Difference between revisions 345325 and 345339 on sourceswiki{{ანონსი | სათაური = მე შენი ტრფობით ვერ გავძეხ | ავტორი = ვაჟა-ფშაველა |დამატებითი შენიშვნები = ''1915 წელი''}} <poem>⏎ მე შენის ტრფობით ვერ გავძეხ, ⏎ ⏎ ⏎ ⏎ შენ — ჩემის სიძულვილითა. ⏎ ⏎ ⏎ ⏎ ვერ გიღალატებ მაინცა, თუნდ ხორცს ვიგლეჯდე კბილითა, გულ-დაკოდილი შენგანა მითაც ღმერთს გახვეწებ სიტყვითა. გახვეწებ, ვემუდარები ცეცხლის მქშინავის პირითა, გარშემო შემოხაზულა ცხელის ცრემლების მილითა. თანაც დაგბრუნავ თავზედა ჩემის ჯვარცმულის ფიქრითა. შენ ამას არაფრად აგდებ, მოხვალ, ზედ მდგები წიხლითა. ⏎ ⏎ უცვლელი ვრჩები მაინცა ჩემის წადილით დიდითა, სამყაროს იქით რომ მიდის, მომაკვდავთ განა იცითა?! წვრილმანს, ჩანჩალა აზრებსა ვილალავ აქეთ-იქითა: არ დამიშალონ მიმოსვლა ღმერთთან ამ გრძნობის ხიდითა. შენი ვარ დიდი ერთგული, ვერვინ შემხედავს იჭვითა. შენი ვარ, შენთვის მოვკვდები, თუნდ შხამს მასმევდე ჯიხვითა! 1915 წ.⏎ </poem> [[Category:Georgian]] [[Category:ვაჟა-ფშაველას ლექსები]] All content in the above text box is licensed under the Creative Commons Attribution-ShareAlike license Version 4 and was originally sourced from https://sources.wikipedia.org/w/index.php?diff=prev&oldid=345339.
![]() ![]() This site is not affiliated with or endorsed in any way by the Wikimedia Foundation or any of its affiliates. In fact, we fucking despise them.
|