Difference between revisions 344379 and 345062 on sourceswiki

{{header
 | title =ბიბლიური ისტორია
 | noauthor = 
 | notes = [[იაკობ გოგებაშვილი|იაკობ გოგებაშვილის]] ნაწარმოები
}}


{{სარჩევი მარცხნივ}}
(contracted; show full) ძნებსა, უცებ ჩემი ძნა შუაში დადგა, თქვენი ძნები კი გარს შემოერტყნენ და თავის დაკვრა დაუწყეს, ჩვენზედ მეფობა ხომ არ მოგდომია? _ უთხრეს გაჯავრებით ძმებმა, როცა ეს სიზმარი მოისმინეს. შემდგომ იოსებმა მეორე სიზმარი უთხრა: მე მესიზმრა, თითქოს შუაში ვიდექი და გარს მეხვივნენ მზე, მთვარე და თერთმეტი ვარსკვლავი და თავს მიკრავდნენ, როცა იოსებმა ეს სიზმარი სთქვა, მამაც კი გაუჯავრდა: ნუთუ მეცა, დედაშენიცა და შენი ძმებიცა შენ უნდა გიკრავდეთ თავს?! თუმცა კი იაკობი გაუჯავრდა იოსებსა, მაგრამ ეს სიზმრები კი ღრმად ჩაირჩინა 
Gგულში, რადგანაც იფიქრა, უთუოდ მომავალს მოასწავებენო. ძმებმა ამის შემდეგ უფრო მომეტებულად შეიძულეს იოსები, მისი დაღუპვა მოინდომეს და კიდეც შეასრულეს თავიანთი ბოროტი განზრახვა.


==იოსების გაყიდვა==
(დაბ. 3,14-35)
ერთხელ იაკობმა გაგზავნა იოსები მინდორში თავის ძმებთან, რომელთაც საქონელი შორს წაესხათ და რამდენიმე დღე მამამ მათი არა იცოდა რა. იოსები წავიდა, ბევრი ეძება და ბოლოს მიაგნო თავის ძმებსა. ძმებმა რომ შორიდან დაინახეს იოსები, ერთმანერთს უთხრეს: აგერ, ჩვენი სიზმრად მნახველი მოდის; მოდით, მოვკლათ იგი და მამას ვუთხრათ, მხეცს გაეგლიჯა და შეეჭამა-თქო; მაშინ ვნახოთ, როგორ ასრულდება მისი სიზმრები. მარტო ყველაზედ უფროსი ძმა, რუბენი, არ იყო თანახმა და სხვას ურჩევდა ძმებსა: ისა სჯობიან, (contracted; show full)ომაელებს გაუხარდათ კიდეც, რადგან მთლად დაიპყრობდნენ იუდეველთა ქვეყანას. მოვიდა იუდეველების ქვეყანაში რომაელების ჯარი, ძალით დაიმორჩილა ისინი და ხარკი დაადო. ამის შემდეგ რომაელები თავიანთ მეფეს აყენებდნენ იუდეველთა ქვეყანაში. მაგრამ იუდეველები ახლა კი ელოდნენ დავითის შთამომავალს, რომელიც საუკუნო მეფე იქნებოდა, არამც თუ მარტო იუდეველთა, არამედ ყველა ხალხისა, ესე იგი, ღვთისგან აღთქმული მაცხოვარი ქვეყნისა. დრო იმის ქვეყნად მოსვლისა, მართლაც მოახლოებული იყო.

[[Category:Georgian]]
[[Category:იაკობ გოგებაშვილი]]