Difference between revisions 345062 and 354421 on sourceswiki{{header | title =ბიბლიური ისტორია | noauthor = | notes = [[იაკობ გოგებაშვილი|იაკობ გოგებაშვილის]] ნაწარმოები }} {{სარჩევი მარცხნივ}} (contracted; show full)რა ისაკი, იაკობს ერთ დღესაც არ ვაცოცხლებო. რებეკამ გაიგონა ეს მუქარა, შეეშინდა საყვარელი ძის მოკვლის და უბრძანა იაკობსა, რომ იგი გაქცეულიყო მის ძმასთან, ლაბანთან, შუამდინარეთს და იქ ეცხოვრა ბიძასთან, სანამ ესავი გულს მოიბრუნებდა ძმაზე. იაკობი დათანხმდა. როცა მოხუცებული მამა კვდებოდა, უბრძანა იაკობსა, რომ მას ცოლი შუამდინარეთიდან მოეყვანა და ბოლოს უთხრა: და მოგანიჭოს ყოვლადძლიერმა ღმერთმა შენ და შენთა შთამომავალთ ის ლოცვა-კურთხევა, რომელიც მისცა აბრამსა, მამასა ჩემსა. იაკობმა ახსენა ღმერთი და გაუდგა გზასა. ⏎ ⏎ ==იაკობის მოგზაურობა== (დაბ. 28,10-22; 29,1-5; 30,1-43; 31,1-55) იაკობმა გასწია ჩრდილოეთისაკენ, რადგან შუამდინარეთი ამ მხარეს იყო ქანაანის ქვეყნიდან. კარგა გზა გაიარა პირველსავე დღეს. ღამემ ტრიალ მინდორზე მოუსწრო. დაღალულმა იაკობმა დაიდო ქვა და დაიძინა მინდორში. ძილში ნახა საკვირველი სიზმარი. ვითომ ამართულიყო დედამიწაზედ მაღალი, თვალუწვდენელი კიბე და თავი მიბჯენილიჰქონდა ცაზე. ამ კიბეზე მრავალნი ანგელოზნი ადიოდნენ და ჩამოდიოდნენ. მაღლა, კიბის თავზე კი იდგა თვით უფალი და ეუბნებოდა იაკობს: მე ვარ ღმერთი აბრამ(contracted; show full)ომაელებს გაუხარდათ კიდეც, რადგან მთლად დაიპყრობდნენ იუდეველთა ქვეყანას. მოვიდა იუდეველების ქვეყანაში რომაელების ჯარი, ძალით დაიმორჩილა ისინი და ხარკი დაადო. ამის შემდეგ რომაელები თავიანთ მეფეს აყენებდნენ იუდეველთა ქვეყანაში. მაგრამ იუდეველები ახლა კი ელოდნენ დავითის შთამომავალს, რომელიც საუკუნო მეფე იქნებოდა, არამც თუ მარტო იუდეველთა, არამედ ყველა ხალხისა, ესე იგი, ღვთისგან აღთქმული მაცხოვარი ქვეყნისა. დრო იმის ქვეყნად მოსვლისა, მართლაც მოახლოებული იყო. [[Category:Georgian]] [[Category:იაკობ გოგებაშვილი]] All content in the above text box is licensed under the Creative Commons Attribution-ShareAlike license Version 4 and was originally sourced from https://sources.wikipedia.org/w/index.php?diff=prev&oldid=354421.
![]() ![]() This site is not affiliated with or endorsed in any way by the Wikimedia Foundation or any of its affiliates. In fact, we fucking despise them.
|