Difference between revisions 15660 and 15661 on kawikibooks{{წასაშლელი|არ შედის ვიკიწიგნების დანიშნულებაში}}⏎ რომულუსის ცხოვრება და მეფობარედაქტირება რომულუსის დაბადება და სიყმაწვილე ჩვილი რომულუსი და რემუსი პლუტარქე რომულუსის დაბადების შემდეგ მონათხრობს მიიჩნევს სანდოდ: ალბა ლონგაში მეფობდნენ ენეოსის ჩამომავლები ნუმიტორი და ამულიუსი. ამულიუსმა ხელში ჩაიგდო ძმის ტახტხი და რათა მის ძმისშვილს არ ჰყოლოდა შვილები, დანიშნა იგი ქალღმერთ ვესტას ქურუმად. რამდენიმე ხნის შემდეგ გაირკვა, რომ იგი ფეხმძიმედ იყო. ეს ვესტას ქურუმების წესის უხეში დარღვევა იყო. ამისთვის ქალი დაამწყვდიეს და მასთან არავის უშვებდნენ. (contracted; show full) ამ პერიოდის ხალხურ პოეზიას ჩვენამდე არ მოუღწევია, თუმცა მოგვიანებით ნაწარმოებებში არის რელიგიური ჰიმნების ფრაგმენტები, რომლებიც ალბათ იმ დროს იყო შექმნილი. იმ დროინდელ რომაულ რელიგიაში ბერძნული და ეტრუსკული ღმერთების გარდა ფიგურირებდნენ სახლის და ოჯახის სულები, ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ გარდაცვლილთა სულები, რომლებიც მფარველობდნენ თავის ცოცხალ ოჯახის წევრებს. რომაული "პანთეონი" დახურული არასდროს იყო, მათ უხვად ემატებოდათ უცხოური All content in the above text box is licensed under the Creative Commons Attribution-ShareAlike license Version 4 and was originally sourced from https://ka.wikibooks.org/w/index.php?diff=prev&oldid=15661.
![]() ![]() This site is not affiliated with or endorsed in any way by the Wikimedia Foundation or any of its affiliates. In fact, we fucking despise them.
|