Revision 344376 of "იავნანამ რა ჰქმნა?" on sourceswiki{{ანონსი
| სათაური = [[იავნანამ რა ჰქმნა?]]
| ავტორი = იაკობ გოგებაშვილი
|დამატებითი შენიშვნები = იაკობ გოგებაშვილის მოთხრობაში აღწერილია ქართველი გოგონის მთიელთა მიერ მოტაცების ამბავი და მთიელთა და ქართველთ ურთიერთობა.}}
[[File:Iavnanam ra hqmna?!.jpg|thumb|left|200 px|წიგნის პირველი გარეკანი]]
==სარჩევი==
*1.[[იავნანამ რა ჰქმნა?/სამშობლო ღვინისა|სამშობლო ღვინისა]]
*2.[[იავნანამ რა ჰქმნა?/მდევარი|მდევარი]]
*3.[[იავნანამ რა ჰქმნა?/ქეთო საშინლად იტანჯება|ქეთო საშინლად იტანჯება]]
*4.[[იავნანამ რა ჰქმნა?/იავნანამ რა ჰქმნა?|იავნანამ რა ჰქმნა?]]
*5.[[იავნანამ რა ჰქმნა?/ქეთო და მისი დედობილ-მამობილი|ქეთო და მისი დედობილ-მამობილი ]]
*6.[[იავნანამ რა ჰქმნა?/ქეთოს ბედნიერება |ქეთოს ბედნიერება ]]
==როგორ დაიწერა "იავნანამ რა ჰქმნა?”==
ღრმად ჩამრჩა ხსოვნაში ერთი პატარა ეპიზოდი, რომელიც მამაჩემმა ჩემი ბავშვობის წლებში მიამბო. იაკობი გაურბოდა ღამით წერას, ღამე იშვიათად წერდა, რადგან ღამის თევა და უძილობა თენთავდა მის დაძაბუნებულ ორგანიზმს. ადრე იძინებდა, მაგრამ ასევე ადრე იღვიძებდა. მთელ დღეს ფუსფუსებდა, მოძრაობაში ატარებდა, უსაქმოდ იშვიათად ნახავდით. დიდ უპირატესობას აძლევდა მოძრაობას, შრომას.
{{ციტირება|– ტოლმა ტოლს რითი აჯობა და ადრე ადგომითაო, – ხშირად იტყოდა ხოლმე.}}
განსაკუთრებით დილით უყვარდა წერა. წერით რომ გულს კარგად იჯერებდა, შემდეგ კითხულობდა ან სტუმრებს ესაუბრებოდა.
იაკობი თავისი სიტყვის პატრონი იყო, მტკიცე რეჟიმის დაცვით ატარებდა ლამაზ და შინაარსიან ცხოვრებას, მაგრამ, თურმე ნუ იტყვი, მასაც სცოდნია დაკანონებული რეჟიმის დარღვევა. ეს ასე მოხდა: ერთხელ ნამგზავრ მამაჩემს იაკობის სასტუმრო ოთახში ტკბილად ეძინა. შუაღამისას ძილი გაუფრთხო ხმაურმა, რომელიც იაკობის სამუშაო ოთახიდან გაისმა: – "ქეთოს იტაცებენ”, – მოესმა გარკვევით. ანდრია წამოდგა, საათს დახედა, შეაღამე გადასული იყო. ვინ უნდა იყოს ამ დროს იაკობთან?! – გულში გაივლო და საწოლ ოთახიდან ფეხაკრეფით გამოვიდა ამბის გასაგებად. ნელი ნაბიჯით მივიდა იაკობის სამუშაო ოთახის კართან, კარის მაგიერ ჩამოფარებული ფარდის ერთი ნაწილი ფრთხილად გასწია და რას ხედავს: იაკობს საშინაო გრძელი ხალათი აქვს წამოსხმული და ოდნავ აღელვებული, ნელი ნაბიჯით დადის ოთახის ერთი კუთხიდან მეორეში. ხან შეჩერდება, ჩაფიქრდება, თითქოს რომელიმე მოკამათესთან საპაექროდ ემზადებაო... იაკობმა ერთხელ კიდევ წარმოთქვა: "ქეთოს იტაცებენ” და ისევ მიუჯდა თავის საწერ მაგიდას. წერს თავაუღებლად, ხელგაკვრით. იაკობის ისეთი შთაგონებული და ნაპერწკლიანი თვალები არასოდეს არ უნახავს ანდრიას.
იაკობს წერაში შემოათენდა. განთიადისას ძილი მოერია. წამოდგა, დაწერილი ფურცლები ერთიმეორეზე დასტა–დასტა დაალაგა საწერ მაგიდაზე, სარკმელი გააღო, დაბალ ხმაზე "იავნანა” ჩაიღიღინა და ლოგინს მიაშურა.
მთაწმინდიდან წამოსული დილის ნიავი ღია ფანჯარაში შეიჭრა, თითქოს ნაწერი ფურცლების ზვინს მოეალერსაო, შეაშრიალა და იატაკზე ფოთლებივით მიმოფანტა.
ღამენათევ იაკობს გვიან გაეღვიძა. სტუმარს მოუხმო, ბოდიში მოიხადა, – წუხელ ალბათ ძილი გაგიფრთხეო. შემდეგ კი მოკრძალებით მიმართა:
{{ციტირება|– მიდი, გეთაყვა, ანდრია, საწერ ოთახში გაფანტული ფურცლები ერთიმეორეზე დაალაგა ნომრების მიხედვით და აქ მომიტანეო.}}
ანდრიამ უყოყმანოდ შეასრულა იაკობის თხოვნა: გაბნეული ფურცლები შეაგროვა და იაკობს მიუტანა. ნაწერი ფურცლების ერთ თავფურცელს ყაყაჩოს მელნით დაწერილი ტანწერწეტა ლამაზი ასოებით ეწერა: "იავნანამ რა ჰქმნა?”.
{{ციტირება|– ეს მოთხრობა კავთისხევში დავწერე, ჩემი მეგობრის სახლში. წუხელის ცოტაოდენი შალაშინი გავკარი და ახალი საჩუქარი მოვუმზადე ჩვენს ბალღებს. რაც შეეხება იმას, თუ როგორი საჩუქარია, დაე, ეს ჩვენმა პირუთვნელმა მკითხველმა განსაჯოს, – კმაყოფილებით უთქვამს იაკობს ანდრიასათვის. }}
===წყაროები===
*წყარო: სრესელი ი. – რამდენიმე ეპიზოდი იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებიდან. – თბილისი. – 1965.
*ინტერნეტ წყარო:[http://www.nplg.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=342&info_id=475 საქართველოს პარლამენტი ეროვნული ბიბლიოთეკა]
[[Category:Georgian]]
[[Category:იაკობ გოგებაშვილი]]All content in the above text box is licensed under the Creative Commons Attribution-ShareAlike license Version 4 and was originally sourced from https://sources.wikipedia.org/w/index.php?oldid=344376.
![]() ![]() This site is not affiliated with or endorsed in any way by the Wikimedia Foundation or any of its affiliates. In fact, we fucking despise them.
|