Difference between revisions 15914 and 15916 on kawikiquote

[[File:Trophymanager.png|thumb|ქართული ტროფის  ნაკრები ]] 

                                                ქართული ტროფის ისტორია (შესავალი)                

ტროფი ეს არის საფეხბურთო ინტერნეტ თამაში . სადაც თქვენ ქმნით გუნდს და აძლიერებთ მას ტრანსფერებით , ვარჯიშით , ფინანსებით და ა.შ . იგი მაქსიმალურად მიახლოვებულია რეალურ ფეხბურთს, თამაშობს 200000- ზე მეტი მენეჯერი (მსოფლიოს მაშტაბით)  . საქართველოში 6000-ზე მეტი გუნდია რეგისტრირებული . თამაში არის გადაქართულებული , შექმნილია ქართული ლიგა და ნაკრები . 

   '''თქვენი სამუშაო'''

თქვენი უპირველესი მოვალეობაა, დაეხმაროთ თქვენს გუნდს გამარჯვებების მოპოვებაში, დაასრულოთ ლიგა რაც შეიძლება მაღალ ადგილზე და მოიპოვოთ უფრო მაღალი ლიგის საგზური. საბოლოო მიზანია ქვეყნის უმაღლეს დივიზიონში გადასვლა, სადაც საუკეთესო გუნდები მოიპოვებენ საერთაშორისო ტურნირების საგზურებს კონტინენტის საუკეთესო გუნდებთან გასაჯიბრებლად. 

წარმატებულ მენეჯერად ჩამოსაყალიბებლად თქვენ უნდა გაითვალისწინოთ რამოდენიმე ასპექტი, მაგალითად როგორიცაა:
მატჩის მოსაგები ტაქტიკის დაყენება.
შემადგენლობის გაუმჯობესება სატრანსფერო ბაზარზე ყიდვა-გაყიდვის გზით.
ინვესტირება თქვენს ახალგაზრდობასა და სავარჯიშო მოედნებში.
კლუბისათვის ჯანსაღი ეკონომიკის შენარჩუნება.
...ზემოჩამოთვლილი მხოლოდ რამოდენიმე ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია. 

     '''სეზონი''' 

TM-ში სეზონი გრძელდება 12 კვირა. ამ პერიოდის განმავლობაში თქვენ თამაშობთ 34 ლიგის (კვირაში 3) და ბევრ სხვა მატჩს. სეზონის დასრულების შემდეგ პირველივე ორშაბათს ხდება "სეზონის განახლება", რომლის დროსაც სხვადასხვა უამრავ მონაცემთან ერთად ახლდება დაქვეითებულებისა და აღზევებულების სია. 


   '''რამოდენიმე სასარგებლო რჩევა''' 

დაწყება და გუნდის გაუმჯობესება საკმაოდ მარტივია. ქვემოთ მოყვანილია რამოდენიმე რჩევა, თუ რა გააკეთოთ:
დააყენეთ თქვენი საუკეთესო 11 მოთამაშე ძირითად შემადგენლობაში. თითოეულ მოთამაშეს აქვს რეკომენდაცია 0-5 ვარსკვლავი. როგორც წესი, რაც უფრო მაღალია რეკომენდაცია, მით უფრო ძლიერია ფეხბურთელი.
იპოვეთ სუსტი წერტილები თქვენს სასტარტო 11 კაცში, შედით სატრანსფერო სიაში და იყიდეთ ერთი ან ორი ფეხბურთელი, რომლებსაც უფრო მაღალი რეკომენდაცია აქვს, ვიდრე თქვენს განკარგულებაში ამჟამად მყოფ მოთამაშეებს.
სცადეთ რამოდენიმე მოთამაშის გაყიდვა. გაყიდეთ რამოდენიმე რეზერვის ფეხბურთელი ან რომელიმე ვარსკვლავი მოთამაშე და ამით ერთბაშად დიდ ფულს აიღებთ ახალი ინვესტიციებისათვის.
არ დაგავიწყდეთ ახალგაზრდული აკადემიის ანგარიშის მიღება ყოველ შაბათს. ახალგაზრდები ყოველთვის უფრო ძვირად ფასობენ, ვიდრე ასაკოვანი მოთამაშეები და თუ ბედი გაგიღიმებთ და 3 ან მეტი ვარსკვლავის პოტენციალის მქონე მოთამაშეს მიიღებთ - აუცილებლად დაიქირავეთ ის. 

'''ინტერნეტ ინფორმაცია 
tmgeorgia.blogspot.com
geotm.org
www.facebook.com/geotrophy
'''

-> [http://trophymanager.com/?c=2426261 დარეგისტრირდით] <-