{{ანონსი| სათაური = {{PAGENAME}}| ავტორი = აკაკი წერეთელი|შემდეგი= }}
აღარ გსურს ჩემი ანთება,
მნათე ხარ სხვისი ლამპრისა!..
დამწუნებელო ბულბულის,
გიყვარს ჭიკჭიკი სხვა მხრისა!…
უშენოდ ვეღარ ჭიკჭიკობს,
ენა ჩავარდა ბულბულსა,
მოუახლოვდა სიკვდილი,
შხამი აპკურა მის გულსა.
მაგრამ ეს შენთვის ერთია:
ცოცხალი ვიყო, გინდ მკვდარი!
აღარ აენთვის აწ სხვისგან
ჩემი დამქრალი ლამპარი!
{{აკაკი წერეთლის ლექსები}}
[[Category:Georgian]]
[[Category:აკაკი წერეთლის ლექსები]]
This site is not affiliated with or endorsed in any way by the Wikimedia Foundation or any of its affiliates. In fact, we fucking despise them.
|