Revision 904230 of "ქორობია" on sourceswiki {{delete|Not appropriate here, Out of project scope}}
ქორობია
(ნაწყვეტი აკაკაი წერეთლის წიგნიდან ,, ჩემი თავგადასავალი")
ქართველებს ურიცხვი და უთვალავი თამაში გვაქვს. ერთი მათგანი ბავშობიდან სამუდამოდ ჩამრჩა გრძნობა–გონებაში, თუმც ის თამაში
თავისთავად სახალისო არ არის. ეს გახლავთ ,, ქორობია"
ბავშვებიდან ერთი უფროსთაგანი კრუხობას იკისრებდა, სხვები კი წიწილები ვიყავით გავაკეთებდით წრეს, ჩავაბამდით ფერხულს* და ვტრიალებდით. ქორი მოდიოდა წიწილების მოსატაცებლად, კრუხი იგერიებდა, სანამ ძალ–ღონე ჰქონდა. ბოლოს ქორი ხან ერთი კუთხიდან,
ხან მეორე კუთხიდან მოვარდებოდა, გაგლეჯდა წრეს და წიწლს გაიტაცებდა; მაშინ წიწილები გაიფანტებოდნენ, მიიმალებოდნენ აქეთ–იქით
და გამწარებული კრუხი კი, შვილებს რომ აქეთ–იქით მიმალულსა და შეხიზნულს* დაინახავდა, თვითონ გამოუდგებოდა ქორს, გააგდებინებდა და
დაიბრუნებდა ხოლმე გატაცებულ წიწილას. მაშინ ხელახლა მაშინ ხელახლა იწყებდა ქოთქოთს, შეიკრებდა წიწილებს და გააბამდა წრეს. მართალია,
გამარჯვებული კი ყოველთვის კრუხი რჩებოდა, მაგრამ იმ საბრალოს მოსვენბა არ ჰქონდა და იტანჯებოდა.
ეს თამაში მე არ მიყვარდა, თუმცა ყოველდღე სხვადასხვა თამაშებს ამით ვაბოლვებდით ხოლმე. მეცოდებოდა კრუხი და ხშირად ვეკითხებოდი ხოლმე ძიძას:,, რა დაუშავა კრუხმა ქორს, რომ წიწილებს სტაცებს და არ ასვენებს–მეთქი?" –,,ჭამა უნდაო!" მიპასუხებდა ხოლმე ძიძა და დაიწყებდა
სიცილს.
არ ვიცი, ესთამაში, რომელიც სავარჯიშოდ დიდი არ არის რა, განზრახ* იყო გამოგონებული რაიმეს მისანიშნებლად, თუ ისე, შემთხვევთ, მაგრამ დღეს რომ ვუკვირდები, ძალიან მაგონებს ჩვენი ქვეყინის ბედს. ჩვენი ცხოვრება, ჩვენი ისტორია სწორედ ქორობიას წარმოადგენდა:
საქართველო სიცოცხლეგამწარებული კრუხი იყო, სხვა მისი კუთხეები–წიწილები!.. მტრები ქორებივით ესეოდნენ... იტაცებდნენ ხან ერთ მხარესა და ხან მეორეს, მაგრამ საბოლოოდ კი საქართველო მაინც იბრუნებდა ხოლმე დაკარგულ მხარეს და გაერთიანებული წრე კვლავ ძლიერდებოდა.
მაშინ, ბავშობაში, მე ეს არ მესმოდა, რასაკვირველია, მაგრამ გულზე კი რაღაც უნებურად მკბენდა და მეჯავრებოდა ,, ქორობია". თუმცა მისი
თამაში ყველას კი უნდოდა, მაგრამ სიყვარულით კი არავის უყვარდა. ერთხელ, სახლში რომ დავბრუნდი, მოწყენა შემნიშა ძიძამ და მითხრა:
,, რა იყო, ქორობია ხომ არ გითამაშნიათო".
– ვითამაშეთ და ქორმაც მე გამიტაცა–მეთქი!– ვუპასუხე სიცილით.ძიძამ გულში ჩამიკრა...All content in the above text box is licensed under the Creative Commons Attribution-ShareAlike license Version 4 and was originally sourced from https://sources.wikipedia.org/w/index.php?oldid=904230.
![]() ![]() This site is not affiliated with or endorsed in any way by the Wikimedia Foundation or any of its affiliates. In fact, we fucking despise them.
|