ეროზიის გავრცელებულ ზონებში. წყაროები და დამატებითი ინფორმაციები: http://www.medgeo.net, http://ecopharm.sangu.ge {{Webarchive|url=https://web.archive.org/web/20120425222306/http://ecopharm.sangu.ge/ |date=2012-04-25 }}, http://gps.iatp.org.ge {{Webarchive|url=https://web.archive.org/web/20190916213632/http://gps.iatp.org.ge/ |date=2019-09-16 }}, http://www.caumed.net {{Webarchive|url=https://web.archive.org/web/20110108094319/http://caumed.net/ |date=2011-01-08 }}, http://www.sangu.geAll content in the above text box is licensed under the Creative Commons Attribution-ShareAlike license Version 4 and was originally sourced from https://ka.wikipedia.org/w/index.php?oldid=4107372.
![]() ![]() This site is not affiliated with or endorsed in any way by the Wikimedia Foundation or any of its affiliates. In fact, we fucking despise them.
|