Difference between revisions 340199 and 349896 on sourceswiki<noinclude>{{დაცულია}}</noinclude>
<center><big>'''''იავნანამ რა ჰქმნა?'''''</big></center><br>
'''სამშობლო ღვინისა'''
თბილისიდან რომ აღმოსავლეთისკენ წახვიდე, ერთი დღის მოგზაურობის შემდეგ მიადგები ერთს გრძელს მთასა, რომელსაც ჰქვია ცივი. ამ ცივის მთაზე რომ ახვიდე და იქით, აღმოსავლეთისკენ, გადაიხედო, შენ თვალწინ ქვემოთ გადაიჭიმება ვეებერთელა ვაკე, რომელსაც ჰფარავს მთელი მწვანე ზღვა ვენახებისა და ზვრებისა. ამ ვაკის ზედ შუა წელზე დაინახავს გრძელს ლაპლაპა ზოლსა, ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ გავლებულსა. ეს სწორე ვაკე არის კახეთის ველი, ლაპლაპა ზოლი კი – მდინარე ალაზანი, რომელიც კახეთს ჰყოფს ორს, თითქმის თანასწორ ნაწილად: აქეთა ნახევარს ჰქვია გამოღმა მხარი, იქითას – გაღმა მხარი. გაღმა მხარს საზღვრად უძევს აღმოსავლეთის დიდი და მაღალი მთები და ესენი ჰყოფენ კახეთს დაღესტნისაგან, რომელიც იწყება ამ მთებს იქით.
თუ გაღმა მხარისაკენ თვალს დააკვირვებ, ერთს ადგილას მთის ძირში გაარჩევ დიდს ღელეს, ღრმად შევარდნილს მთაში. ეს ღელე ახლა სახნავ-სათესი ადგილია, მაგრამ რომ ახლო მიხვიდე და კარგად გასინჯო, მიწების მიჯნაზე და განაპირას ადვილად შეამჩნევ ქვიტკირის ნაშთებსა. ეს ნაშთები უტყუარი ნიშნებია იმისა, რომ ეს ადგილი ნასოფლარია. სოფელი ვაშლოვანი.
დიახ, ძველს დროში სწორედ ამ ადგილას ჰყვაოდა კარგა მოზრდილი სოფელი, რომელსაც ვაშლოვანი ერქვა. დასავლეთით ამ სოფელს ერტყა ზვრები და ვენახები, ხოლო აღმოსავლეთის მხრივ ის თითქმის ეხებოდა ხშირსა და აყრილს ტყეს, რომლითაც შეფენილი იყო მთა. ამ ხშირის ტყის წყალობით შიგ შუა გულს სოფელში მიწითგან შადრევანივით ამოჩუხჩუხებდა ვეებერთელა ანკარა წყარო, რომლის ყინულივით ცივი წყალი იყო საკვირველი სასმელი მთელი სოფლისა. შენობანი სოფლისა სულ ქვიტკირისანი იყვნენ და ჰმოწმობდნენ, რომ სოფელი შეძლებული იყო. მართლაც, მაშინ ვაშლოვანმა და მთელმა კახეთმა არ იცოდა, რა იყო ვაჭრის ვალი, რომელშიაც ეხლა კახეთი ჩაფლულია. ''([[იავნანამ რა ჰქმნა?|სრულად წაკითხვა...]])''
<noinclude>[[Category:Georgian]]</noinclude>All content in the above text box is licensed under the Creative Commons Attribution-ShareAlike license Version 4 and was originally sourced from https://sources.wikipedia.org/w/index.php?diff=prev&oldid=349896.
![]() ![]() This site is not affiliated with or endorsed in any way by the Wikimedia Foundation or any of its affiliates. In fact, we fucking despise them.
|