Difference between revisions 67819 and 80928 on kawiktionary

პლასიბო (Placebo) — ბრიტანული როკ–ჯგუფი, რომელიც ჩამოყალიბდა 1994 წელს ლონდონში ბრაიან მოლკოს და სტეფან ოსლდელის მიერ. მათ გაყიდული აქვთ მილიონზე მეტი ალბომი დიდ ბრიტანეთში და 10 მილიონზე მეტი მთელ მსოფლიოში.1996 წელს ჯგუფის წევრი რობერტ შულცბერგი ბრაიანის ძველმა ნაცნობმა, სტივ ჰიუიტმა, ჩაანაცვლა.2007 წლის 1 ოქტომბერს სტივმა ჯგუფი დატოვა. 2008 წლის ზაფხულში კი, კოლექტივს ახალი წევრი - სტივ ფორრესტი შეემატა.

(contracted; show full)

ჯგუფის თაყვანისმცემლებისთვის მოლკოს და ჯგუფის „R.E.M.“ ვოკალისტის - მაიკლ სტაიპის დუეტი - „Broken Promise“, მოულოდნელი სიურპრიზი იყო.

2006 წლის ოქტომბერში ჯგუფის სადებიუტო ალბომი „Placebo“ თავიდან გამოიცა სახელწოდებით: „10th Anniversary. Сollectors Еdition“. პარალელურად, ვიდეორგოლების და საკონცერტო ჩანაწერების DVD გამოვიდა.

2009 წელს, კოლექტივმა საზოგადოებას ახალი ნამუშევარი „„Battle For The Sun“ წარუდგინა.


[[de:Placebo]]
[[en:Placebo]]
[[io:Placebo]]
[[ko:Placebo]]
[[pl:Placebo]]
[[sv:Placebo]]
[[zh:Placebo]]