Revision 904227 of "თამარ მეფის ისტორიკოსი(ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი)" on sourceswiki{{delete|Not appropriate here, Out of project scope}}
'''თამარ მეფის ისტორიკოსი ("ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი") საქართველოს მთის მოსახლეობის ფეოდალური ურთიერთობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ:'''
...იწყეს მთეულთა განდგომად,კაცთა ფხოველთა და დიდოთა. ამათ იწყეს რბევად და ხოცვად და ტყუილოებად,ცხადად და ღამით.
მოუწოდა მეფემან ათაბაგსა და ყოველთა მთთეულთა: დვალთა, ცხრაზმელთა, მოხევეთა, ხადელთა, ცხავატელთა, ჭართალელთა, ერწოთიანელთა, მისცა ივანე ათაბაგსა და წარავლინა მათ ზედა. წარდგა მთასა ფხოველთასა და დიდოსა... ერთ-კერძო დაურჩა დურძუკეთი და ერთ-კერძო დიდოეთი და ფხოეთი.
ცნეს რა მისვლა ათაბაგისა, მოვიდეს ძღუენითა მეფენი დურძუკთანი, მოსცეს ლაშქარნი და დაუდგეს გუერდსა. და იწყეს ზეიდაღმან ბრძოლად, და რბევად,და კვლად, და ტყუილობად და დაწუად; მოსწყვიდეს ურიცხვი კაცი დიდოელი და ფხოვი, და დაყვნეს სამნი თვენი: ივნისი, ივლისი და აგვისტოსი. მაშინ შეიწრებულთა ათაბაგისათა მოსცეს მძეველები, ქმნეს ზავნი. და ესრეთ გამარჯვებითა მოვიდა ივანე მეფის წინაშე და რქუა: "ძლიერო მეფეო! იქმნა ბრძანება შენი, მოვაოხრენ ურჩნი შენნი დიდოეთი და ფხოეთი", ხოლო მეფემან დიდად დაიმადლა და უაღრესსა პატივსა აღიყვანა".
==ლიტერატურა==
*საქართველოს ისტორია მე-9 კლასი გვ.190*All content in the above text box is licensed under the Creative Commons Attribution-ShareAlike license Version 4 and was originally sourced from https://sources.wikipedia.org/w/index.php?oldid=904227.
![]() ![]() This site is not affiliated with or endorsed in any way by the Wikimedia Foundation or any of its affiliates. In fact, we fucking despise them.
|