Revision 67819 of "Placebo" on kawiktionaryპლასიბო (Placebo) — ბრიტანული როკ–ჯგუფი, რომელიც ჩამოყალიბდა 1994 წელს ლონდონში ბრაიან მოლკოს და სტეფან ოსლდელის მიერ. მათ გაყიდული აქვთ მილიონზე მეტი ალბომი დიდ ბრიტანეთში და 10 მილიონზე მეტი მთელ მსოფლიოში.1996 წელს ჯგუფის წევრი რობერტ შულცბერგი ბრაიანის ძველმა ნაცნობმა, სტივ ჰიუიტმა, ჩაანაცვლა.2007 წლის 1 ოქტომბერს სტივმა ჯგუფი დატოვა. 2008 წლის ზაფხულში კი, კოლექტივს ახალი წევრი - სტივ ფორრესტი შეემატა. 1995 წელს, ლონდონის საკონცერტო დარბაზში „Rock Garden“ ჯგუფი პირველად წარსდგა პუბლიკის წინაშე. სადებიუტო მინი-დიკი „Bruise Pristine“ იმავე წელს გამოვიდა. წლის ბოლოს კი, კოლექტივმა მეორე სინგლი „Come Home“ ჩაწერა. პირველი ფირფიტა 1996 წლის გაზაფხულზე, დუბლინში ჩაწერეს. 1997 წლის იანვარში, სინგლი „Nancy Boy“ გამოდის, რომელიც ბრიტანულ პოპ-ჩარტში მე-4-ე პოზიციაზე მოხვდა. ჯგუფი ამერიკაში, დევიდ ბოუის საიუბილეო 50 წლისთავისადმი მიძღვნილ კონცერტზე, სპეციალური სტუმრის სტატუსით გაემგზავრა. ნიუ-იორკში, სცენაზე სიმღერისას მათ დევიდ ბოუი შეუერთდათ და T. Rex-ის რეპერტუარიდან სიმღერა „20th Century Boy“ ერთად შეასრულეს. პროდიუსერმა მაიკლ სტაიპმა, ფილმისთვის „Velvet Goldmine“, ამ ქავერის სტუდიური ვერსიის ჩაწერა შესთავაზათ. ფილმში მეორეხარისხოვანი როლი ჯგუფის წევრებმაც ითამაშეს. სურათის გამოსვლისას ჯგუფი უკვე ახალ ალბომზე „Without You I’m Nothing“ მუშაობდა, რომელიც საუკეთესო ალბომად იქნა აღიარებული. 2000 წლის 9 ოქტომბერს, ჯგუფის მესამე ალბომი „Black Market Music“ გამოვიდა, რომლის პროდიუსერიც ჯგუფის წევრებთან ერთად, პოლ კორკეტიც იყო. კონცერტებზე მათთან ერთად, ბილ ლოიდი გამოდიოდა. 2003 წელს, ჯგუფმა მსმენელს ახალი სინგლი „Bitter End“ წარუდგინა. ერთი წლის შემდეგ კი, მათ სინგლების კომპილაცია „Singles Collection Once More with Feeling“, კომპაქტ-დიკებზე და DVD-ზე ჩაწერეს. ჯგუფის თაყვანისმცემლებისთვის მოლკოს და ჯგუფის „R.E.M.“ ვოკალისტის - მაიკლ სტაიპის დუეტი - „Broken Promise“, მოულოდნელი სიურპრიზი იყო. 2006 წლის ოქტომბერში ჯგუფის სადებიუტო ალბომი „Placebo“ თავიდან გამოიცა სახელწოდებით: „10th Anniversary. Сollectors Еdition“. პარალელურად, ვიდეორგოლების და საკონცერტო ჩანაწერების DVD გამოვიდა. 2009 წელს, კოლექტივმა საზოგადოებას ახალი ნამუშევარი „„Battle For The Sun“ წარუდგინა. [[de:Placebo]] [[en:Placebo]] [[io:Placebo]] [[ko:Placebo]] [[pl:Placebo]] [[sv:Placebo]] [[zh:Placebo]] All content in the above text box is licensed under the Creative Commons Attribution-ShareAlike license Version 4 and was originally sourced from https://ka.wiktionary.org/w/index.php?oldid=67819.
![]() ![]() This site is not affiliated with or endorsed in any way by the Wikimedia Foundation or any of its affiliates. In fact, we fucking despise them.
|