Difference between revisions 334339 and 850480 on sourceswiki

{{ანონსი
| სათაური = უსათაურო
| ავტორი =  ანა კალანდაძე
|დამატებითი შენიშვნები = დაიწერა 1945 წელს}}
<poem>
შენ ისე ღრმა ხარ, ქართულო ცაო,
შენ ისე ღრა ხარ…
სამკვიდრო შენს ქვეშ მტრად შემოსულმა
ვერავინ ნახა:
ვერცა ოსმალომ, ვერცა მონღოლმა
და ვერცა სპარსმა…
შენი დიდების მომღერალია
ოშკი და ზარზმა,
ბებერი ტაო…
შენ ისე ღრმა ხარ, ისე ფაქიზი,
ქართულო ცაო…
</poem>

[[Category:Georgian]]
[[Category:ანა კალანდაძის ლექსები]]