Difference between revisions 494749 and 904227 on sourceswiki

{{delete|Not appropriate here, Out of project scope}}
 '''თამარ მეფის  ისტორიკოსი ("ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი") საქართველოს მთის მოსახლეობის ფეოდალური ურთიერთობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ:'''
...იწყეს მთეულთა განდგომად,კაცთა ფხოველთა და დიდოთა. ამათ იწყეს რბევად და ხოცვად და ტყუილოებად,ცხადად და ღამით.
       მოუწოდა მეფემან ათაბაგსა და ყოველთა მთთეულთა: დვალთა, ცხრაზმელთა, მოხევეთა, ხადელთა, ცხავატელთა, ჭართალელთა, ერწოთიანელთა, მისცა ივანე ათაბაგსა და წარავლინა მათ ზედა. წარდგა მთასა ფხოველთასა და დიდოსა... ერთ-კერძო დაურჩა დურძუკეთი და ერთ-კერძო დიდოეთი და ფხოეთი.
       ცნეს რა მისვლა ათაბაგისა, მოვიდეს ძღუენითა მეფენი დურძუკთანი, მოსცეს ლაშქარნი და დაუდგეს გუერდსა. და იწყეს ზეიდაღმან ბრძოლად, და რბევად,და კვლად, და ტყუილობად და დაწუად; მოსწყვიდეს ურიცხვი კაცი დიდოელი და ფხოვი, და დაყვნეს სამნი თვენი: ივნისი, ივლისი და აგვისტოსი. მაშინ შეიწრებულთა ათაბაგისათა მოსცეს მძეველები, ქმნეს ზავნი. და ესრეთ გამარჯვებითა მოვიდა ივანე მეფის წინაშე და რქუა: "ძლიერო მეფეო! იქმნა ბრძანება შენი, მოვაოხრენ ურჩნი შენნი დიდოეთი და ფხოეთი", ხოლო მეფემან დიდად დაიმადლა და უაღრესსა პატივსა აღიყვანა".

==ლიტერატურა==
*საქართველოს ისტორია მე-9 კლასი გვ.190*