Revision 344916 of "ტფილისური საღამო" on sourceswiki{{header
| title = ტფილისური საღამო
| noauthor =
| notes = [[კონსტანტინე გამსახურდია|კონსტანტინე გამსახურდიას]] ლექსი
}}
<poem>ცას გაეკრა ღრუბელი, ვით შუბლს ფიქრი ფარული,
ჩემორეცხა წვიმამ ცას ღაწვით ფერუმარული;
ნისლის რუხი ზოლები მძინარ სახურავიდან
მიიწევენ ცისაკენ გაწეწილი კავითა.
სულიც ისე ისრწაფვის, ცისკენ მზეგადასული,
როგორც კვამლი საღამოს, საკმეველად ასული.
მოიბურა მთაწმინდა ნისლის სამოსელითა,
ღმერთმა ციდან დაუშვა ოქროს ჯაჭვი ხელითა.
ფიქრი მოვა საღამოს, ფიქრი შავნაღვლიანი,
შეამოაღებს ჩემს კარებს როგორც მგზავრი გვიანი.
ბნელ ქუჩებში უმიზნოდ, დავალ დავეხეტები
ვნახო მტკვარში ვითა კრთის სინათლისა სვეტები.
დაეხატა მტკვარს მკერდზე საფირონის ციონი.
„მოკვდა ბაგრატიონი, მოკვდა ბაგრატიონი“, -
აგუგუნდნენ ზარები, აქვითინდა სიონი...</poem>
[[Category:Georgian]]
[[Category:კონსტანტინე გამსახურდიას ლექსები]]All content in the above text box is licensed under the Creative Commons Attribution-ShareAlike license Version 4 and was originally sourced from https://sources.wikipedia.org/w/index.php?oldid=344916.
![]() ![]() This site is not affiliated with or endorsed in any way by the Wikimedia Foundation or any of its affiliates. In fact, we fucking despise them.
|