Difference between revisions 494753 and 904224 on sourceswiki

{{delete|Not appropriate here, Out of project scope}}
'''VI საუკუნის ბიზანტიელი ისტორიკოსო, პროკოპი კესარიელი იბერიის (ქართლის) მეფის გურგენის აჯანყების შესახებ:'''
,,ისინი (იბერიის) ქრისტიანები არიან და ამ სარწმუნოების წესებს ყველა იმათზე უკეთ იცავენ,რომელთაც ჩვენ ვიცნობთ, ხოლო ძველთაგანვე სპარსელთა მეფის ქვეშევრდომნი გამხდარან. მაშინ კავადს უნდოდა ძალით მოექცია ისინი თავის სარწმუნოების წესებზე და მან მეფე გურგენს შეუთვალა, სხვა რამეშიაც ისე მოქცეულიყო, როგორც სპარსელებში იყო მიღებული, და მიცვალებულებიც მიწაში კი არ დაემარხათ, არამედ ყველა მიცვალებული, ფრინველებისა და ძაღლებისთვის გადაეგდო. ამიტომ გურგენმა მოინდომა იუსტინე მეფის (ბიზანტიის იმპერატორი იუსტინე 518-527წწ.) მხარეს გადასულიყო და პირობა მიეღო, რომ რომაელები არასოდეს სპარსელების ხელში არ ჩააგდებდნენ იბერებს. იმანაც (იუსტინემ) დიდი სიამოვნებით მისცა ეს დაპირება... მეფემ (იუსტინემ) პეტრე სტრატეგოსი გაგზავნა ლაზიკაში რამდენიმე ჰუნითურთ, რომ ის დახმარებოდა გურგენს, რამდენადაც შესაძლებელი იყო. ამავე დროს კავადმაც დიდძალი ჯარი გაგზავნა გურგენისა და იბერიის წინააღმდეგ... გურგენმა რომ დაინახა,რომ ის სუსტია სპარსელთა იერიშის ატანისთვის, რადგან რომაელების მიერ გამოგზავნილი დამხმარე ძალები საკმაო არ იყო, ლაზიკაში გაიქცა იბერთა დიდებულებითურთ და თან წაიყვანა ცოლი, შვილები და ძმები, რომელთაგან უხუცესი იყო პერანი. ლაზიკის საზღვრებში რომ მივიდნენ, აქ გაჩერდნენ და, ძნელგასასვლელი ადგილებით დაცულნი, იგერიებდნენ მტერს, სპარსელები კი გაედევნენ მათ, მაგრამ მაინდამაინც ვერაფერი დააკლეს“.