Difference between revisions 494750 and 904225 on sourceswiki

{{delete|Not appropriate here, Out of project scope}}
'''XII საუკუნის სომეხი ისტორიკოსი, მათე ურჰაეცი დავითის შესახებ'''

„ხოლო ესე მეფე დავით იყო მამაცი და ძლიერი სპარსეთის წინააღმდეგ (მიმართულ) ომებში. მან მრავალჯერ სძლია უცხოელთა ჯარები და დაამხო მთელი მათი ძლიერება. მრავალი და სახელოვანი მხარენი აიღო სპარსთაგან მახვილთა და ძალითა. აიღო თბილისი და დმანისი, აიღო შარვანი, შაქი და შამქორი, აიღო აგრეთვე სხვა მრავალი მხარეც. 
იყო მეფე დავით წმინდა და სათნო, ყოვლად შემკული ღვთის მოსავობით და კეთილი სამართლიანობით. ის აღმოჩნდა მიმღები და მოყვარული სომეხთა ტომისა. მის გარშემო შეიკრიბა სომეხთა გადარჩენილი ლაშქარი. მან ააშენა სომეხთა ქალაქი ქართველთა ქვეყანაში, განამტკიცა ეკლესიები და მონასტრები მრავლად, ხოლო ქალაქს სახელად უწოდა გორა(გორი). დიდის სიხარულით და აღფრთოვანებით ექცეოდა მას მთელი სომეხი ხალხი...“

'''ლიტერატურა'''
"საქართველოს ისტორია მე-9 კლასი, გვ-167